კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 სკამებით შთაგონებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ გაჭირვებულ ოპოზიციას კორონა აღმართში მიეწიაო

  ცხოვრება ზოგისთვის დედინაცვალიაო, იმას გარდა, რომ, როდესაც იხურება კარი, იღება ფანჯარაო და შესაძლოა, ამიტომაც მშობლიურ ოპოზიციას მეტად არ გაუმართლა (ამაზეა ნათქვამი, გაჭირვებულ კაცს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოპოზიციას, ქვა, ანუ კორონა აღმართში მიეწიაო).
  არ გაუმართლა, ვინაიდან დადებითი თვისებები კორონაპანდემიასაც აღმოაჩნდა, უფრო ზუსტად, ის ხელისუფლებას უფრო წაადგა, ვიდრე დააზარალა. შესაძლოა, სწორედ იმიტომაც უფრო და უფრო გადავიდა ყოველგვარ ზღვარს ოპოზიციის ოპონირების ლექსიკა - ხალხმრავალი გამოსვლები ვერ გამოდის და არც გამოდის, ამიტომაც ენერგია ენაშია თავმოყრილი.
  მეორე მხრივ, ხელისუფლება, ბუნებრივია, ცდილობს, ყველანაირი სიკეთე ამოქაჩოს არსებული ვითარებიდან (თანაც – კორონასთან ბრძოლის ეფექტიანობამ ისედაც მოუტანა დივიდენდები), ამიტომაც ან იქნებ გულწრფელადაც მოსახლეობას მორიგი სოციალური პაკეტი შესთავაზა (კომუნალური გადასახდელების დაფარვა, როგორც ეს გაზაფხულზე მოხდა, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფარვა, 17-წლამდე ყველა ბავშვისთვის 200-200, უმუშევრებისთვის კი – 300-300 ლარის ერთჯერადად გაცემა), ოპოზიციამ კი ლანძღვის კორიანტელი დააყენა, მეტიც, სალანძღავი ლექსიკა კიდევ უფრო გაამდიდრა (აი, მე რომ მკითხოთ, სხვაგვარი ქცევა უფრო წაადგებოდათ, ასე ოპონენტს, ანუ ხელისუფლებას კიდევ უფრო აძლიერებენ, თუმცა თავიანთი საქმისა თავად იციან).
  ერთი სიტყვით, პირადად მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აი, ეს შემოქმედებითობა (კრეატიულობად რომ უხმობენ თანამედროვენი), გნებავთ, გაჭირვება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო, ორივე მხარეს ქვეყნის განვითარების გეგმების შემუშავებისთვის რომ დაეხარჯათ და არა ერთმანეთის გადასწრებისთვის (ობიექტურობისთვის: ოპოზიცია გაცილებით სცოდავს), ჩვენს ბედს არათუ ძაღლი არ დაჰყეფდა, თავს სამყაროს მბრძანებლებადაც გვაგრძნობინებდა.


скачать dle 11.3