კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ მიჰყიდა ქართველმა თაღლითმა იაპონელ ბიზნესმენს კრეისერი „ავრორა“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  2018 წელს სანკტ-პეტერბურგში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ლეგენდა იაკობ პლატონის ძე ყიფიანი, რომელიც „შავ საყაროში“ „პლატონიჩის“ მეტსახელით იყო ცნობილი. იაკობ ყიფიანი ექვსჯერ იყო ნასამართლევი თაღლითობისთვის და ციხეში 21 წელი ჰქონდა გატარებული. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ არაორდინარული პიროვნების ცხოვრებიდან.
პირველი საქმე
  იაკობ ყიფიანი 1928 წელს დაიბადა თბილისში. დედა დიასახლისი ჰყავდა, მამა კი – სამხედრო ექიმი, ქირურგი. თავად პატარა იაკობს ადრეულ ასაკში გამოუვლინდა ხელოვნების ნიჭი, ის მშვენივრად ხატავდა. დიდი სამამულო ომის დროს ყიფიანები ქალაქ ოდესაში ცხოვრობდნენ. პლატონ ყიფიანი სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ქირურგი იყო, იაკობი კი სამხატვრო სკოლაში სწავლობდა. ფაშისტური ოკუპაციის პერიოდში პლატონ ყიფიანი ოდესის იატაკქვეშეთში მოღვაწეობდა და საბჭოთა დაზვერვის დავალებებს ასრულებდა. მამას 14 წლის იაკობიც აქტიურად ეხმარებოდა. ბავშვი ფაშისტების საიდუმლო ობიექტებზე შეიპარებოდა, იქაურობას ფოტოგრაფიული სიზუსტით ხატავდა და იატაკქვეშელებთან მოჰქონდა. პლატონსა და იაკობს მთავარი როლი მიუძღვით ფაშისტი გენერლის, ვერნერ შულცის გატაცებაში. შულცი გერმანელ ოფიცერთა კაფეს ხშირი სტუმარი იყო, რომელიც ოდესის ცენტრში მდებარეობდა. პლატონმა სპეციალური დასაძინებელი ხსნარი დაამზადა, რომელსაც კონიაკის გემო ჰქონდა. იაკობი კი კაფეში შეიპარა, კონიაკის ბოთლი ბანგიანი ბოთლით შეცვალა და როდესაც შულცმა და მისმა დამქაშებმა კაფეს კუპეში მიიძინეს, საბჭოთა მზვერავებმა ფაშისტი გენერალი უპრობლემოდ გაიტაცეს და მოსკოვში გადააფრინეს. პლატონ ყიფიანს ამ საქციელისთვის „წითელი დროშის“ ორდენი მიენიჭა. 14 წლის იაკობს კი პირადად ბერიას ხელმოწერილი მადლობის სიგელი გადასცეს.
მრუდე კვალზე
  ომის დამთავრების შემდეგ ყიფიანები მოსკოვში დასახლდნენ. პლატონი მედიცინის დოქტორი და უშიშროების სამინისტროს საავადმყოფოს მთავარი ქირურგი გახდა. იაკობმა კი ჯერ საშუალო სკოლა დაამთავრა და სამხატვრო აკადემიაში მოეწყო გრაფიკის ფაკულტეტზე. მისი დასრულების მერე კი კინოსტუდია „მოსფილმის“ მხატვარი გახდა. თუმცა, სტალინის გარდაცვალებისა და ბერიას დაპატიმრების შემდეგ, პლატონ ყიფიანი დააპატიმრეს და ბერიას მოკავშირეობაში დასდეს ბრალი. გაასამართლეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. უდანაშაულო ქირურგი 1954 წლის დასაწყისში ლეფორტოვის ციხეში გარდაიცვალა. მალევე გარდაიცვალა იაკობის დედაც, რომელიც მეუღლის სიკვდილმა გადაიყოლა. 25 წლის იაკობი კი „მოსფილმიდან“ გაათავისუფლეს. ხუთოთახიანი ბინა ჩამოართვეს და კომუნალური ბინის 12 კვადრატული ოთახში შეასახლეს. მთავრობაზე გულაცრუებულმა ახალგაზრდამ შურისძიება გადაწყვიტა და მრუდე გზას დაადგა.
აფერის ვირტუოზი
  თავდაპირველად კრიმინალური კარიერის დასაწყისში იაკობის სამიზნე პარტიული, საბჭოთა, სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნები იყვნენ, ისინი, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდგომ პერიოდში, ძირითადად დამარცხებული გერმანიის ძარცვით გამდიდრდნენ. იაკობს ჯერ ბანდიტური დაჯგუფების ჩამოყალიბება უნდოდა, რომ ეს ადამიანები ეძარცვა. შემდგომ კი მან გადაიფიქრა და გადაწყვიტა, თავისი ჩანაფიქრი აფერით განეხორციელებინა. პირველ რიგში, იაკობმა თანამოაზრეთა რვაკაციანი დაჯგუფება ჩამოაყალიბა – „ჩეკისტური“ ტანსაცმელი იშოვეს და იაკობის მიერ დახატული ყალბი ორდერითა და დაპატიმრების სანქციით წინასწარ შერჩეული მაღალჩინოსნების ბინებში მიდიოდნენ. იქ „ლეგალურ“ ჩხრეკას ატარებდნენ და ნაძარცვი ქონების „კონფისკაციას“ ახორციელებდნენ. „ბრალდებულებს“ ბინაში ტოვებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ საგანგებო ჯგუფს დალოდებოდნენ და არ გაქცეულიყვნენ. თავად კი დიდი „კუშით“ იქაურობას ტოვებდნენ. საგულისხმოა, რომ არცერთ დაზარალებულს არ უჩივლია, რადგან თავადვე იყვნენ მძარცველ-მოროდიორები და იაკობ ყიფიანმა და მისმა თანამზრახველებმა 15 ასეთი საქმე გააკეთეს. მეთექვსმეტე საქმეზე კი – „დაიწვნენ“, თანაც იმიტომ, რომ როდესაც „ჩხრეკაზე“ მივიდნენ, იქ ნამდვილი „ჩეკისტები“ დახვდნენ, რომლებიც იმავე მისიით იმყოფებოდნენ და თაღლითების კამპანია დააპატიმრეს...
ციხეში იაკობმა 5 წელი დაჰყო და იქიდან რომ გათავისუფლდა, „შავი სამყარო“ მას უკვე კარგად იცნობდა, პატივს სცემდა და „პლატონიჩს“ უწოდებდა. იაკობ ყიფიანი აფერის ვირტუოზად ჩამოყალიბდა და გაგანია კომუნისტური წყობის დროს ისეთ კომბინაციებს ხლართავდა, რაც კაპიტალისტური წყობის დროსაც კი ძალიან რთული შესასრულებელი იყო. მაგალითად, მოსკოვის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, 1980 წელს „პლატონიჩმა“ ერთ არაბ შეიხს მოსკოვის ოლიმპიური სოფელი თავისი სრული ინფრასტრუქტურით მიჰყიდა. გაყალბებული საბუთებით მასთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, 50 ათასი დოლარი „ბე“ გამოართვა და მიიმალა. იაკობი მხოლოდ 1982 წელს დააპატიმრეს და 8 წლით ჩასვეს, თუმცა ციხიდან 1985 წელს გათავისუფლდა. „პლატონიჩმა“ „პერესტროიკის“ დროს ფრთები გაშალა. 1987 წელს მან ერთ იაპონელ ბიზნესმენს რევოლუციის სიმბოლო, კრეისერი „ავრორა“ მიჰყიდა. წინასწარ 50 ათასი დოლარი გამოართვა და გაქრა. ხოლო როდესაც იაპონელმა ბუქსირი მოიყვანა და „ავრორას“ წაყვანა მოინდომა, ის ჯერ გიჟი ეგონათ, შემდგომ კი ყველაფერი რომ გაირკვა, იაკობ ყიფიანს დაუწყეს ძებნა და „პლატონიჩი“ ყირიმში მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთი აფრიკული ქვეყნის დიქტატორის წარმომადგენელს საიმპერატორო ღვინის უზარმაზარი სარდაფების მთელი მარაგი მიჰყიდა, ქეშად 50 ათასი დოლარი გამოართვა და უნდა მიმალულიყო.
  „პლატონიჩს“ ამჯერად 10 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ის 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე გათავისუფლდა და საბროკერო ფირმა ჩამოაყალიბა, სადაც ლეგალურ, სარფიან ბიზნესს აწარმოებდა.


скачать dle 11.3