№32 გადამწყვეტი ოთხი წუთი
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
ეს შეგრძნება ნამდვილად არსებობს და მას ჰორმონი ადრენალინი იწვევს, რომელიც ორგანიზმში შეყვარებისას გამომუშავდება.
მეცნიერებმა დაასკვნეს – იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ, ადამიანი მოგვწონს თუ არა, საშუალოდ ოთხი წუთია საჭირო შთაბეჭდილების შექმნაში ყველაზე დიდ როლს ასრულებს სხეულის ენა, ხმა, საუბრის ტონი და ტემპი.
მეცნიერებმა ისიც შეამჩნიეს, რომ შეყვარებულების გულისცემა ერთნაირი ხდება მას შემდეგ, რაც ისინი სამი წუთის განმავლობაში ერთმანეთს დაჟინებით უყურებენ თვალებში.
ეს შეგრძნება, დაახლოებით, იმავე ეფექტს იწვევს, რასაც კოკაინით „კაიფი“. შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში იმდენი ქიმიური ნივთიერება გამომუშავდება, ეიფორიასაც კი იწვევს. მოკლედ, სიყვარული „კაიფია“.
ოქსიტოცინი – სიყვარულის ჰორმონი, რომელიც ჩახუტებისას გამომუშავდება, ტკივილს აყუჩებს. ხანგრძლივი მოფერება და ჩახუტება კი ნელ-ნელა ამცირებს და საერთოდაც აქრობს ტკივილს. ეს უკვე ფაქტია.
არსებობს შეთავსების თეორია, რომლის მიხედვითაც წყვილები ერთმანეთს ვიზუალური თანასწორობის კუთხით ირჩევენ.
არსებობს ისეთი თეორიაც, რომ საწინააღმდეგოები ერთმანეთს იზიდავენ. ამას კვლევებიც ადასტურებს. თუმცა იმდენად უნდა განსხვადებოდეთ ერთმანეთისგან, რომ რაღაც ახალს სწავლობდეთ.
საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განშორება, განქორწინება რეალურ ტკივილს იწვევს გულში. ამას გატეხილი გულის სინდრომი ეწოდება. ამ დროს გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებიც ასუსტებს გულს, იწვევს ტკივილს და აუარესებს სუნთქვას. ეფექტი ხშირად იმდენად ძლიერია, რომ სპეციალისტებსაც კი ეშლებათ გულის შეტევაში.
მოღალატის
ტიპური სახე
არსებობს გავრცელებული მითი იმის შესახებ, რომ მამაკაცს დაბადებიდანვე აქვს მისწრაფება, რაც შეიძლება ბევრი ქალი მოიპოვოს, რათა „გვარის გაგრძელების“, „მონადირის“ ან „დამპყრობლის“ ინსტინქტის რეალიზება მოახდინოს და მამაკაცურ იერარქიაში მყარად დაიმკვიდროს თავი. სწორედ ამ ინსტინქტებით ხსნიან და ამართლებენ მამაკაცის ღალატს.
კაცის თავდაპირველი დანიშნულებაა – იყოს აქტიური და ამ აქტიურობით გახდეს შემქმნელი. ქალის მოვალეობაა, იყოს კაცის გვერდით და დაეხმაროს მას ენერგიის ტრანსფორმირებაში, რათა ის უფრო წარმატებული გახდეს. როგორც კი ეს ფორმულა ირღვევა, ურთიერთობა ნგრევას იწყებს და ჩნდება სხვა ქალი – თქვენი პოტენციური შემცვლელი. ეტაპობრივად იცვლება მამაკაცი, მისი ქცევები და ემოციები.
გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოღალატე მამაკაცის აღმოჩენა გარკეული ნიშნებით შეიძლება:
* ხასიათის ხშირი ცვლილება;
* ცვლილებები გარეგნობაში;
* მეტი ყურადღება ჰიგიენის მიმართ;
* დაუგეგმავი ხარჯები;
* სხვადასხვა მიზეზით გაუჩინარება;
* მომატებული სიფრთხილე კომუნიკაციის დროს;
* უპასუხოდ დატოვებული ზარები და შეტყობინებები;
* უყურადღებოდ არ ტოვებს და სისტემატიურად ამოწმებს მობილურს;
* დიდ დროს ატარებს ინტერნეტში;
* ხშირ შემთხვევაში – თქვენდამი მომატებული ყურადღება, რა თქმა უნდა, დანაშაულის დაფარვის მიზნით;
* უცნაური სახელებით შეყვანილი ნომრები მობილურში;
* ხშირი მივლინებები.
ჩამოთვლილი ნიშნები არ შეიძლება, ჩაითვალოს ღალატის ერთმნიშვნელოვან სიგნალად. ბევრი რამ თავად მამაკაცის ტემპერამენტზე, მისი ცხოვრების წესზე, კარიერულ ცვლილებასა და წყვილის განსაკუთრებულ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, თუ თქვენი საყვარელი ადამიანის ქცევაში ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რამდენიმე მაინც აღმოაჩინეთ, მიჰყევით თქვენს ქალურ, დროში გამოცდილ მეექვსე გრძნობას, რადგან გამორიცხული არაა, რომ თქვენი მამაკაცის ცხოვრებაში სხვა ქალი არსებობდეს.
ურთიერთობაში მთავარ ფაქტორს თქვენი შინაგანი შეგრძნებები წარმოადგენს. ჩნდება ფიქრები, რომელსაც ხმამაღლა ეჭვიანობის სახით გამოვხატავთ. მიენდეთ თქვენს ინტუიციას, გვერდს ნუ ჩაუვლით რეალობას. ცხოვრებაში ყველა ქალი იმსახურებს, იყოს საკუთარი ურთიერთობის ერთპიროვნული მმართველი.
მე არ მგავს
ქალი და მამაკაცი ვერასოდეს იქნებიან ერთნაირები.
დავიწყოთ „ტექნიკური“ განსხვავებებით:
* კაცები ყოველღიურად, საშუალოდ, 25 000 სიტყვას ამბობენ, ქალები კი – 30 000-ს.
* დიახ, მამაკაცები მართავენ ქვეყნებს, მაგრამ ამას შევეგუებით, თუკი გავიხსენებთ იმას, რომ მამაკაცებს ქალები მართავენ;
* მამაკაცებს ავიწყდებათ, რომ თუ ქალს გაამართლებ, ის მზად იქნება, აღიაროს საკუთარი დანაშაული;
* ცუდი არ იქნება, თუკი ქალებს არ დაგვავიწყდება, რომ კაცს იმიტომ აქვს თავი, რომ ის ქალმა დაატრიალოს;
* ფლირტი არის ხელოვნება, კაცებს უნდათ ამას მსუბუქად შეხედონ. ქალი მკლავებში ისე მოიქციონ, რომ მის ხელში არ ჩავარდნენ, მაგრამ ეს არ გამოსდით;
* სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობა საღამურის არჩევას უფრო მეტ ტვინს ატანს, ვიდრე მამაკაცისას და მერე საკუთარ ცუდ არჩევანს ისევ მამაკაცს აბრალებენ.
* ქალბატონებო, გახსოვდეთ, ჭკვიანი ქალი არ კითხულობს სად იყო მისი ქმარი, მან ეს იცის.
* ქალებთან საუკეთესო ურთიერთობა აქვთ მამაკაცებს, რომლებიც მათ გარეშეც მშვენივრად გრძნობენ თავს;
* ქალებსა და მამაკაცებს შორის ბრძოლაში მამაკაცები დამარცხდებიან, რადგან მათ უფრო მეტად უყვართ ქალები, ვიდრე პირიქით.