კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 როგორ უნდა ვისურვოთ სწორად და რა შემთხვევაში უსრულებს ღმერთი ადამიანს სურვილებს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  ნათქვამია, გეშინოდეს შენივე სურვილებისო და, ასევე, ითხოვდე და მოგეცემაო. რატომ არ არის ჩვენი სურვილების ასრულება დამოკიდებული ჩვენზე და რატომ ასრულებს ღმერთი ადამიანის სურვილებს შერჩევით? ამ თემას დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) განგვიმარტავს.
– დავკვირვებივარ, რომ მისურვია და მაშინვე ასრულებულა, ზოგიერთი სურვილის არასრულება თავადაც გამხარებია, ზოგს ძალიან დიდხანს ველოდი და ნაწილი, საერთოდაც, არ ამისრულდა. რატომ ხდება ასე?
– თუკი ცხოველებისთვის დამახასიათებელია ინსტინქტებით მოქმედება, ადამიანი არის მისი სურვილი და ესაა მისი თავისუფლება. ოღონდ სწორედ ამ სურვილმა შეიძლება, დააკარგვინოს თავისუფლება, რადგან რა სურვილსაც გააბატონებს, ის სურვილი გადადის ჩვევაში და მართავს ადამიანს. თუ მოვისურვებ მიწიერს, მე მას ვემონები ინსტინქტებით და ის მმართავს მე ან, პირიქით, თუ უფრო ამაღლებულზე ვფიქრობ, მაშინ ის გადამექცევა ჩვევად. ოღონდ ორივე შემთხვევაში ჩემი სურვილით ხდება ასე. მეორე მხრივ, მე კი მსურს რაღაც, მაგრამ მისი შესრულება შეიძლება, არც იყოს ჩემთვის სასიკეთო. იაკობ მოციქული პირდაპირ ამბობს: გსურთ და არ გეძლევათ, იმიტომ რომ იმას ითხოვთ, რაც თქვენთვის საზიანოა. ამიტომ აუცილებელია, საკუთარ არსში გამთლიანება, რომ ისურვო არსიდან. შესაბამისად, როდესაც ვლოცულობთ, საშიშიც კი არის, რომ ღმერთს რამე კონკრეტული ვთხოვოთ, იმიტომ რომ შესაძლოა, ჩვენი ნამდვილი ბუნებისთვის ამ სურვილის შესრულება, საბოლოოდ, სულაც არ იყოს კარგი. ამიტომ უნდა ვთხოვოთ: იყავ ნება შენი, ანუ სურვილი იყოს შენი. და აი, ეს არის სწორედ თავის უარყოფა: მე ვერ ვენდობი ჩემს თავს, რადგან მე ხომ არ ვარ მხოლოდ ის, ვინც ახლა ვარ?! ადამიანად ყოფნის ტრაგიზმიც ეს არის, მას არაფერი მიეცა მზამზარეულად, რომ ავტომატურად გაარჩიოს შავი და თეთრი. ერთმანეთშია აზელილი სიკეთე და ბოროტება და ადამიანი, თავისი გამოცდილებით, ნელ-ნელა აღწევს იმ მდგომარეობას, რომ გაარჩიოს, რა ჯობია მისთვის და სხვისთვის. როდესაც ადამიანი არ არის გამოცდილებით ნაწრთობი, მაშინ მისი სურვილები შეიძლება, დამანგრეველ ძალად გადაიქცეს არა მხოლოდ მისთვის, არამედ ბევრად მეტი ადამიანისთვის. სურვილების არც ჩახშობა შეიძლება, რადგან სურვილები ცოცხალი ენერგიაა და ისინი უნდა მართო გონივრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგანგრევს, მით უმეტეს, თუ ჩახშობას დაიწყებ. ავიღოთ, თუნდაც, სექსუალური ენერგია. მისგან იბადება შემოქმედებითობა, ოღონდ, თუ მხოლოდ ვნებებისთვის გამოიყენებ, დაგანგრევს. მაგრამ ეს ენერგია მოცემულობაა. სურვილები სტიქიასავითაა ადამიანში და თუმცა ადამიანში, იმავდროულად, გონითი საწყისია, პირველყოფილი ცოდვის გამო, რაც გადმოგვეცა ადამისგან, სურვილებშიც უფრო მეტად ცოდვა გვსურს და იმას ვიკმაყოფილებთ, გონება კი სუსტია.
– როგორ უნდა ისურვო სწორად? ღმერთმა ისედაც იცის, რა მინდა ან რა მჭირდება, მაინც უნდა ვთხოვო? ანუ მე როდის ვიწყებ მოქმედებას? მეც ხომ უნდა გავაკეთო რაღაც ამ სურვილის ასასრულებლად თუ პასიურად უნდა ველოდო?
– რუსთველი ამბობს: „ბედი ცდაა, გამარჯვება ღმერთსა უნდა, მოცაგხვდების“. ცდა რას ნიშნავს? რომ შენ, როგორც ადამიანი, ბოლომდე აკეთებ ყველაფერს და ამის შემდეგ, სადაც შენ ვეღარ სწვდები, მოვა შეწევნა. მოგეცემა ძალა, რომელიც გაგაგრძელებინებს გზას. თომა აქვინელი ამბობს: იმოქმედე ისე, თითქოს ყველაფერი შენზე იყოს დამოკიდებული და ილოცე ისე, თითქოს ყველაფერი ღმერთზე იყოს დამოკიდებული. თითქოს ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ შუაში უნდა დადგე. ღმერთი და ადამიანი მეორე სართულზე ხვდებიან ერთმანეთს, როდესაც ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რომ აიწიოს მეორე სართულამდე, დადგება თითის წვერებზე, რაც შეუძლია, მაღლა აწევს ხელებს, სწორედ, მაშინ ჩამოსწევს უფალი თავის ხელს მეორე სართულამდე. ადამიანი მესამე სართულზე, ანუ ცამდე ვერ ავა და არც ღმერთი ჩამოვა შენამდე, ნულამდე. ქრისტე ყოველთვის ეკითხებოდა ადამიანებს, გსურს განიკურნო? არადა, თითქოს, როგორ არ უნდა მსურდეს, მაგრამ ადამიანის ჩართულობის გარეშე, თურმე, ღმერთიც ვერ გშველის. შენმა რწმენამ გიხსნაო, ამბობს უფალი. ადამიანი არ არის ღმერთისგან სიკეთის პასიურად მიმღები, რომ ბარტყივით დააღოს პირი. თუმცა ბარტყისგან პირის დაღებაც ბარტყის სურვილია. ის აკეთებს იმას, რაც შეუძლია და ამის შემდეგ აძლევს ღმერთი მას საკვებს. როდესაც უფალს გადასცემ საკუთარ თავს, შედეგი შეიძლება, იყოს ადამიანის მოლოდინის საწინააღმდეგო და ამიტომ ადამიანები ფიქრობენ, რომ ღმერთი უსამართლოა და რადგან არ ასრულდა მათი სურვილები, ამბობენ, რომ ღმერთი არ არის. ღმერთი სურვილების ამსრულებლის ერთგვარ კომპანიონად უნდათ. აი, ესაა შეცდომა. ორ რეალობაში ვცხოვრობთ: ჩემი ტვინისთვის ყველაფერი ამოყირავებულია, შემთხვევითობა, უსამართლობა, ქაოსი, ანარქია, სრული კაკაფონიაა, მაგრამ, რადგან ბედი ცდაა, ამ მცდელობებისას გამოცდილება მიგროვდება და კაკაფონია გადადის სიმფონიაში, რომ, რაც ხდება, მთლად შემთხვევითობაც არ არის. ამიტომ, როდესაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სურვილებით, ჩვენი სტიქიებით ვცხოვრობთ, რომ როგორმე ისინი დავიკმაყოფილოთ, უფრო და უფრო ვიძირებით გაუგებრობებში და მძიმდება ცხოვრება. მეორე მხრივ, როდესაც მე არ ვენდობი საკუთარ სურვილებს, საკუთარ სტიქიებს, მოდის სასწაული, რადგან სასწაული ხდება რწმენისკენ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ. ღმერთი მზამზარეულს არაფერს გვიგზავნის, ეს არის შენთვის უკეთესიო. ის გეუბნება, გადადგი ნაბიჯი, იმოქმედე, ღმერთი გაგისწორებს მიმართულებას და შემდეგ შენი სურვილი და ღმერთის ნება ერთმანეთს დაემთხვევა, მაგრამ ეს უკვე არის გამოცდილების შედეგი, რაც მოაქვს დროს. უნდა ვიმოქმედოთ რწმენით და არ უნდა შეგვეშინდეს მოქმედების. თუ შევშინდებით, ზედმეტად რელიგიურები გამოვალთ, ეს კი არის პარალიზება და ასე ვერასდროს გაიზრდები. მეორე მხრივ კი, თუ შენი სურვილებით ჩაეშვები ცხოვრებაში, ის სურვილები, რომლებიც გეგონა, თავისუფლებას მოგიტანდა, დაგიმონებს. სწორედ ამიტომ დროში ხდება ეს ყველაფერი. იმოქმედე, შეცდომების არ შეგეშინდეს და ამ ცდომებში თანდათან უცდომელობამდე, ცათა სასუფევლამდე ახვალ. სადაც საჭიროა მინიმალური ძალისხმევა და გექნება მაქსიმალური კომფორტი, ინარნარებ იმ ნაკადში, სადაც ღვთიური ნებაა. თუ შეგვეშინდება, შეცდომას დავუშვებო და იმთავითვე მოითხოვ ინსტრუქციას, ეს იქნება სხვისი გადაწყვეტილება და გახდები ფარისეველი რელიგიური ადამიანი, რომელიც მამაოს ეკითხება, კედლისთვის შპალერი სად იყიდოს და რა ფერის. ამიტომ ავთანდილივით შევდივართ ზღვაში, მივყვებით დინებას, მაგრამ ღმერთს მინდობილები და ადგილზე ვსწავლობთ დაცემის შემდეგ წამოდგომას.


скачать dle 11.3