კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რაზე წუწუნებენ ხოლმე „ღამის შოუს“ ბენდის გოგონები და რატომ არ უყვარს პირადზე ლაპარაკი გელა გნოლიძეს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  გელა გნოლიძის ბენდმა – „ღამის შოუმ“,  ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და ქართული ქავერებით კარგი ნიშა დაიკავა. მათ სიმღერებს მილიონზე მეტი ნახვა აქვს და „იუთუბის“ რეიტინგებშიც პირველ ადგილზეა. რა გეგმები აქვს ბენდს სამომავლოდ, ინტერვიუდან შეიტყობთ.
  გელა გნოლიძე: ქავერებს ყოველთვის ვაკეთებდით, უბრალოდ, ჩვენს რეპერტუარში უფრო უცხოური სიმღერები ჭარბობდა. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ქართული სიმღერები გაგვეკეთებინა. როგორც კი ხალხმა ჩვენი ვერსიები მოისმინა, მაშინვე აიტაცა.  თითოეული ახალი სიმღერის ნახვები უფრო და უფრო იზრდებოდა.   ახლა  ჩვენი სიმღერები  2-3 მილიონ მნახველზე ადის და პოპულარულ ვიდეოებში „იუთუბის“ რეიტინგებშიც პირველ ადგილზე  ვართ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. კარგია, როცა რაღაცას აკეთებ და შემდეგ უკან დადებითი ფორმით გიბრუნდება. პოპულარულობა ცოტა ისეთი თემაა, შეიძლება, რაღაცამ მოგიტანოს ცნობადობა, მაგრამ არა დადებით კონტექსტში. ჩვენ, სადაც გვცნობენ, ყველა გვეფერება. კომენტარებშიც კი არ წამიკითხავს ცუდი. ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ღამე მოვდიოდით კონცერტიდან და გვერდზე ამოგვიდგა მანქანა, რომელშიც  ჩვენი სიმღერები  იყო ჩართული. გავხედეთ და გვიცნეს, გადმოვიდნენ, გადაგვკოცნეს, გაეხარდათ ჩვენი ნახვა. კორონავირუსის გამო ყველაფრისგან დაღლილია ხალხი და ჩვენი მუსიკით ოდნავ შვებას თუ ვაძლევთ, ეს ძალიან გვახარებს და გვაბედნიერებს.  ბენდის წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვს მთლიანი „ღამის შოუს“ გუნდს, რადგან ჩვენ ამ შოუს ნაწილი ვართ.
– ალბათ, ისევ გააგრძელებთ ქართულ სიმღერებზე მუშაობას. რომელი ქავერი იყო პირველი, რომელმაც მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა?
– ჩვენმა ბენდმა ქართული ქავერებით კარგი ნიშა დაიკავა. მომავალში ძველი სიმღერების ჩვენეულ ვერსიებს აუცილებად გავაკეთებთ და ასევე, რა თქმა უნდა,  საავტოროებსაც შემოგთავაზებთ, რომელსაც გადაცემაში წარვუდგენთ მსმენელს. პირველი გიო ხუციშვილის შესრულებული სიმღერა იყო – „ზღვა ღელავს“, რომელიც მის დაბადების დღეს მივუძღვენით. ამ სიმღერას საოცარი გამოხმაურება მოჰყვა, მილიონზე ავარდა ნახვები. ბოლო პერიოდში, ქალბატონ მანანა თოდაძის რეპერტუარიდან, „მიყვარხარ“ გახდა ძალიან პოპულარული, სადაც შევდივართ და გამოვდივართ ყველგან ჩართული აქვთ. მხოლოდ ერთს ვერ გამოვარჩევ, თითქმის ყველა მათგანი გაჰიტდა, მათ შორის: თამუნა ამონაშვილის, დათუნა მგელაძის... მოკლედ, რასაც ვაკეთებთ – ხარისხიანად. ხალხსაც მოსწონს. სამომავლოდ შევეცდებით, ამ ტემპით,  ჟღერადობითა და შემართებით გავაგრძელოთ.  ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება, აქ მთელი გუნდი მუშაობს.
– გელა, უშუალოდ შენ მიმართაც ყველა დადებითად არის განწყობილი, ეს როგორ მოახერხე? რა გეგმები გაქვს ზაფხულში?
 – არ მგონია, ყველას ვუყვარდე, მაგრამ თუ ვინმეს ვუყვარვარ, ჩემი მხრიდან ყველას ორმაგად დავუბრუნებ. ისე, მაინც ყველაფრის გასაღები უბრალოება, თავდამბლობა და შენი საქმის სიყვარულია. აგვისტოში მთელი გადაცემა დავისვენებთ, მაგრამ ბენდი – არა. კონცერტები გვექნება ზღვისპირეთში. ნაწილობრივ დავისვენებთ კიდეც, მაგრამ სულ გაჩერებულები არ ვიქნებით. ჩვენი საქმე იმდენად დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, რომ ჩვენთვის ესაა დასვენება. მსმენელისგან დიდი ადრენალინი მოდის.
– „ღამის შოუს“ გადაცემა ისე არ გავა, რომ შენზე ხუმრობა არ იყოს. როგორ რეაგირებ ამ ყოველივეზე? როგორც ვიცი, გადაცემის ჩაწერის დროს ბევრს ხალისობთ...
– ჩვეულებრივ, გადაცემის გარეთაც ასეა (იცინის). ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ, ოჯახივით. გიორგის სხარტი იუმორი აქვს, თან, ერთ ადგილას ვერ ჩერდება ხოლმე და ყოვლი გავლა-გამოვლაზე უნდა მიკბინოს. გადაცემაშიც გადმოვიდა ეს ფორმატი, გამკრავს ხოლმე კბილს და გამეხუმრება. ჩემი უსაყვარლესი მეგობარია და არანაირად არ მწყინს. ძალიან ვხალისობთ გადაცემის ჩაწერის პროცესში, განსაკუთრებით თუ იუმორით დაჯილდოებული სტუმარია. როცა ჯიმი შემოდის იქ არ არსებობს ,არ გაგეცინოს. თან ჩვენ წინასწარ არ ვიცით ხოლმე, ვინ რას იტყვის, როგორც მაყურებელი, ისე ვუყურებთ. თუმცა, ეს მხიარულება არ გვიშლის ხელს გადაცემის ჩაწერაში. მუსიკალური ნომრის დროს, როცა სტუმართან ერთად ვმღერით, ხდება ხოლმე, რომ სიტყვები გვავიწყდება და თავიდან ვწერთ, მაგრამ სიცილ-ხარხარის გამო, რომ თავიდან გადაგვეღო, ასე არ ყოფილა. გოგონები წუწუნებენ ხოლმე, რომ დიდხანს დგანან ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, მაგრამ ისეთი ლამაზები არიან, ვერ დავსვამთ, უნდა იდგნენ და ასხივებდნენ (იცინის).
– პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობ, შენს ოჯახზე გვიამბე.
– არ არის საინტერესო პირად ცხოვრებაზე საუაბრი. როცა ადამიანი თავისი საქმითა და შემოქმედებით ლაპარაკობს, იქ უკვე ეს საკითხი მეორე პლანზე გადადის. ჩემთვის სულ არ არის საინტერესო, როცა ვიგებ, ვიღაცა ვიღაცას დაშორდა, რატომ და როგორ დაშორდა... ამით სკანდალდებიან და პიარს იკეთებენ. ეს არანაირად არ მხიბლავს. მყავს მეუღლე, ორი ვაჟი – 18 წლის და 4 წლის. ორივე კარგი მუსიკოსია. უფროსი ბიჭი მღერის, სიმღერებსაც წერს და მრავალმხრივ ნიჭიერია. პატარა კიდევ ყველაფერში მე მბაძავს – რეპეტიციების დროს სცენაზე მიკროფონით ჩემთან ერთად ამოდის ხოლმე, ცეკვავს, მღერის და აქედანვე ეჩვევა ამ ყველაფერს.
–  შვილთან ერთად დუეტის ჩაწერაზე არ გიფიქრია? მეუღლესაც აქვს მუსიკასთან კავშირი?
– ჯერ არა, რადგან თავისი მიმდინარეობა აქვს, ქართულისკენ არ იხრება, უცხოურ  ენაზე წერს. თავად უნდა გააკეთოს ყველაფერი. მე საერთოდ არ ვერევი მის საქმეში.  დასრულებულს მანახვებს ხოლმე და უკვე, ამ დროს შემიძლია რჩევის ან შენიშვნის მიცემა, თუმცა მაინც არ ითვალისწინებს და ძალიანაც არ ვიღლებით ამ თემის გარჩევით (იცინის). მეუღლე მუსიკასთან არ არის ახლოს, საბანკო სექტორში მუშაობს.
– სამსახურის ამბებით ხშირად ხარ დაკავებული და ამაზე მეუღლეს პრობლემა არ აქვს?
– ზოგადად, არ არის კონფლიქტური ადამიანი, თან, რომ გამიცნო უკვე ამ სფეროში ვიყავი, ანუ ბავშვობიდან. მეზობლად ვცხოვრობდით და ერთად ვთამაშობდით ხოლმე და შემდეგ ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა. მთელი ცხოვრება გვერდით მომყვება, პროფესიაც არასოდეს შემიცვლია და მისთვის არ არის სიახლე, შესაბამისად, არც პრობლემა აქვს.

скачать dle 11.3