კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  არჩილა აბაიშვილი – დაიბადა სარიმჯის უბანში, ზარაფხანას გაყოლებაზე და ედიგარაშვილის სასახლე და მეჩეთი იყო ხელის გაწვდენაზე. მამამისიც აქ იდგა, პაპამისიც და იქნებ კიდევ ვინმე იმათ წინ. ამათი საქმე იყო უღელის კეთება და ხელოსნობა. უბანსაც ასე ერქვა სპარსულად. თუმცა იმან ხელი ჰკრა მამის დალოცვას და ყომარს მისდია, თულფის თამაშობას, ნესვის სიტკბოებაზე გაჭრას და ფულის ყრას. ფულზე მაშინ მეფე ერეკლე ეწერა. იმას დასცემდა მტვერში. სახსარიც ასე გაიჩინა. ცალთვალა ეშიკამ ასწავლა აგდებული ვერცხლის ბრუნვის დათვლა და ხელის გულზე დაგდება. მოთამაშე ხელში დაჭერაზე არ დაუჯდებოდა, ხიხო და ბაზრის მუშტარი კი – იოლად. ამათაც რა გამოლევდა და სოღანლუღიდან თუ ტაბახმელიდან ჩამოსულთ დაუხვდებოდა და ქისას უცარიელებდა.
  ყომარს მოჰყვა ქურდობა. ქურდობას – ავაზაკობა და ძარცვა და სტაცეს ხელი და სტამბოლის კოშკში გამოკეტეს. დილეგი მაშინ იქ იყო. რომ გამოვიდა, ოთახი კოზმანის უბანში დაიჭირა სხვა ავაზაკებთან ერთად. მერე ქალაქს მოადგა ქოსა მამად ხანი და ქალაქელებმა ხელი დამბაჩასა და ხმალს მოჰკიდეს. ის კი ცარიელ სახლებს დაუდარაჯდა და ქურდავდა. ზედ ქოსა ხანის შემოვარდნისას გაქურდა გურენბეგის სახლი და გაიქცა მამა დავითზე. იქ შეაფარა თავი და უცქერდა იქიდან, როგორ სწვავდნენ ქალაქს. სპარსელები რომ გაეცალდნენ, ისევ დაუარა, თუ რამ დარჩა, მოსაპარად ათვალიერა. რუსები რომ შემოვიდნენ, ისწავლა სერთუკის ღილის გახსნა და იქიდან ამოძრობა სხვადასხვასი. ხარფუხში იდგა და იქიდან ჩამოდიოდა. როცა 1811 წელს ქალაქში ხოლერა გაჩნდა, არ გასულა, დარჩა და მიტოვებულ სახლებს ქურდავდა. ამ დროს დასნეულდა და მოკვდა. დაბაღებმა იპოვეს და დაასაფლავეს.
  მიხეილ ზეითუნიძე – ჯიბგირი, ბავშვობიდან დააჩვიეს ქურდობას, როცა ბებერმა გიგო შერმაზანოვმა ანჩისხატის ეკლესიის უკან დაასწავლა. იქ მდინარესთან, პატარა მოედანზე იკრიბებოდნენ ჯიბგირები და პატარა ბიჭებს ჯიბის მოჭრასა და შიგ ჩაძვრომას ასწავლიდნენ. იქ დაიხსომა ოხრობები, ერთ მხარეს დაჯახება და მეორე მხარეს პორტმანეს ამოძრობა, უბის ჯიბეში ჩაძვრომა. ეს მთელი შეგირდობა და ქარგლობა გამოდიოდა. მერე ერთ რომელიმე ჯიბგირს ბიჭი ბაზარში მიჰყავდა და კაცის ამორჩევას ასწავლიდა. 1897 წელს მეხუთე ნაწილის ბოქაულმა ზაზულევიჩმა დაშალა ეს ყოველივე, თუმცა ჯიბგირობას ამით რას მოსპობდა. ზეითუნიძის სახლი კი იყო ვერის ბაღები, იარმუკა და შაითან ბაზარი.
  აბულფატ სემამ ოღლი – ლოქოს ყიდდა ტფილისის ქუჩებში, შემდეგ კი ავაზაკობა დაიწყო. მოიპარა ბარონ მეენდორფის პალტო და ამაზე დაიჭირეს. ექვსი თვის მერე გამოვიდა და შეკრა ბანდა და ესხმოდნენ ღამით სახლებს. ისინი ეფემია დოლმაზოვას სახლს დაეცნენ და მისი მსახური, მოსე აგაბეკოვი დაჭრეს. ისინი ამოიცნეს და მისი ორი დამქაში დაიჭირეს, ის კი გაიქცა და ახალი დასტა შეკრა. ის გადააწყდა აბანოს კართან, დუქანში ბოქაულ კაგანოვს, ვინც ქარქაშიდან ხანჯალი ამოაცალა და დაჭერა დაუპირა, მან კი გადაჭრილი კარაბინი მოუღერა, შემდეგ დაუსხლტა და გაიქცა. მისი დამქაში ლუტვ ალი ჯაბარი კი ჩავარდა ამ საქმეზე. შემდეგ ის ისევ ახალ ბანდას კრავს. მათ გაძარცვეს ლუდსახარშის პატრონი შეიფლერი ელისაბედის ქუჩაზე. 70-იან წლებში ამ ახალ დამქაშებთან ერთად ის დაძრწის მტკვრის ნაპირას და ბაღებში, ძირითადად მუშტაიდის მიდამოებში და ეცემოდნენ იქ ღამით ბაღების დარაჯებს და მეთევზეებს და მათი ძარცვისას დაიჭირეს ის 1872 წელს, ხელში სისხლიანი ხანჯლით.
  კაზიმირ კონდრატოვიჩი – ყალბი პასპორტების მკეთებელი. იდგა სასტუმრო „ლონდონში“, იყო ჩაცმული მეტად მოხდენილად. იყო თვალზე მესაათის შუშის გამკეთებელი და ნებისმიერი ხელმოწერის ჩამწერი. პოლიცმაისტერის გაკრულ ხელს იოლად მოხაზავდა. წებო ჰქონდა ჩამოტანილი ვარშავიდან. ფოტოსურათის ჩასმა ემარჯვებოდა იოლად. დრო ამ საქმისათვის იყო მეტად სარფიანი. დამალვა უნდოდა ბევრს. გაქცეული იყო სხვადასხვა, პოლიციას ემალებოდნენ და ჟანდარმერიასაც. იყო ციხიდან გაქცეული ავაზაკობა და იყო სხვადასხვა პარტიის იატაკქვეშეთის ხალხი. რევოლუციის  ფინდიხი ისევ ტრიალებდა, ერთი წლის უკან გავარდნილი ტყვია და ბომბის კვამლი ჯერ არ გაფანტულიყო. ის სასტუმროშივე დაიჭირეს 1906 წელს.
მიხაილ აიზელმესერი – 90-იანი წლების მიწურულის ჯიბის ქურდი, კონკისა და ტრამვაის ქურდი, მუშაობდა ვნრის ხაზზე, მუშტაიდიდან გამოჰყვებოდა და ხან ჯიბეს ჭრიდა, ხან შიგ ხელს ყოფდა. დამქაშად ჰყავდა დომანოვი, ყარსის მკვიდრი. ერთი დაეჯახებოდა, მეორე ჯიბიდან საათს ან პორტმანეს ააცლიდა. ის მოესწრო ცხენის რკინის გზასაც, როცა ცხენს მიჰყავდა „კონკა“ და უკვე 1905 წლიდან დენი დააქროლებს ტრამვაის. იმ დროების ჯიბის ქურდი იყო „მუკა“, ვინც მერე ნავთლუღში, მამუკას სოფელთან ახლოს ნახეს მკვდარი, ექვსი დანის ჭრილობით, ვისაც საპოლიციო დავთარი იმ დროების ჯიბგირების თავად იხსენიებს. იმავე წლებში ცნობილი ჯიბგირი იყო სოზიევი, ვინც ავჭალის ქუჩაზე რევოლვერის რამდენიმე გასროლით მოკლეს. კიდევ – კარაპეტ ზალიევი, თეოდოსი მარუკ-ვესელკას ჯიბიდან ამოცლილი ოქროს საათის გამო რომ დაიჭირეს. ანაც არამ გაიკაზოვი, ვინც მეტეხის ხიდზე ციხის ბადრაგმა მოკლა, როცა პატიმრებს ელაპარაკებოდა და ქვაში გახვეული წერილიც აუგდო. იქნებ იქიდან გამოქცევის გეგმითაც, რაკი მეტეხის ციხიდან გარბოდნენ ყოველთვის და ხშირად, ნაირგვარი გზებითა და ხერხებით. ამ დროებაშივე მეტრო ჯმუხაძემ ამოჭრა საკნის ჭერი, აძვრა სომხურ ეკლესიაში, იქიდან – სახურავზე, იქიდან ღობეზე გადაძვრა და გვერდითა სახლის სხვენში დაიმალა ათიოდე სხვა პატიმართან ერთად. ჯიბის ქურდები კი მაგ ხანებშივე ბევრი სხვაც იყო – გიორგი მაისურაძე, ვორონცოვის ქუჩის ქურდი, რიყეზე ჯიბგირი არუთინ შახნაზაროვი და ავლაბარში, კახეთის მოედანზე მოხეტიალე სერგეი გულვერი, თავის ოთხ დამქაშთან ერთად. ვაგზლის მიდამოებში დაეხეტებოდა ყრუ-მუნჯი ქურდი არსენ გულაძე, აზნაური მარია შევალიეს გამქურდავი. მერე ორთქლმავლის მემანქანის ცოლის, ირინა ბუსლიაკოვას ჯიბიდან ამოცლილი პორტმანის გამო დაიჭირეს.
  იაკობ კობახიძე – 60-იანი წლების სახლებისა და მაღაზიების ქურდი. მეტად უყვარდა მოლხენა და ერივანსკის მოედანზე ყავახანა „ნაპოლეონშიც“ ჩნდებოდა, გამოწყობილი საუკეთესოდ და ბარკლი პერკინსის ელს სვამდა და ანანასის რომს, რაც ტფილისს არ აკლდა. ძვრებოდა სახლებზე მეტად სხარტად. თითქოსდა მასზე აცხადებდა გუნიბის მოედანზე გაშლილი სულიეს ცირკის აფიშები – ადამიანი ბუზი, ჭერზე ფეხით რომ ივლისო. ის იოლად ძვრებოდა ყოველ ფანჯარაში და საცა ღია რამ დაუხვდებოდა, იქ უთუოდ გაჩნდებოდა. 1869 წელს ლოლაძემ დაიჭირა დავიდოვის მაღაზიის გაქურდვისას.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)
скачать dle 11.3