კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ჩემს საყვარელ სუნამოს ყოველთვის ჩანთით ვატარებ, თუმცა ვაკვირდები, რომ ზაფხულის პერიოდში მისი არომატი, ისეთი მკვეთრი აღარ არის და თითქოს, სხვა სურნელი აქვს. ზოგადად, აქვს მნიშვნელობა, სად ვინახავთ სუნამოს და რა ტემპერატურაზე?
პასუხი: როდესაც საქმე სუნამოს შენახვას ეხება, გარემო გადამწყვეტი ფაქტორია. სუნამოს არ უყვარს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება – სიცხიდან სიცივეში გადატანა ან – პირიქით. ასეთი ცვლილება ბუნებრივი ინგრედიენტების ქიმიურ რეაქციებს ააქტიურებს, შედეგად კი, სუნამო მალე ძველდება და თქვენს ფავორიტ ტონებს კარგავს. სუნამოს შესანახად იდეალურია მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცული ადგილი, სადაც შენარჩუნებულია ოთახის ბუნებრივი ტემპერატურა.
კითხვა: ზღვაზე დასვენების შემდეგ ბუნებრივად ხუჭუჭი თმა, ძალიან გამომიშრა და გამიუხეშდა. ვცდილობ, გამოვასწორო ეს მდგომარეობა და ყოველდღიურად ვიბან შამპუნით, თუმცა კონდენციონერს არ ვიყენებ. როგორ დავუბრუნო მას ძველი იერი და სიფაფუკე?
პასუხი: ზოგადად, ხვეული თმა ბუნებრივად მშრალია. ყოველდღიური დაბანით კი თმა კიდევ უფრო იფიტება და შრება. შედეგად გაუხეშებულ, გაბურძგნულ ხვეულებს მიიღებთ. ამიტომ, მინიმალურად შეამცირეთ შამპუნის გამოყენება – ხვეული თმისთვის კვირაში 2-3-ჯერ დაბანა სრულიად საკმარისია. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ შეუძლებელია ხვეულ თმას ბრწყინვალება კონდიციონერის გარეშე შეუნარჩუნოთ. დამატენიანებელი სითხე დაგეხმარებათ თმის გამოკვებაში, დარბილებასა და დაცვაში. მხოლოდ შამპუნით თმას გაასუფთავებთ, თუმცა მნიშვნელოვანია მისი შემდგომი დატენიანება. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა: ქოქოსის ცხიმი, შიის კარაქი, ალოე ვერა და არგანის ზეთი. ხვეულ თმას არ ჰყოფნის მხოლოდ კონდიციონერით დატენიანება. აუცილებელია დაბანის შემდეგ სუფთა თმაზე ისეთი საშუალებების დატანება, როგორებიცაა თმის ზეთი და სპეციალური კრემები. ეს პროდუქტები იცავენ ხვეულებს ნაადრევი დაშლის, აწეწვის, მზის სხივების ზემოქმედებისა და გამოშრობისგან.


скачать dle 11.3