№33 ხასიათი საცურაო კოსტიუმში
ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე
აღმოჩნდა, რომ ქალის საცურაო კოსტიუმის მიხედვით შეიძლება, მისი მიდრეკილებები დავადგინოთ. საქმე ისაა, რომ ქალისთვის საცურაო კოსტიუმი არა მხოლოდ გარდერობის ნაწილია, არამედ საშუალება, წარმოაჩინოს თავი სამყაროს წინაშე.
შეიხედეთ თქვენს გარდერობში და დააკვირდით, როგორი სახის საცურაო კოსტიუმებს ანიჭებთ უპირატესობას.
1. მთლიანი საცურაო კოსტიუმი, მუქი, ერთი ფერის – კლასიკაა, რომელიც სულ მოდაშია. თქვენც ასეთი ქალი ხართ – მუდამ აქტუალური.
2. ბიკინი – თამამი და თავისუფალი. აკეთებთ იმას, რისი გაკეთებისაც სხვებს შეეშინდებოდათ. თავდაჯერებულობა თქვენი კოზირია! დიახ, სხვებზე ბევრად თამამი ხართ. გიყვართ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ – ყველა ღირსებითა და ნაკლით.
3. ამოჭრილი საცურაო კოსტიუმი – კრეატიული და უნიკალური. თქვენი დევიზია: „ან ყველაფერი, ან არაფერი!“. გიყვართ მძაფრი შეგრძნებები. აფასებთ კომფორტს. საკუთარ თავთან გულახდილი ხართ.
4. ფერადი საცურაო კოსტიუმი – მხიარული და ენერგიული. გიყვართ მრავალფეროვნება. ყურადღების ცენტრში ყოფნა თქვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს. მსგავს საცურაო კოსტიუმს „ქამელეონები“ ირჩევენ, რომლებისთვისაც საკმაოდ ადვილია ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტირება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გარშემო მყოფებს ერწყმიან. ეს გახლავთ კაშკაშა პიროვნება, რომელიც მყარად დგას მიწაზე.
5. სხვადასხვა ფერის საცურაო კოსტიუმი ცალ-ცალკე – პრაგმატული და არაორდინარული. საკმაოდ ექსცენტრიკული ხართ. გარკვეული სიმართლე ამაში არის. ხედავთ სილამაზეს ყველგან და ყველაფერში. პრაქტიკული ხართ, დიდი გონების პატრონი და იმავდროულად, არასტანდარტულად მოაზროვნე.