კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ავთანდილ უგრეხელიძე – ცაგერის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და უკეთესი მომავლისთვის

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  ცაგერის მუნიციპალიტეტი თავისი განსაკუთრებული ბუნებით, რთული და საინტერესო რელიეფით ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ცაგერის მუნიციპალიტეტის  უშუალო და გულისხმიერმა მერმა – ბატონმა ავთანდილ უგრეხელიძემ საკმაოდ ახალგაზრდამ დაიკავა საპასუხისმგებლო პოზიცია და საკუთარ გუნდთან ერთად ბევრს მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არსებული პრობლემები მაქსიმალურად მოუგვაროს და ცაგერი ვიზიტორებისთვის  კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს.
– ბატონო ავთანდილ, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი, ოჯახი, რა გზა გაიარეთ ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერობამდე?
– დავიბადე 1988 წლის 16 დეკემბერს, 2010 წელს დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი, 2014-2015 წლებში წინასამაგისტრო სწავლების კურსი გავიარე ამერიკულ სამართლის სკოლაში, 2016 წელს დავამთავრე სამართალმცოდნეობის მაგისტრატურა ილინოისის ტექნიკურ უნივერესიტეტში, ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში –  საერთაშორისო და ტრანსნაციონალური სამართლის მიმართულებით.
  ვმუშაობდი სხვადასხვა სამსახურებში, კერძო სექტორში. 2013 წლიდან ვიყავი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ იურისტი, 2014-2015 წლებში – „ქართული ოცნების“ ცენტრალური საარჩევნო შტაბის იურისტი.
ჩაბარებული მაქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით. ვფლობ  ინგლისურ ენას.  მყავს ქალიშვილი – ელენე უგრეხელიძე, მამა  – ონისე უგრეხელიძე, პროფესიით ინჟინერი,  დედა – ლელა უგრეხელიძე, ექიმი, და – ანა უგრეხელიძე, ექიმი.
– რა იყო ძირითადი პრობლემები, რის მოგვარებასაც ყველაზე ხშირად მოითხოვდნენ თქვენი მუშაობის პერიოდში?
– გზის, წყლის პრობლემა, მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დასაქმება, სოციალური დახმარება.   ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა ცაგერის მუნიციპალიტეტში და კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი გზის და წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.  მიდის ამ კუთხით მუშაობა და იმედია, დადებითად გადაწყდება. გვაქვს ძალიან კარგი სოციალური პროგრამები. ვცდილობთ, არავის დავწყვიტოთ გული, ვისაც დახმარება ესაჭიროება. რაც შეეხება დასაქმებას, ეს თემა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა მიებას და შეიქმნას სამუშაო ადგილები. აღნიშნული სფეროების ხელის შეწყობა და გაძლიერება პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან.  მეწარმეობის განვითარების სხვადასხვა პროგრამების სწორი და მიზანმიმართული გამოყენება, ასევე, ხელის
შემწყობია ადამიანების დასაქმებისთვის.
– რომელ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გამოყოფდით თქვენი მერობის პერიოდში?
– განხორციელდა გრანდიოზული პროექტი – მოეწყო ხვამლის მთამდე მისასვლელი ბეტონის გზა, დასრულდა ქალაქ ცაგერში სპორტული კომპლექსის მშენებლობა. მოეწყო ტურისტული ბილიკები და გადმოსახედები, მათ შორის, ღვირიშის ჩანჩქერზე, მურის ციხეებზე. ქალაქ ცაგერში თითქმის დასრულებულია ქუჩებისა და ჩიხების ასფალტირება. სოფელ ქვედა ცაგერში განხორციელდა წლების განმავლობაში სავალალო მდგომარეობაში არსებული გზის ასფალტირება. მოეწყო სპორტული მოედნები, აშენდა სოფლის ახალი ამბულატორიები, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა რამდენიმე სკოლასა და ამბულატორიაში.
  სოფელ ორბელში რამდენიმე უბანში მოეწყო ბეტონის საფარიანი გზა.  ისტორიულ სოფელ ლაილაშში მიმდინარეობს ახალი სკოლის მშენებლობა. მალე დაიწყება ახალი სკოლის მშენებლობა სოფელ ორბელში. მიმდინარეობს სოფელ ოყურეშის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ასფალტო-ბეტონის გზა).
მალე დაიწყება სოფლების ჩქუმისა და ქულბაქის მიმართულებით ასფალტო-ბეტონის საავტომობილი გზის მოწყობა, აგრეთვე, გზის მშენებლობა სოფელ ორბელსა და სოფელ ჩხუტელში – საკმაოდ ვრცელ მონაკვეთებზე. გადაწყდა ახალი წყალსადენის მოწყობა, რითაც მომარაგდება წიფერჩის, ლარჩვალის, ბარდნალის, ჭალისავის სრულად და ქვედა ცაგერის  მოსახლეობის ნაწილი, სოფელ საირმეში გადაწყვეტილია ბუნებრივ სვეტებთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა.
 ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეტაპობრივად ყველა სოფელში მოეწყოს ახალი საავტომობილო გზა და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს  წყალმომარაგების გაუმჯობესება.
– თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს მუნიციპალიტეტს და რა კუთხით უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?
– ცაგერის მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის კუთხით. თანდათან მაღლდება ცნობადობა ლეჩხუმისა და მისი ტურისტული
ღირსშესანიშნაობების შესახებ – მისტიკური „ხვამლის მთა“, უდიდესი ღვთისმეტყველის მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და მონასტერი, „მწვანე ტბა“ სოფელ ქულბაქში, სოფელი ლაილაში თავისი ღირსშესანიშნაობებით, მათ შორის, „ოქრონიშის“ წყარო და აუზი, ტურისტული გადმოსახედები, ისტორიული მურის ციხეები, რაჩხის ჩანჩქერი – ეს გახლავთ მცირედი ჩამონათვალი.  
ძალიან მნიშვნელოვანია სოფელ ღვირიშში ქალბატონ მანონი ახვლედიანის მიერ გაცოცხლებული ქართული ენდემური ხორბლის სახეობა „ზანდური“ და მის მიერვე დაარსებული „ზანდურის სახლი“ – ლეჩხუმური ეთნოგრაფიის მუზეუმი, რაც ლეჩხუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.
განსაკუთრებულია ჩვენი ყურძნის ჯიშები და ღვინოები – „ცოლიკოური“, „უსახელოური“ და „ოჯალეში“. მევენახეობა ბევრი ოჯახის შემოსავლის მყარი წყარო გახდა.
  სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა, მიწათმოქმედება ჩვენთან საკმაოდ გავრცელებულია და ჩვენი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რას გააკეთებთ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, როგორც მერი?
– ბევრი რამ მინდა, ამ ერთი წლის განმავლობაში ლეჩხუმის საკეთილდღეოდ გავაკეთო, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების თანადგომით. კვლავ განვაგრძობთ ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო თუ კულტურული პროექტების წარმატებით განხორციელებას, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, მინდა, თითოეულმა ლეჩხუმელმა იგრძნოს ჩემი მათდამი გულწრფელი სიყვარული, მადლიერება იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში მიმიღეს, როგორც ხელმძღვანელი. მათი თანადგომა, სითბო, სიყვარული, შენიშვნები, ჯანსაღი კრიტიკა ხელს მიწყობდა, სტიმულს მაძლევდა, თავი გამერთვა ამ ძალზედ რთული მოვალეობისთვის და გამემართლებინა ადამიანების ნდობა. არც მადლიერების გამოხატვა უჭირს ჩვენს ხალხს, რაც ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ხელმძღვანელისთვის, დიდი სტიმულის მომცემია. ბოლო ერთი წელი კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობა მექნება მათთან, ჩვენი კუთხის ნიჭიერ, წარმატებულ და პერსპექტიულ ახალგაზრდებთან. ბევრი კარგი გეგმა გვაქვს – მოსახლეობის საჭიროებაზე ორიენტირებული პროგრამების შექმნა, მათ პრობლემებზე შედეგიანი რეაგირება. გავითავისებ ამ პრობლემებს და ყველაფერს გავაკეთებ ღირსეული ადამიანების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის, ლეჩხუმის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

скачать dle 11.3