№32 რატომ ჩამოსვა „კაგებემ“ რეზო ლაღიძე და თენგიზ არჩვაძე პარიზული რეისიდან
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– კომპოზიტორია. ნუთუ „თბილისო“ მაინც არ მოგისმენიაო...
პოლკოვნიკმა ყური არ ათხოვა და უკვე ჩემზე გადმოვიდა. ანკეტები რომ შეგვივსეს, მერე სამედიცინო შემოწმება ჩაგვიტარეს, ბოლოს 200-200 დოლარი მოგვცეს და თვითმფრინავში ჩაგვსვეს. აფრენამდე წუთებია დარჩენილი. ტრაპი ლაინერს მოაცილეს და ძრავები გუგუნებს. მე და რეზო კი უკმაყოფილოები ვართ, რომ სულ რაღაც 200-200 დოლარი გვაქვს და იმედს გამოვთქვამთ, რომ პარიზში ჩვენი თანამემამულეები (ემიგრანტები) მოვლენ და გვიპატრონებენ. ამ საუბრის გაბმა იყო და ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს კვლავ მოადგეს ტრაპი. მე და რეზო ჩამოგვსვეს და ის 200-200 დოლარიც ჩამოგვართვეს.
აშკარა იყო, რომ არაკეთილსაიმედოებად ჩაგვთვალეს, მაგრამ „ჟუკებით“ გვისმენდნენ თუ ვინმემ ჩაგვიშვა, დღემდე არ ვიცი...“