კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ ხდება ბედის დათარსვა და როგორ უნდა დაიცვათ თავი

  ადამიანის ცხოვრებაში არსებობს კარმული ჩავარდნის ეტაპები. ამ დროს მეტად ფრთხილი და წინდახედული უნდა იყოთ, ეცადეთ, გაიაზროთ თითოეული სიტყვა და ქცევა, რომ თქვენი ბედის პროგრამაში უარყოფითი კოდი არ ჩადოთ და საკუთარი ცხოვრება ცუდისკენ არ დააპროგრამოთ.
  კარმული ჩავარდნის პერიოდში თილისმის ტარება ყველაზე კარგი და საიმედო დამცავია ადამიანისთვის. ამ დროს პლატინის სამკაულების ტარება კარგია თანამდებობის პირის ან ბიზნესმენისთვის. ასეთ ადამიანებს ის ეხმარება, მიიღონ გონიერი გადაწყვეტილებები, იყვნენ ფრთხილი და წინდახედული საქმიან პარტნიორებთან და საქმეში სწორი, სასარგებლო არჩევანი გაკეთონ. პლატინა ადამიანს ექსტრემალური სიტუაციებისგანაც იცავს.
  ოქროს სამკაულის ტარება ამ პერიოდში ადამიანს ეხმარება, ჭორებისგან და ნეგატიური ენერგიებისგან თავის დასაცავად. ვერცხლის ნაკეთობა კი კაპიტალის მოზიდვას უწყობს ხელს.
  თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, კარმული ჩავარდნის პერიოდში მიღებულმა სტრესმა და ნერვიულობამ სიტუაცია რომ არ გააუარესოს, გირჩევთ, მელქიორის სამკაულები ატაროთ.
ზოგადად, თილისმის ფერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგიური ფერებია ცისფერი და წითელი, გამონაკლისია თეთრი და შავი. ხოლო, მგრძნობიარე ადამიანი, რომელიც ადვილად იღებს თვალს, უნდა მოერიდოს ყვითელი ფერის ტანსაცმლის, აქსესუარისა თუ სამკაულის ტარებას. თუ ასეთი ტიპაჟი ხართ, დააკვირდით, ყვითელი ფერის საგნების გარემოცვაში თავს მოუსვენრად იგრძნობთ.
  ბედის გასახსნელად, სიყვარულის საპოვნელად, ოჯახის გასამყარებლად, მატერიალური კეთილდღეობისთვის თუ კარიერის მოსაწყობად ავგაროზის ტარებას გირჩევთ. ის ადამიანს თავისი ენერგიით მუხტავს, გადასცემს ინფორმაციას მოსალოდნელი არასასურველი მომენტების შესახებ, რომელიც მისი ქვეცნობიერისთვის კოსმიური პროგრამების საშუალებითაა ცნობილი.
  ავგაროზი ინდივიდუალურია და ყველას  თავისი უნდა ჰქონდეს. ის უნდა იყოს გლუვი ფორმის და მახვილი კუთხეების გარეშე, რადგან წაწვეტებული კუთხეები ხელს უწყობს ნივთიდან ენერგიის გამოდინებას. აუცილებელია რომ ავგაროზი, როგორც ნივთი, ძალიან მოგწონდეთ, გსიამოვნებდეთ მისი ყურება და შეხება. ასე მისი დამუხტვაც ადვილად ხდება, რადგან მყარდება ენერგეტიკული კავშირი ნივთსა და თქვენ შორის. ავგაროზის დამუხტვის ყველაზე იოლი ხერხია, რომ ნივთი აუცილებლად ეხებოდეს სხეულს. და რაც მთავარია, ის მუდამ თან უნდა გქონდეთ, უნდა ხედავდეთ, გრძნობდეთ. ამიტომ, უმჯობესია, ის გულზე დაიკიდოთ.
скачать dle 11.3