კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რა როლს ასრულებდა ბერიას მიერ შექმნილი განყოფილება „ინტიმი“ დაზვერვაში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერია რომ დიდი ინოვატორი იყო, ამაზე არავინ დავობს. მის მიერ შექმნილი უსაფრთხოების სისტემები დღემდე მუშაობს და რომ არა ბერია, შესაძლოა, საბჭოეთს დიდი სამამულო ომიც კი ვერ მოეგო.
  ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი გალინა ზოლოტარიოვა წერს: „სტალინი გენიალური მენეჯერი იყო, შესანიშნავად იცოდა კადრების შერჩევა და შესაბამისად გამწესება. ბელადმა ბერიაში ის კაცი დაინახა, ვინც ყველაზე მეტად სჭირდებოდა სახელმწიფოს მეოცე საუკუნის 30-იანი წლების მიწურულს და იმ მომენტისთვის ყველაზე მთავარი სფერო ჩააბარა. ბერიამ კი სტალინს მოლოდინი არ გაუწბილა და თამამად შეიძლება ითქვას, ისეთი სპეცსამსახური ჩამოაყალიბა, რომელსაც არც მანამდე და არც მას შემდეგ მსოფლიოში ანალოგი არ ჰქონია... გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ფელიქს ძერჟინსკიმ, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი, ქმედითი სპეცსამსახური შექმნა და „ჩეკა“ თავის ფუნქციას იმ მომენტისთვის უბადლოდ ასრულებდა. თუმცა 30-იან წლებში „ჩეკა“ განახლებას, „ახალ სისხლს“ მოითხოვდა და ბერიას დანიშვნა, სწორედ რომ, დროული იყო. როგორც მოგეხსენებათ, ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლისა და გაძლიერების მერე ევროპაში დიდი ომის სუნი დატრიალდა. აშკარა იყო, რომ ბოლოს ჰიტლერი ჩვენზე წამოვიდოდა. ამას კი წინააღმდეგობის გაწევა სჭირდებოდა. ხოლო ამ საქმეში სამხედრო-ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, სპეცსამსახურებსაც გადამწყვეტი როლი ენიჭებოდათ. საჭირო იყო ყველაზე საიდუმლო, სტრატეგიული ინფორმაციის ფლობა, რათა ყველა ანტისაბჭოური აქციის პრევენცია თუ არა, ღირსეულად დახვედრა შეგვძლებოდა. ბერიას სახალხო კომისრად დანიშვნისთანავე, ლავრენტი პავლეს ძემ სწორედ სტრატეგიული დაზვერვის სამსახურის, ფაქტობრივად, თავიდან შექმნა დაიწყო და ისეთი მეთოდები ჩართო, რაც მანამდე ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა, თან ამას სისტემატური ხასიათი მისცა. მე ვგულისხმობ საგარეო დაზვერვის განყოფილება H-ს, რომელსაც შინაურულად „ინტიმს“ ვუწოდებდით...“
  განყოფილება H, ანუ შინაურულად „ინტიმი“, საბჭოთა დაზვერვის უმნიშვნელოვანესი უბანი იყო. მასში კი საუკეთესოდ მომზადებული მზვერავები მუშაობდნენ. სპეციფიკური განყოფილება, პირველ რიგში, იმით იყო გამორჩეული, რომ ისინი იყვნენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები – ჰომოსექსუალები, ლესბოსელები და ასე შემდეგ. ბერიას საგანგებო ბრძანებით, ამ კატეგორიის ადამიანების პოვნა და გადაბირება უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა და სადაზვერვო სკოლაში გასაგზავნად შერჩეულ კანდიდატს უკვე პირადად ბერიას პირველი მოადგილე ესაუბრებოდა და ან ამტკიცებდა მის კანდიდატურას, ან უარყოფდა. შემდგომ, ეს ადამიანები იგზავნებოდნენ სპეცსკოლაში, რომელიც ყაზანში, ერთ-ერთ მიტოვებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობდა და სადაც ინტენსიურად ამზადებდნენ. მათი სწავლების კურსი 6 თვიდან 1 წლამდე გრძელდებოდა. ამის შემდეგ ისინი ინდივიდუალურ დავალებას იღებდნენ და სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნებოდნენ... იმ წლების არა მარტო ჩვენ, მსოფლიოც ჯერ კიდევ სხვა მორალური კრიტერიუმებით ცხოვრობდა. არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია სასტიკად იყო დაგმობილი და იდევნებოდა. მიუხედავად ამისა, ასეთი ადამიანები ყველა ქვეყანაში (მათ შორის საბჭოეთშიც) არც თუ ისე ცოტანი იყვნენ. არაერთ მათგანს მაღალი თანამდებობაც ეკავა და ბერიას გათვლაც სწორედ ამაზე იყო დამყარებული.
  საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი პავლე ფიტინი იხსენებდა: „განყოფილება H საბჭოთა სტრატეგიული დაზვერვის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იყო და იქ საუკეთესო კადრები მუშაობდნენ. მართალია, ისინი მუშაობის თავისებური სპეციფიკით გამოირჩეოდნენ, მაგრამ სწორედ ამის წყალობით აღწევდნენ წარმატებას და ომამდე, ომის დროს და ომის შემდგომ უძვირფასესი ინფორმაციებით გვამარაგებდნენ“.
  ფიტინის ეს საუბარი მეოცე საუკუნის 60-იანი წლების მიწურულსაა ჩაწერილი. მაშინ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების ხსენებაც კი არ შეიძლებოდა, არამც თუ მათი ქება. და, სწორედ, ამიტომ უწოდებს ფიტინი მათ „თავისებური სპეციფიკის“ ადამიანებს... სხვათა შორის, განყოფილება H-ის ექვსი თანამშრომელი საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. ერთ-ერთი მათგანი კი იმ საბჭოთა მზვერავთა შორის იყო, ვინც მოსკოვს ჰიტლერის საბჭოეთზე თავდასხმის ზუსტი თარიღი შეატყობინა. ამ მზვერავს ფაშისტური გერმანიის გენერალურ შტაბში ჰყავდა მაღალჩინოსანი ინფორმატორი, ასევე არატრადიციული ორიენტაციის. ომის დამთავრების შემდეგ, განყოფილება H-ის თანამშრომლები სრულიად გადაერთნენ ატომურ შპიონაჟზე და როგორც ქალები, ასევე კაცებიც, წარმატებულად პოულობდნენ შესაბამის კონტინგენტს ინფორმაციების მოსაპოვებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბერიას მკვლელობის მერე ამ განყოფილების არაერთი თანამშრომელი მოსკოვში გამოტეხეს და დააპატიმრეს, მალევე მიხვდა საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელობა, თუ რა ფასეულ განყოფილებას ანადგურებდნენ. ამიტომ, ეს პროცესი შეწყვიტეს. მოგვიანებით კი განყოფილება უფრო გააძლიერეს და დღეს ის რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანია“.

скачать dle 11.3