კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ „დაიკიდა“ გია ფერაძემ იოსებ გრიშაშვილი

  გია ფერაძის ძმა ილია ფერაძე იხსენებს: „გია 6 წლის იყო, როცა ბაბუა – სერგო გადასახლებიდან დაბრუნდა. იგი გიას დააყენებდა ხოლმე სკამზე და ლექსებს ათქმევინებდა. გია მაშინ ყველა სიტყვას გამართულად ვერ წარმოთქვამდა და ენას ბავშვურად უქცევდა. ერთხელაც, ბაბუის მეგობრის, დიდი პოეტის – იოსებ გრიშაშვილის საღამო ტარდებოდა. იმ ლექსებს შორის, რომელიც გიამ იცოდა, იყო გრიშაშვილის ლექსი – „დიდება ბელადს“. ბაბუამ გიას ხელი მოჰკიდა და საღამოზე წაიყვანა. პოეტს შვილიშვილი წარუდგინა და უთხრა, რომ გიამ მისი ლექსი იცოდა და თანაც, გამოთქმით კითხულობდა. მეორე განყოფილებაში ის წამყვანმა წარადგინა და ხალხით სავსე დარბაზის წინაშე დიდ სცენაზე გია პირველად გამოვიდა. როგორც ბაბუა ყვებოდა: არავითარი დაბნეულობა და მორცხვობა, გია რიხიანად გავიდა, სცენის შუაში დადგა და გამოთქმით დაიწყო: „დიდება ბელადს“. ლექსი – „აქ დამეკიდოს“ გრიშაშვილისა!“ დარბაზში ხარხარი ატყდა. გია დაიბნა. იგი სიტყვა „აკადემიკოსის“ ნაცვლად, „აქ დამეკიდოს“ ამბობდა, რაც ბაბუამ კარგად იცოდა! სცენაზე, სავარძელში მჯდომი სოსო წამოდგა, გიასთან მივიდა, თავზე ხელი მოუთათუნა და ღიმილით უთხრა: „შვილო, ამ მთავრობას რომ ვკიდივარ, ეგ ვიცოდი, მაგრამ შენ რაღა დაგიშავე?“ ეს იყო მომავალი მსახიობის სასცენო დებიუტი“.
скачать dle 11.3