№32 პროქტოლოგი თავმჯდომარედ
ცნობილ პოეტსა და მწერალს, გიზო ნიშნიანიძეს უთხრეს – საკრებულოს თავმჯდომარედ ლადო კახაძე დანიშნესო.
– ვინ არისო? – იკითხა ბატონმა გიზომ.
უპასუხეს: გინეკოლოგიო.
გიზო ნიშნიანიძეს გაეცინა და თქვა:
– პროქტოლოგი უნდა დაენიშნათ, საქმე მაინც მაქეთ მიდისო.