კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 სიმდაბლის შესახებ

  სიმდაბლე ბრძოლით მოიპოვება. როცა საკუთარ თავს შეიცნობ, მაშინ მოიპოვებ სიმდაბლეს, რომელიც მდგომარეობა ხდება. რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ერთი წუთით დამდაბლდე, მაგრამ ზრახვა გიკარნახებს, თითქოს რაიმეს წარმოადგენდე, როცა სინამდვილეში არარაობა ხარ. ამრიგად იბრძოლებ სიკვდილის წუთამდე. თუ სიკვდილი იმ აზრის მდგომარეობაში მოგისწრებს, რომ არაფერს წარმოადგენ, მაშინ ღმერთი ინებებს შენთან საუბარს. მაგრამ თუ სიკვდილის წუთს ზრახვა გეუბნება, რომ რაღაცას წარმოადგენ, შენ კი ეს ვერ შენიშნე, შენი ღვაწლი ამაოდ დაიკარგება.
***
ბერმა ბრძანა, „ადამიანმა ლოგიკა უნდა გადააგდოს. მაგალითად, ვამბობ: ახლა ბერი ვარ, მაგრამ შეიძლებოდა, ცხოველი ვყოფილიყავი. უფალმა ადამიანად შემქმნა, ჩემი სულის წყობის მიხედვით ანგელოზებრივ ხარისხში მომიწოდა. მე კი რა გავაკეთე? მან ჩემთვის იმდენად ბევრი გააკეთა, მაშინ, როცა შეეძლო, ბაყაყად, მორიელად, კუდ გავეჩინე. მაგრამ მან ადამიანად შემქმნა. ასეთი აზრები ამდაბლებს. მადლიერებით უნდა მივაგებდეთ იმისთვის, რაც ღმერთმა გვიბოძა“.
***
ბერმა თქვა: „პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი სულიერად იღვწოდეს. მან ჯერ სიმდაბლე, სიყვარული და გული განწმენდილი უნდა მოიპოვოს. როცა კაცს სიმდაბლე აქვს, აქვს ღვთაებრივი მაგნიტი, რომელიც საღვთო მადლს იზიდავს. შეხედეთ მდაბალთ: მათ მადლი ებოძებათ. ასეა მოწყობილი“.
***
ბევრი მორწმუნე ადამიანი იოლად განიკითხავს სხვებს, მაშინ, როცა ისინი უნდა უყვარდეს და საკუთარ თავზე მაღლა აყენებდეს. მამა პაისი მუდამ ამბობდა, რომ ადამიანთა თვალში ცოდვილი, შესაძლოა, ღვთისთვის წმიდანი იყოს. ის ამბობდა: „შესაძლოა, რომელიმე დამნაშავემ თავისი ცოდვებისთვის უკვე აგო პასუხი ღვთის წინაშე, მაშინ, როდესაც, მაგალითად, რომელიმე მონაზონმა – არა. დამნაშავეც კი საკუთარ თავზე უმჯობესად უნდა მიიჩნიო. სიმდაბლე და სიყვარული ერთადაა, გვერდიგვერდ მიდიან. სხვისთვის გული უნდა შეგტკიოდეს და მისთვის გულით ლოცულობდე. სულიერი ადამიანი თავისი თავისთვის სასიკეთოდ მიიჩნევს, როცა სხვაზე უარეს მდგომარეობაშია. ის შინაგანად თავისუფლდება, კეთილის ქმედებასა და საღვთო მადლს გრძნობს და ლოცულობს, უფალს ცრემლებით მოუხმობს, რათა შეეწიოს ყველას, ვისაც კი სულიერი ადამიანი საკუთარ თავზე აღმატებულად მიიჩნევს. მისი სიმდაბლე ჭეშმარიტი, მისივე სულის მდგომარეობა ხდება“.
***
იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით უნდა წარვემატოთ სულიერად, ბერმა ბრძანა: „მე მოსაგრეობის მომხრე ვარ და, რასაკვირველია, ეს საკუთარ თავზე შევამოწმე. მაგრამ დავრწმუნდი, რომ უდიდესი ღვაწლია, როცა კაცი სიმდაბლესა და სიყვარულს მოიპოვებს; მაშინ მას აღარც მეტანიები ესაჭიროება და აღარც რაიმე გარეგნული ღვაწლის აღსრულება. ეს მამაკაცისთვისაც ადვილია, ქალისთვისაც და ბავშვისთვისაც. უპირატესობა სულს უნდა მივანიჭოთ და არა გარეგნულ ღვაწლს, რამეთუ, შესაძლოა, გარეგნულმა ცრუ გრძნობები წარმოშვას“.
მღვდელი დიონისე ტაცისი

скачать dle 11.3