კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ლიკუნა ხაჭაპურიძე: გათხოვების შემდეგ, სანდროს გვარზე გადავდივარ, „შარში გავეხვიე“ საკუთარი ნებით

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მოდელი და ინფლუენსერი ლიკუნა ხაჭაპურიძე გათხოვდა. მისი რჩეული მისივე ასაკის სანდრო ჭანტურიაა, ვისთან ურთიერთობაც ძალიან საინტერესოდ დაიწყო და ქორწინებითაც დაგვირგვინდა (ინტერვიუ ჩაწერილია 28 ივლისს).
  ლიკუნა ხაჭაპურიძე: დღეს ვაწერთ ხელს. ქორწილი და ჯვირსწერა ჯერჯერობით არ გვექნება. რაღაც გეგმები გვაქვს, საქართველოდან გვინდა წასვლა და იქ რომ დავლაგდებით, მერე აღვნიშნავთ ამ ამბავს მასშტაბურად. ჩემი ოცნებაა, ქორწილი ულამაზეს სანაპიროზე მქონდეს, ბალიზე, იტალიაში ან იბიცაზე, მეჯვარეებთან და ძალიან ახლობელ ადამიანებთან ერთად. თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ აქ მოვაწყობთ გრანდიოზულ წვეულებას.
– ხელი როგორ გთხოვა?
 – გადაღებებისთვის რამდენიმე დღე ზღვაზე ვიყავი წასული. სანდრომ დრო იხელთა და სანამ სახლში არ ვიყავი, ჩემს მშობლებთან ავიდა ხელის სათხოვნელად. დედაჩემმა დამირეკა და ეს ყველაფერი მომიყვა. წესით, არაფერი არ უნდა გამეგო. მაგრამ, რადგან მომიყვა, სიურპრიზი აღარ გამოვიდა (იცინის). გავგიჟდი, გადავირიე, ცუდად გავხდი, ისე გამიხარდა. უბედნიერესი ვიყავი (იცინის). მაშინვე დავურეკე სანდროს და ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი. რადგან ჩემებს სთხოვა ხელი, ვხვდებოდი, რომ ჩემამდეც მალე მოვიდოდა და ასეც მოხდა ზღვიდან დაბრუნების შემდეგ (იცინის). თითქოს ხომ ველოდი, მაგრამ მაინც დიდი შოკი მქონდა. მეხუმრები? არ მჯერა! და ვკიოდი, სასწაული რეაქციები მქონდა (იცინის). საოცარი ემოცია იყო, რომელიც სულ მემახსოვრება. ორი წლის წინ ბავშვობის მეგობარი გარდამეცვალა. ჩემთვის უახლოესი ადამიანი და ზუსტად იმ დღეს, როცა სანდრომ  ხელი მთხოვა, მისი დაბადების დღე იყო. ამიტომ, ორმაგად ემოციური დღე გამოვიდა. სხვათა შორის, სანდროს გვარზე გადავდივარ (იცინის).
– ეს როგორ გადაწყვიტე?
– ჩემი სურვილია და ყველა შოკშია ამის გამო (იცინის). ჩემს მშობლებს რომ ვუთხარი, გაუკვირდათ, მაგრამ წინააღმდეგები არ წასულან. ძალიან მომწონს, საზღვარგარეთ ერთი გვარით, მისტერ და მისისად რომ მოიხსენიებენ მეუღლეებს და ჩვენც ხომ ვაპირებთ სხვა ქვეყანაში წასვლას (იცინის). თან, ჭანტურიაა, ლამაზი გვარია და ძალიან მომწონს. მაგრამ, თურმე, იმდენი პრობლემა უკავშირდება ამ საკითხს... პასპორტი, პირადობა, დიპლომები – ყველაფერი შესაცვლელი მაქვს. ბოლო დროს ძალიან ბევრ უცხოურ ბრენდთან ვთანამშრომლობ, ახლა უნდა დავდგე და ყველას მივწერო, რომ გვარი შევიცვალე. მოკლედ, „შარში გავეხვიე“ საკუთარი ნებით (იცინის). თუმცა, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, სანდროსაც ძალიან გაუხარდა. მისთვისაც მოულოდნელი იყო.
– გაგვაცანი შენი მეორე ნახევარი.
– სანდრო ჭანტურია. ერთი ასაკის ვართ – 24 წლისები. ამერიკაში მუშაობს ონლაინ. პროფესიით მარკეტოლოგია, თუმცა სხვადასხვა ინტერესები აქვს. პარალელურად, სწავლობს.
– თქვენი ისტორია როგორ დაიწყო?
– ცოტა სასაცილოა, მაგრამ დაახლოებით, სამი წლის წინ, „ინსტაგრამზე“ გავიცანით ერთმანეთი. ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით, ვმეგობრობდით. პირველად მოხდა, რომ ბიჭთან გაპრანჭვის სურვილი არ გამჩენია. ფოტოებიც კი არ ედო თავისი და უბრალოდ, ველაპარაკებოდი. ვგრძნობდი, რომ უცნობი, მაგრამ ჩემთვის ახლობელი ადამიანი იყო. რაღაც პერიოდის შემდეგ, ოცდაოთხი საათი ვლაპარაკობდით. სანდრო საქართველოში არ ცხოვრობდა. ჯერ ვენაში იყო, შემდეგ – ამერიკაში და დისტანციური ურთიერთობა გვქონდა. რომ ჩამოვიდა და ერთმანეთი ვნახეთ, თავიდან ჩვენი ურთიერთობა კარგად არ წარიმართა, რაღაც პერიოდი საერთოდ გავწყვიტეთ. მერე კიდევ ექვსი თვით წავიდა ნიუ-იორკში. იქიდან დაბრუნების შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ოფიციალურად გავხდით შეყვარებულები. მას შემდეგ ვგიჟდებით ერთმანეთზე, ძალიან გვიყვარს და უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა ასეთ ადამიანს შემახვედრა.
– პირველს რომელს შეუყვარდა და ვინ უფრო რომანტიკულია?
– მე შემიყვარდა (იცინის). მე ძალიან რომანტიკული ვარ, სანდრო – ცოტ-ცოტა, მაგრამ ჩემი ყველაზე მაგრად ესმის. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარია, ვინც კი ოდესმე მყოლია.
– არ ეჭვიანობს? ისეთ თამამ ფოტოებს დებ ხოლმე „ინსტაგრამზე“...
– ჰქონდა ეჭვიანობის მომენტები, მაგრამ შემდეგ იმდენად დარწმუნდა ჩემში და იმდენად მენდობა, რომ ასეთი მომენტები არ გვაქვს. ზოგჯერ, თუ ძალიან ზედმეტი მომივიდა, მეუბნება ხოლმე, არ გინდა, არ არის ლამაზიო და ვითვალისწინებ მის აზრს, ამის გამო კონფლიქტი არ მოგვდის. პირველივე დღიდან ძალიან მოსწონს ჩემი ჩაცმის სტილი და თავიდან, თურმე, ზუსტად ამით მივიქციე მისი ყურადღება. მეც ყოველთვის ვეკითხები აზრს, რას რა უხდება, ზედმეტი ხომ არაა და ასე შემდეგ, ისე, როგორც მეგობრები ეკითხებიან ერთმანეთს და კრიტიკასაც ძალიან მშვიდად ვიღებ და ვითვალისწინებ.
– დაქორწინების გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ, პატარები არ ხართ, თუმცა, არც ძალიან დიდები.
– ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა ერთად ბევრი დრო გავატაროთ. ხშირად დასასვენებლად ერთად ვერ მივდივართ, იმიტომ რომ ოჯახი მაინც წინააღმდეგია, არ სიამოვნებთ და შეიძლება, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მგონია, ორივე მზად ვართ ამ ნაბიჯის გადასადგმელად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის ადამიანია, ვისთან ერთადაც მინდა, მთელი ცხოვრება გავატარო.
– როგორ წარმოგიდგენია ოჯახური ცხოვრება და სახლური ამბები?
– არ ვარ ის კატეგორია, რომ სახლში დავჯდე, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ დაგვჭირდება, ასეც მოვიქცევი, საჭმელსაც გავაკეთებ და დავალაგებ კიდეც. როცა საჭიროა, ეს ბიჭმაც უნდა გააკეთოს და გოგომაც. თუმცა, ვფიქრობ, რომ ოჯახში შემოსავალი ქალსაც უნდა ჰქონდეს და კაცსაც. არ მიყვარს, როცა ქმრები ყიდულობენ ყველაფერს, მხოლოდ ისინი რომ ზრუნავენ ამ თვალსაზრისით. ძალიან მსიამოვნებს, როცა სანდროს მეც ვჩუქნი საჩუქრებს და სიურპრიზებს ვუკეთებ. მგონია, რომ ცოლქმრობა დიდ ურთიერთგაგებას, დათმობას, ლოიალურობას ეფუძნება და იმედია, ეს ყველაფერი პრაქტიკაშიც გამომივა.
– ერთი პერიოდი, სერიალ „გაქცევის“ მსახიობ დომენიკ პარსელთან შენს ურთიერთიერთობას განიხილავდნენ, რადგან თბილისში ჩამოგაკითხა.
– სულ ვამბობდი, რომ დომენიკი ჩემი შეყვარებული არ ყოფილა. მაგ პერიოდში ერთ-ერთ ჟურნალისტს ვუთხარი კიდეც, ერთი ბიჭი მომწონს, მაგრამ ჯერ ვერ დაგვილაგდა ურთიერთობა და ალბათ, ესეცაა მიზეზი, რომ დომენიკ პარსელისადმი გრძნობა არ გამიჩნდა-მეთქი. ეს ადამიანი იყო სანდრო. რადგან უკვე ის მომწონდა, უხეშად რომ ვთქვათ, სხვა ადამიანი არ მინდოდა (იცინის).
– სანდროს შეუძლია იამაყოს, მის გამო ასეთ ვარსკვლავზეც კი სერიოზულად არ იფიქრე. რა მოგეწონა მასში განსაკუთრებით?
– კიი (იცინის). სანდროს ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს. პირველ რიგში, მის სიყვარულს ვაფასებ. იმ გზას, რომელიც ჩემ გამო გამოიარა და იმ ყველაფერს, რასაც ჩემთვის აკეთებს. დამთმობია, ჩემი დაქალზე კარგად ესმის, ყველაფერში გვერდით მიდგას და ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. ეს პერიოდი, რაც ერთად ვართ, ძალიან გავიზარდე და შევიცვალე პიროვნულად. ვიტყოდი, რომ საკუთარი თავის ფასი ვისწავლე. მანამდე მეგობრები ხშირად მსაყვედურობდნენ, შენი თავის ფასი იცოდეო. სანდრომ ბევრი საჭირო თვისება შემმატა და ბევრი რამ მასწავლა. ჩემი თავი შემიყვარდა სანდროსთან ერთად. საკუთარი თავის სიყვარული მასწავლა და სიყვარულთან ერთად, ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს. ბუნებრივია, ცუდი თვისებებიც არსებობს, მაგრამ ეს ის მომენტია, მისი ცუდიც რომ გიყვარს (იცინის).  
– შენ გამო დარჩა საქართველოში საცხოვრებლად?
 – კი. ამერიკაში აპირებდა წასვლას და ჩემ გამო დარჩა. ოფიციალურად, წელიწად-ნახევარია ერთად ვართ. პირველ პერიოდს, მიწერ-მოწერა რომ გვქონდა, არ ვთვლი, არც შემდეგს, დომენიკი რომ ჩამოვიდა. სხვათა შორის, სანამ დომენიკი ჩამოვიდოდა, სანდრო საერთოდ გამქრალი იყო, არ მეკონტაქტებოდა და დომენიკი რომ ჩამოვიდა, ეტყობა, იეჭვიანა და გამოჩნდა (იცინის). გამოჩნდა და მეთქი, დომენიკ, აბა, კარგად იყავი (იცინის).
– ფაქტია, რომ შენზე შთაბეჭდილება მოუხდენია.
– კი. პირველი ბიჭი იყო, რომელსაც თავიდანვე არ მოვეწონე და ინიციატივა არ გამოიჩინა. პირველ რიგში, იმის გამო მომეწონა, რომ ძალიან კომფორტული და მხიარული მიმოწერა გვქონდა. ბიჭებთან გოგონებს ხომ აქვთ მაინც გაპრანჭვის მომენტები, რაღაც როლებს ირგებენ ხოლმე, მაგრამ მასთან პირველივე დღიდან ძალიან ბუნებრივი ვიყავი, რაც ყველაზე მეტად მომწონდა. შემდეგ, თვითონ რომ დაიწყო „თავის დაფასება“, მეთქი, რა ხდება?! (იცინის) რეალურად, ამანაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა გადამწყვეტი მისი თვისებები აღმოჩნდა.  
– ოჯახის შექმნის შემდეგ, პროფესიულ ამბებში ხომ არ შეიზღუდები?
– პირიქით, მის გამო მეტი მუხტი მაქვს. სანდროსთან ურთიერთობა რომ დავიწყე, „ინსტაგრამზეც“ ცოტა მოდუნებული ვიყავი. ყოველთვის მეხმარება, რჩევებს მაძლევს. ახლა მოდელობაზე მეტად ინფლუენსინგით ვარ დაკავებული და ვცდილობ, სწორად გავყვე ამ მიმართულებას. ბევრმა ისეთმა უცხოურმა ბრენდმა მოინდომა ჩემთან კონტაქტი, ყოველთვის რომ მიყვარდა. „ივ სენ ლორანმა“ გამომიგზავნა თავისი პროდუქცია საჩუქრად და კიდევ, ბევრმა კარგმა ბრენდმა სხვადასხვა ქვეყნიდან, სანდრო მაქსიმალურად მეხმარება ყველაფერში. თუმცა, ფოტოსესიებში ადრე უფრო თამამი ვიყავი, ახლა ცოტა თავს ვიკავებ, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა. თვითონ აღარ მინდა დიდი დოზით სითამამე. შეიძლება, არ ესიამოვნოს, სულაც არ მითხრას არაფერი, მაგრამ მე მაინც მივხვდე, რაც არ მინდა. ამიტომ ზედმეტ გამომწვეობას მე თვითონ ვარიდებ თავს. ძალიან ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ჩემი სიხარული უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და ყველას უდიდესი მადლობა ამისთვის.

скачать dle 11.3