№32 ფსორიაზის მკურნალობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მიუხედავად იმასა, რომ ფსორიაზი გადამდები არ არის და არც სიცოცხლისთვის სახიფათო კლინიკური გამოვლინება ახასიათებს, წესისამებრ, კანზე მხოლოდ გამონაყრით შემოიფარგლება, დაავადებულთა უმრავლესობას თავისი ავადმყოფობისა რცხვენია, ხშირად მალავს მას და საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია.
ფსორიაზი უცნობი გენეზის აუტოიმუნური დაავადებაა, ანუ მისი უშუალო მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ მის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს როგორც მემკვიდრეობა, ისე გარეგანი ფაქტორები და სტრესი.
სამკურნალოდ გამოიყენება სახლის პირობებში დამზადებული ეფექტური მალამო:
50 გრამი გამხმარი ქრისტესისხლა, 50 გრამი გამხმარი კულმუხო და 50 აბი ასპირინი, დაფქვით ყავის საფქვავში და კარგად აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ ნარევს დაამატეთ 1 ლიტრი არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი და დატოვეთ დასაყენებლად 1 თვით. 3 დღეში ერთხელ შედგით გასაცხელებლად მიკროტალღურ ღუმელში.
მზა სამკურნალო ზეთი გაწურეთ და დაამატეთ ვაზელინი: 3 წილი ზეთი – 1 წილ ვაზელინზე. კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე დღეში 2-3-ჯერ.
საერთოდ გამორიცხეთ ალკოჰოლი, გაზიანი ქიმიური სასმელები, შემწვარი, მლაშე, ცხარე საჭმელი, პომიდორი და ხილი, რომელსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლია.
სანამ მეცნიერები კამათობენ იმის თაობაზე თუ რა არის ფსორიაზის გამომწვევი მიზეზი – სტრესი იწვევს გამწვავებას თუ გამწვავება იწვევს სტრესს, კონტროლის ქვეშ უნდა აიყვანოთ საკუთარი ნერვები – ფსიქოლოგიური ტექნიკით, მედიტაციითა და ასე შემდეგ.
დღეში ერთხელ მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი. კარგია ქაცვის ნაყოფის წვენი, ნაყოფისა და ფოთლების ნაყენიც (20 გრამი ნედლეული 200 მილილიტრ მდუღარე წყალზე). მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.
ჭინჭრის ყვავილები და ფოთლები დააქუცმაცეთ. 2 სადილის კოვზს დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ ორთქლზე 2-3 საათი. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში სამჯერ.
ალთეს 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 100 მილილიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი და დააყენეთ ერთი საათი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ.
დიდგულას ფესვები, ფოთლები და ყვავილები დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ადუღებული წყალი. მიიღეთ 100 მილილიტრი დღეში სამჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
დაზიანებული ადგილები ჩამოიბანეთ მოცვის ნახარშით. კარგია მისი საფენებიც.
დაზიანებულ ადგილებზე წაისვით ახალგამოწურული ქრისტესისხლას რძე.
საღამოობით მიიღეთ ფარსმანდუკის აბაზანა.
2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ იასამფერას დაასხით 100 მილილიტრი მდუღარე წყალი და დააცადეთ, გაგრილდეს. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
2-3 ჩაის კოვზ ცოცხალ ჟოლოს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. სვით ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში. კარგია ჟოლოს ფოთლებისა და ყვავილების ნახარშიც – 2 ჩაის კოვზი – 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ.
მიიღეთ დღეში ერთხელ 1-3 სადილის კოვზი ნიახურისა და ოხრახუშის ფესვების წვენი.
იასამნის 1 ჩაის კოვზ ყვავილს, ფოთოლს ან კვირტს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 6 საათი. მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
10 გრამ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ, სანამ ოთახის ტემპერატურამდე არ გაგრილდება და მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.