კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ლეღვის საოცარი თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  თუ შიმშილის გრძნობა გაწუხებთ და რაც მთავარია, დაღლილი ხართ, აუცილებლად უნდა მიირთვათ ლეღვი. ის უნიკალურად ანაყრებს, ენერგიითა და ხალისით ავსებს ადამიანს. ამასთან, ბევრი ხილისაგან განსხვავებით ლეღვი არ იწვევს წყურვილს.
  ახალდაკრეფილ ლეღვს, პრაქტიკულად, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. მისმა საკვებად გამოყენებამ შესაძლოა, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მიაყენოს ადამიანს ზიანი.
  მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს – ინტენსიურად გამოდევნის დაგროვილ წიდას და ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს. ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვრთა თრომბოზების მკურნალობაზე. ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილის, სხვადასხვა გენეზის შეკრულობისა და კოლიკის (მუცლის ღრუს ორგანოებში მოვლითი ტკივილის) დროს. ზოგადად, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.
ლეღვის ჩირი – გამხმარი ლეღვი დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. მასში გაცილებით მეტი რკინა შედის, ვიდრე ვაშლში. ცნობილია სასარგებლო, სამკურნალო თვისებებით და ამასთანავე ძალიან გემრიელია. ჩირში შემავალი ეთერზეთები ხელს უშლის სისხლის შედედებას. თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, მიიღეთ დღეში 1 ცალი ლეღვის ჩირი.
ლეღვის ჩირი
* ხელს უწყობს საჭმლის მონელებას;
* ბენზალდეჰიდი, რომელსაც შეიცავს ჩირი, ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას;
* ეხმარება თვალის დაავადებებისგან განკურნებაში, განსაკუთრებით, 55 წელს გადაცილებულ ადამიანებს;
* აჩქარებს მეტაბოლიზმს;
* არეგულირებს არტერიულ წნევას;
* ეფექტური საშუალებაა ჯანმრთელი კანისთვის;
* ხელს უწყობს ტვინის მუშაობას;
* ეფექტურია ცისტიტისა და შარდის ბუშტის ტკივილის წინააღმდეგ;
* სასარგებლოა ძვლებისთვის;
* ეფექტურია გულის დაავადებების წინააღმდეგ.
  მშრალი ხველის დროს ერთ ჩაის ჭიქა რძეში მოხარშეთ 4 ცალი მწიფე ლეღვი.  ამის შემდეგ ნაყოფი კარგად გასრისეთ და მიირთვით თბილ-თბილი სამ ჯერზე. ლეღვი რეკომენდებულია ტაქიკარდიისა და თრომბოზებისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებისთვის, ასევე ანემიებითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის. ლეღვი სასარგებლოა ბრონქული ასთმის დროსაც. მცენარის მწიფე ნაყოფი მდიდარია კალიუმით, რომლის ნაკლებობაც ორგანიზმში ჩონჩხისა და გულის კუნთის მუშაობის დარღვევებს განაპირობებს. კალიუმის მწვავე დეფიციტმა შესაძლოა, მწვავე ნევრალგიას მისცეს დასაბამი. ლეღვში უხვადაა რკინა.
  ეს ხილი უკუნაჩვენებია მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, აგრეთვე, იმ პირებისთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის მწვავე პათოლოგიები ან პოდაგრა აწუხებთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მექსიკელი მეცნიერებისა და ექიმების მტკიცებით, ლეღვი არ არის უკუნაჩვენები მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგანაც ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. ყველა დანარჩენი უკუჩვენება უკავშირდება ლეღვის ჩირის (ანუ გამომშრალი ხილის) საკვებად გამოყენებას, რადგანაც ეს უკანასკნელი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს.
* ლეღვის ჭამა განსაკუთრებით სასარგებლოა უზმოზე;
* ლეღვი საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევის სინდრომისგან თავდასაღწევად. მისი წყალობით ქრება გულისრევა, წყურვილის შეგრძნება და პირის სიმშრალე. ლეღვი ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ხსნის მოთენთილობას. ყოველივე ეს ნაყოფში უხვად შემავალი მაკროელემენტების – ადამიანის სულიერი კომფორტისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის დამსახურებაა.
скачать dle 11.3