კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ გაანეიტრალეს ფიდელ კასტროს მკვლელები თბილისში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

აგენტი „მედუზა“
1963 წლის 3 მარტს საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვრის სომხეთის მონაკვეთზე 35 წლის ელიოტ პრაისი გადმოვიდა. ის „ცეერუს“ ოპერატიული თანამშრომელი იყო და ფსევდონიმ „მედუზას“ ატარებდა. საბჭოთა კონტრდაზვერვა „მედუზას“ გამოჩენას ელოდა და მომზადებული შეხვდა. ინფორმაცია მის შესახებ „ლენგლიდან“ („ცეერუს“ შტაბ-ბინა) გამოგზავნა საბჭოთა აგენტმა, რომელიც იქ იყო ჩანერგილი. ეს აგენტი კი თემურ ჯაში იყო, „კაგებეს“ პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა და მას ოპერატიულ ფსევდონიმად „მეზღვაური“ შეურჩიეს. ჯაშმა მხოლოდ „მედუზას“ გამომგზავრების თარიღი და კოორდინატები იცოდა. მისი მისიის შესახებ კი ინფორმაცია არ გააჩნდა. ამიტომ ის ქვეყანაში შემოუშვეს. კონტრდაზვერვა მას კუდზე დააჯდა და წამითაც არ აშორებდა თვალს. „მედუზა“ ჯერ ერევანში ჩავიდა, იქიდან  კი მატარებლით საქართველოს დედაქალაქისკენ გამოემგზავრა და სვერდლოვსკელი ანტონ კარპოვის საბუთებით თბილისის ტაქსოპარკში  მოეწყო მძღოლად. ბინად კი სოლოლაკში, ევგენი კარპოვთან გაჩერდა, რომელიც 34 წლის უცოლშვილო რადიოინჟინერი იყო და 31-ე საავიაციო ქარხანაში მუშაობდა. „მედუზა“ თავს ინჟინრის ბიძაშვილად ასაღებდა. თბილისში გადმოსახლების მიზეზად კი ფილტვების დაავადებას ასახელებდა. ის ამბობდა, რომ ექიმებმა მას სამხრეთული ჰავა ურჩიეს და საქართველოში ამიტომ ჩამოვიდა. ინჟინერ კარპოვს კონტრდაზვერვა უკვე რვა თვე უთვალთვალებდა, რადგან შეიტყვეს, რომ ის „ცეერუს“ ჰყავდა გადაბირებული და მისი სახლი დაკონსერვებული კონსპირაციული ბინა იყო. კარპოვი ოცდაოთხსაათიანი კონტროლის ქვეშ იყო და კონტრდაზვერვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ აპატიმრებდა მათ, რომ გაეგოთ, თუ რა მისიით ჩამოვიდა თბილისში „მედუზა“.
                                                                       „კომანდანტეს“
                                                              გასაიდუმლოებული განრიგი
  1963 წლის 27 აპრილს საბჭოთა კავშირს პირველად ესტუმრა კუბელი „კომანდანტე“ (მეთაური) ფიდელ კასტრო რუსი. მისი ვიზიტის, კონკრეტულად კი გადაადგილების მარშრუტი და ზოგადი განრიგი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. მას საბჭოთა უშიშროება თვალის ჩინივით იცავდა და ეს არც იყო გასაკვირი. კასტროზე ამერიკელები ნადირობდნენ. „ცეერუმ“ მასზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელა, მაგრამ ყველა წარუმატებელი აღმოჩნდა. „კომანდანტე“საბჭოთა ხელმძღვანელობის პოლიტიკური მხარდამჭერი იყო და ამიტომაც უფრთხილდებოდნენ მას. კასტრომ საბჭოეთში 35 დღე დაჰყო და წინასწარ არასოდეს აცხადებდნენ თუ როდის და სად გაემგზავრებოდა. „კომანდანტემ“ თითქმის მთელი ქვეყანა მოიარა. ყველა დიდ ქალაქში შეხვდა ხალხს და მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე, პირდაპირ ქუჩაში ხანგრძლივი სიტყვით გამოვიდა. ყოველ ასეთ გამოსვლას საბჭოთა უშიშროების სპეციალური შესაბამისი სამსახური აკონტროლებდა. მათ კი სამხედროები და მილიცია ეხმარებოდა. ნიშანდობლივი იყო ის, რომ კასტროს ამა თუ იმ ქალაქში ვიზიტის შესახებ  უშიშროების ორგანოებს მხოლოდ წინა დღეს ატყობინებდნენ. ისინი კი ვალდებული იყვნენ, იზოლაციაში ჰყოლოდათ ყველა ფსიქიკური ავადმყოფი მანიაკური გადახრებით, აგრეთვე, კრიმინალური ავტორიტეტები და დისიდენტები. 31 მაისს მსგავსი გაფრთხილება მიიღო საქართველოს „კაგებეს“ თავმჯდომარემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსი ინაურმა. მან ღამის 2 საათზე ყველა განყოფილების უფროსი შეკრიბა და ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების სასწრაფოდ ჩატარება დაავალა. სულ რაღაც 4 საათში – დილის 6 საათისთვის კიკეთის პიონერთა ბანაკის ტერიტორიაზე მიიყვანეს ყველა კრიმინალური ავტორიტეტი, ფსიქიკური ავადმყოფი და დისიდენტი, რომლებიც იმ პერიოდში თავისუფლები იყვნენ. სულ 109 ადამიანი. პერიმეტრი სასწრაფოდ შემოსაზღვრეს მავთულხლართებით. საგანგებოდ გაწვრთნილი, კბილებამდე შეიარაღებული ქვედანაყოფი განალაგეს და დროებით დაკავებულები სურსათ-სანოვაგითა და სიგარეტებით მოამარაგეს. დაცვისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლები კი „კომანდანტეს“ მისაღებად მოემზადნენ.
უმაღლესი ზომა
  საქართველოს კონტრდაზვერვა ვარაუდობდა, რომ „მედუზას“ საბჭოეთში შემოსვლა ფიდელ კასტროს ვიზიტთან იყო დაკავშირებული, თუმცა არავის უცნობებია, „კომანდანტე“ საქართველოში ჩამოვიდოდა თუ არა და ამიტომ ბოლომდე არ იყვნენ ამაში დარწმუნებული. ინაურთან თათბირის შემდეგ კი კონტრდაზვერვის პოლკოვნიკმა ალექსანდრე ზოიძემ  გენერალს უთხრა:
– ალექსი ნიკოლაევიჩ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ „მედუზა“ კასტროს მოსაკლავადაა ჩამოსული და ის უახლოეს საათებში გააქტიურდება.
– ჰოდა, ყველაფერი თქვენზეა და შესაბამისად იმოქმედეთ, – მიუგო ინაურმა ზოიძეს და დააყოლა, – გახსოვდეს,  „კომანდანტეს“ თმის ღერიც არ უნდა ჩამოუვარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვალე, რომ ჩვენ თავები არ შეგვრჩება.
გამოცდილი კონტრმზვერავი არ შემცდარა და „მედუზამ“ ვინმე გოდერძი შიხიაშვილს უთხრა, რომ სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო, სამალავში მოწყობილიყო, სამიზნეს დალოდებოდა და გაენადგურებინა. 29 წლის შიხიაშვილი ყოფილი სნაიპერი იყო. სამალავი მხატვრის სახლში იყო განთავსებული, სადაც ყოფილი სნაიპერი დარაჯად მუშაობდა და მას იქიდან უნდა მოეკლა კუბის ლიდერი, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე მოწყობილ ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდოდა. სნაიპერული შაშხანა უკვე სამალავში იდო და სამალავიც ძალიან ოსტატურად იყო კომუფლირებული. თუმცა, კონტრმზვერავებს პრევენციული ზომები უკვე მიღებული ჰქონდათ და შიხიაშვილის დაპატიმრებას „კომანდანტეს“ გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე აპირებდნენ. მოთვალთვალეთა ჯგუფი კი „მედუზას“ აჯდა კუდზე და მის გადაადგილებას აკონტროლებდნენ, როდესაც მისი ტაქსი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დიდი სისწრაფით მიჰქროდა. „მედუზა“ მცხეთის რკინიგზის სადგურზე, მილიციელის ფორმაში გადაცმული შეიპყრეს კონტრმზვერავებმა და დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოართვეს.  სნაიპერი კი ცრუ კვალი იყო, კონტრდაზვერვის ყურადღების გასაფანტად მოფიქრებული.
გოდერძი შიხიაშვილი, ევგენი კარპოვი და „მედუზა“ გაასამართლეს. მათ სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს და მალევე დახვრიტეს.


скачать dle 11.3