კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ექიმის რჩევები

კითხვა: ხუთი დღის წინ ვიმშობიარე ფიზიოლოგიურად და ორი დღეა, რაც გამომწერეს. ფეხის ტერფები კოჭებიდან თითებამდე მაქვს შეშუპებული. მაინტერესებს, ეს მშობიარობიდან გამომდინარე იცის თუ რისი ბრალი შეიძლება, იყოს? აქვე აღვნიშნავ, რომ მქონდა გესტაციური დიაბეტი და ეს რამე კავშირში ხომ არაა? სითხეებს ვიღებ და შარდვითაც ნორმალურად ვშარდავ.
პასუხი: მნიშვნელოვანია, შეშუპება მშობიარობამდეც გქონდათ თუ პირველად მშობიარობის შემდეგ გამოვლინდა. აუცილებელად გესაჭიროებათ ნეფროლოგის კონსულტაცია, შარდის საერთო ანალიზი, სისხლში კრეატინინისა და საერთო ცილის განსაზღვრა. ზოგადად, მდგომარეობა საყურადღებოა, მაგრამ არა – საშიში. თუმცა საჭიროა გამოკვლევა და შეშუპების მიზეზის დადგენა.
კითხვა: მყავს 3 თვის ბავშვი. ონკანის წყალი მივცე თუ რომელიმე ფირმის წყალი, მაღაზიებში რომ იყიდება?
პასუხი: უნდა მისცეთ საბავშვო წყალი, რომელიც იყიდება ბავშვთა კვების მაღაზიებში. თუმცა წყალზე მოთხოვნილება ბავშვს დამატებითი საკვების მიცემის შემდეგ უჩნდება.
კითხვა: ვარ 20 წლის გოგო. ბავშობიდან მაქვს ბევრი ხალი – დაახლოებით, 120. აქედან 9 დიდი ზომისაა და წლებთან ერთად იზრდება. მათ შორის ერთი სახეზეა და მასზე თმაც ამოდის, რაც დისკომფორტს მიქმნის და პინცეტით ვიღებ ხოლმე. დაახლოებით, ერთი წელი ვიკეთებდი ლაზერულ ეპილაციას სხეულზე და ხალები უფრო გამიმრავლდა – ღია ფერის წვრილი წერტილებივით მაქვს გაჩენილი. მაინტერესებს, საშიში ხომ არაა ამდენი ხალი და შეიძლება თუ არა ჩემთვის გარუჯვა ან ლაზერული ეპილაცია?
პასუხი: როცა ხალი ზომაში იზრდება, ეს მის აქტივაციაზე მიუთითებს და აუცილებელია დერმატოლოგ-ონკოლოგის კოსულტაცია. ხალიდან პინცეტით თმის მოშორებაც არ არის რეკომენდებული (ხალის ტრავმირების გამო). ხალებიან მიდამოზე ეპილაცია არ კეთდება, ხალი იფარება პლასტირით ან სპეციალური ფანქრით. უნდა ერიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.
კითხვა: რა იწვევს ხშირ შარდვას? ვსვამდი პროსტამოლს.
პასუხი: შარდვის გახშირების მიზეზებია: დიდი რაოდენობით წყლის მიღება, შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ინფექცია, შარდის შეუკავებლობა, პროსტატის – წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, რომელიც არ არის დაკავშირებული სიმსივნესთან, ანუ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (მამაკაცებში), ქვედა საშარდე გზებში კენჭის (კონკრემენტის) არსებობა. დიაგნოზის დაზუსტებისთვის უროლოგთან ვიზიტი აუცილებელია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3