№33 ეს საინტერესოა
* 1973 წელს ერევნის „არარატი“ თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი. კიევის „დინამოს“ მოუგო 2:1. ორივე გოლი მერვე ნომერმა, ლევონ იშტოიანმა გაიტანა. გულშემატკივრებმა მოითხოვეს, რომ იშტოიანის მშობლიური ქალაქის, ლენინაკანის ცენტრალურ მოედანზე მისი ძეგლი დაედგათ, მაგრამ საქმე ის იყო, რომ იქ ლენინის ძეგლი იდგა და არაფერი გამოვიდოდა. თუმცა, ეს პრობლემა დროებით მაინც გადაიჭრა – ლენინს ზურგზე 8-იანი მიახატეს.
* რევოლუციამდელ ჩინეთში (1911 წლამდე) თუ ოჯახის უფროსს შეეძლო, რამდენიმე ცოლი ჰყოლოდა, მათ თავის მამულში სხვადასხვა პავილიონში ასახლებდა. ის საღამოს მოსამსახურეებს უბრძანებდა, ბილიკი, რომელიც იმ ცოლის პავილიონამდე მიდიოდა, ვისთანაც ღამის გათევას აპირებდა, წითელი ფანრებით მოერთოთ.