კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რაც ურთიერთობას კლავს

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  სიტყვები ადამიანს ხანდახან იარაღზე მტკივნეულ ჭრილობას აყენებს. ამიტომ, ურთიერთობები ხანგრძლივი და ბედნიერი რომ იყოს, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.
ფსიქოლოგები გვირჩევენ – იყავით ფრთხილად ამ  ფრაზებთან:   
  1. „შენ არასოდეს რეცხავ ჭურჭელს, მუდამ ონკანის ნიჟარაში ან  მაგიდაზე  ტოვებ!“ – საუბრის ბრალდებით დაწყებით, პარტნიორს აიძულებთ,  მაშინვე აგრესიულად დაიცვას თავი. თუ მსგავს ფრაზებს იყენებთ, თქვენ თავად არჩევთ ამ ტონს. სავარაუდოდ, ორ წუთში საუბრის თემა არავის გაახსენდება, მაგრამ მალევე ახალი თემები წამოიჭრება – არცთუ სასიამოვნო, სტილი კი დარჩება – „თავს გესხმი!“ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კამათითა და კონფლიქტით დასრულდება. კატეგორიულობა დაუშვებელია, არასოდეს გამოიყენოთ ფრაზები: „შენ არასდროს“, „შენ მუდამ“...
  2. „შენ საშინელი ქმარი... საყვარელი ხარ!“ – ეს არაა მხოლოდ სიტყვები, ეს გახლავთ თავმოყვარეობის შელახვა, რომლის დავიწყება რთულია. თქვენ შეურაცხყოფთ იმ როლებს, რომლებთანაც თქვენი პარტნიორი, როგორც პიროვნება, იდენტიფიცირებას ახდენს. ნუ დააყენებთ მათ ეჭვქვეშ, უმჯობესია, შეაქოთ მამაკაცი და ნახავთ, თუ როგორ შეიცვლება ის უკეთესობისკენ.
  3. „შენ ზუსტად დედაშენივით ლაპარაკობ!“ – კამათის დროს ისაუბრეთ მხოლოდ თქვენ ორზე. ნათესავებთან საწყენი შედარებები – ეს არა მხოლოდ უსამართლო და უადგილოა, არამედ საკუთარი პრობლემებისგან თავის დაღწევის მცდელობას ჰგავს. ამ ყველაფერს კონფლიქტის გამწვავებამდე მიჰყავხართ.
  4. „ვერ ვიტან, როცა ასე იქცევი“ – როცა ამას სამეგობრო ან სანათესაო წრეში ამბობთ. მეუღლის დამცირება სხვების თანდასწრებით – ეს გახლავთ აბსოლუტური „არა“ ნებისმიერი ქორწინებისთვის. მამაკაცები ისე არიან მოწყობილები, რომ  თუ მსგავს ფრაზას ერთი-ერთზე ეტყვით, თქვენი პარტნიორი, სავარაუდოდ, მშვიდად მიიღებს. ამ შემთხვევაში საქმე კონკრეტულ ფრაზაშიც კი არ არის, არამედ იმაში, რომ თქვენი მეუღლისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების თვალწინ,  მისი ამა თუ იმ ქმედებისადმი სიძულვილს ავლენთ. ამიტომ იცოდეთ, უარყოფითი რეაქცია არ დააყოვნებს.
  5. „გგონია, ყველაზე უკეთესი ხარ?”
ეს გახლავთ ტკივილისა და შხამის ორმაგი დოზა. თქვენ ღიად აფიქსირებთ ეჭვს იმის თაობაზე, რომ პარტნიორი თქვენთვის ღირებულია. თქვენ ხომ არ შეგიძლიათ მისი აზრების წაკითხვა, არ შეგიძლიათ იცოდეთ, თუ რაზე ფიქრობს, რას განიცდის. ამიტომ ეს მოსაზრება თქვენთვის დაიტოვეთ. ხმამაღლა არ წარმოთქვათ, თუ მისთვის გულის ტკენა არ გინდათ.
  6. „შენ ეს ასე არ უნდა მიიღო“ – არაფერია ისე დამამცირებელი, როგორც მიუთითო ვინმეს, თუ როგორ იფიქროს ან აღიქვას ესა თუ ის სიტუაცია. ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი გრძნობების თავისებურად აღქმის უფლება. არ არსებობს სიტუაციის მიმართ არასწორი დამოკიდებულება. გრძნობები, უბრალოდ, ჩნდება ისე, როგორიც არის. უმჯობესია, ჰკითხოთ პარტნიორს, თუ რატომ აღიქვამს ის სწორედ ასე და რატომ არის ის განაწყენებული.
  7. „მე მას თითქმის არ ვიცნობ, ჩვენ, უბრალოდ, ერთად ვმუშაობთ“ – ეს, პრაქტიკულად, გარდაუვალია, თქვენი ერთობლივი ცხოვრების პერიოდში პარტნიორი ერთხელ მაინც იეჭვიანებს რომელიმე კოლეგაზე. ნუ გაიმართლებთ თავს და ნუ ეცდებით თემის ჩახშობასა და საუბრის ობიექტისადმი გულგრილი დამოკიდებულების დემონსტრირებას. ფსიქოლოგების რჩევით, მსგავს სიტუაციაში უმჯობესია ყველაფრის აღიარება: „დიახ, ვიცი, რომ ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მომეწონა ჩვენი ახალი მენეჯერი. ის ისეთი მხიარულია, შენს თავს მაგონებს შენი იუმორის გრძნობით“. ნუ შეგაშინებთ მსგავსი ფრაზები, თქვნი პარტნიორიც ხომ ურთიერთობს სხვადასხვა ადამიანთან და ვინმე მასაც მოსწონს. მსგავსი საუბარი ურთიერთობას ნდობაზე დაამყარებს.
  8. „შენ რა, მოიმატე?“ – გარეგნობის არაკონსტრუქციული კრიტიკა ურთიერთობისთვის დამანგრეველია. მამაკაცისთვის ეს ორმაგად უსიამოვნოა, რადგან ეუბნებით მას, რომ საკმარისად კარგი არ არის. ასეთ თემებთან დელიკატურობა გმართებთ.
  9. „როგორ ფიქრობ, მოვიმატე?“ – გარეგნობაში ცვლილებებზე შეკითხვები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უცნაური შეკითხვებია. როდესაც მსგავს კითხვას სვამთ, სინამდვილეში პარტნიორს ეუბნებით: „ვიცი, წონაში მოვიმატე. ამის გამო ცუდ გუნებაზე ვარ და მინდა, შენგან გავიგო, რომ ყველაფერი რიგზეა“.
  10. „ნუ დამელოდები“ – ძილის წინ ნათქვამი ეს ფრაზა, თითქოსდა, უწყინარია. სინამდვილეში ნიშნავს იმას, რომ დაძინებას პარტნიორის გარეშე აპირებთ. თუ ხშირად იმეორებთ, შესაძლოა, ამან ურთიერთობის გაფუჭებაში დიდი როლი შეასრულოს. ერთობლივი ძილი უნდა აღიქვათ, როგორც პარტნიორთან ურთიერთობის განმტკიცების ფაქტორი. ეს ფიზიკური სიახლოვის ძლიერი ფორმაა, სექსითაც და მის გარეშეც. ცალ-ცალკე ან სხვადასხვა საწოლში ძილი პარტნიორთან ახლო ურთიერთობის დანგრევის საწინდარია.

ფარული კავშირები

  ინგლისელმა სოციოლოგებმა გამოკითხვა ჩაატარეს და   ღალატის 4 000 შემთხვევა შეისწავლეს. მათ აინტერესებდათ, რამდენად იოლად მიდიან ღალატზე მამაკაცები და ქალები, ანუ,  რომელი უფრო ხშირად ღალატობს  პარტნიორს.
  გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ქალებს საშუალოდ  ორიდან სამ  შემთხვევამდე ფარული კავშირი აქვთ მაშინ, როდესაც მამაკაცები ერთ ინტრიგას გაჭირვებით ხლართავენ  ცოლისგან მალულად.
  ამ ყველაფრის გაანალიზებით, სოციოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქალებს უფრო თავგადასავალი იზიდავთ, ადვილად ერთვებიან თამაშში, მერე კი უკან დახევა უძნელდებათ. ადრენალინი აიძულებთ, მიზანს მიაღწიონ.
თუ მამაკაცი ასეთ კავშირს ხანმოკლედ და წამიერად აღიქვამს, ქალი მას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს.
მამაკაცები   მეტწილად სექსუალურ სიამოვნებებს დასდევენ, არ აინტერესებთ გრძნობა, არამედ ცდილობენ, გაიმრავალფეროვნონ ინტიმური ცხოვრება. ქალები პირიქით – მხოლოდ საწოლში არ ეძებენ სიამოვნებას, არამედ რომანტიკულ კავშირსაც. ამითვე აიხსნება ის ფაქტიც, რომ ქალებს ხშირად უყვარდებათ თავისი საყვარლები, მაშინ, როცა  მამაკაცები იშვიათად განიცდიან ემოციურ მიზიდულობას თავიანთი საყვარლების მიმართ.
გამოკითხვის მიხედვით, ისიც გაირკვა, რომ ღალატს ქალები, საშუალოდ, 37 წლიდან იწყებენ, ხოლო მამაკაცების უმრავლესობა  – 42 წლიდან.
ფაქტებმა დაადასტურეს ისიც, რომ როდესაც ქალს ღალატის სურვილი უჩნდება, მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამასთანავე, მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს ამის გაკეთების ბევრად უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.

скачать dle 11.3