კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 გვანცა დარასელია: მე მაქვს ჩემი მეუღლის ღირსების იმედი და თუ რამე მოხდება, ჩვენ მიღმა ჩაივლის

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გვანცა დარასელიამ პანდემიის დროს, კიდევ ერთი ახალი, ამჯერად სამედიცინო გადაცემის წამყვანის ამპლუა მოირგო.
  გვანცა დარასელია: ძალიან მიყვარს სამედიცინო სფერო. გარდა იმისა, რომ ჩემს ოჯახში რამდენიმე ექიმია, მე ან ჩემს შვილებს რამე რომ გვჭირს, ყველაფერი მაინტერესებს: მიზეზი, მკურნალობის მექანიზმი, თავიდან არიდების გზები და ასე შემდგომ. „სხვა შუადღეში“ წლების განმავლობაში მიმდინარე სამედიცინო რუბრიკამაც თავისი შედეგი გამოიღო, ბევრ სამედიცინო საკითხში გავერკვიე და ექიმებიც გავიცანი. პანდემიის პერიოდში დაწყებულმა ჩვენმა საგანგებო გადაცემამ დამანახვა, რომ მსგავს თემებზე საზოგადოებას ძალიან მწირი ინფორცია აქვს და იმ პერიოდში განსაკუთრებით, თუმცა შემდგომაც, ნამდვილად საჭირო იყო, ასეთი ფორმატის სამედიცინო გადაცემა ჩვენს სატელევიზიო სივრცეში.
– როგორც ვიცი, დედაც ექიმია. არასოდეს გიფიქრია, რომ ეს პროფესია აგერჩია?
– კი, დედაც ექიმია, მაგრამ მე არასდროს მქონდა ექიმობის სურვილი. ყოველთვის ჟურნალისტობა მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ბებია, მამიდა და დედა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან. ჩემი ძმა გაჰყვა მათ გზას ნაწილობრივ  – ვეტერინარია. ამ გადაცემით ჩემი პროფესიისა და ინტერესის სფეროს კარგი ტანდემი შედგა. დღეს ვფიქრობ, რომ სამედიცინო საკითხებში ინფორმირებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა, ახლა მხოლოდ პანდემიით აღარ შემოვიფარგლებით, გადაცემაში ნინო ჩოგოვაძეც შემოგვიერთდა და მრავალფეროვან თემებს განვიხილავთ.
– ოჯახურ ამბებზე გადავიდეთ. ახლახან ქორწინების ათი წლის იუბილე გქონდათ. როგორი იყო ეს დღე?
– ეს ათი წელი ისე გავიდა, ვერ ვიგრძენი. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვეკითხებით ხოლმე, ხომ ნამდვილად ათი წელი გავიდა, ცხრა ან თერთმეტი ხომ არაა?! (იცინის) ათი წელი არაა ცოტა, ამხელა დრო ბევრ რამეს ცვლის, ბევრიც უცვლელი რჩება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ათი წლის განმავლობაში შევქმენით – ჩვენი შვილებია, რომლებიც ყველაზე ძალიან გვეამაყებიან. გვეამაყება ისიც, რომ გავაერთიანეთ ჩვენი სამეგობროები და როდესაც ყველა ერთად ვიკრიბებით, ძალიან დიდი მხიარულება გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებიდან ათი წლის იუბილეზე გაგვიწვიმდა, ყველა ჩვენი ახლობელი
ერთგულად ელოდა ამინდის გამოკეთებას და ძალიან კარგი დრო გავატარეთ.
– რა მოიტანა ამ ათმა წელმა?
– ცხოვრებას მივყვებით, ერთმანეთი გვიყვარს და ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობთ. კრიტიკული დღეები, კონფლიქტი და კამათი ყველა ოჯახშია, მაგრამ ეს ურთიერთობის მნიშვნელობას არ აკნინებს. ერთმანეთის ყველა თვისება შევისწავლეთ. ოჯახური ცხოვრებისთვის მეც ვისწავლე რაღაცების დათმობა და მანაც. თუმცა, ვთვლი, რომ მე უფრო დამთმობი ვარ. დღეს უფრო მყარად გვაქვს გააზრებული, რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია.
– აქტიური კარიერის პარალელურად ოჯახურ ცხოვრებას როგორ უმკლავდებით?
– რეალურად, ძალიან მიჭირს. როგორც კი საქმეს მოვრჩები, მაშინვე სახლში მოვრბივარ. მგონია, რომ ის დრო ყველაზე მეტად ჩემს შვილებსა და მეუღლეს სჭირდებათ. ის, რომ ტელევიზიაში ვმუშაობ და ხალხი მიცნობს, ოჯახის წინაშე ვალდებულებებისგან არ მათავისუფლებს. სახლში ჩვეულებრივი დიასახლისი ვარ. აბსოლუტურად არაფრით განვსხვავდები სხვებისგან. რასაც სამსახურის დამთავრების შემდეგ აკეთებენ ქალები, ვისაც შვილები და ქმარი ჰყავს, იმას ვაკეთებ მეც. როცა გადაბმულად მაქვს გადაღებები, ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ, რადგან ოჯახს ვაკლებ ყურადღებას. როცა იმას ვაკლდები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცუდ ხასიათზე ვდგები. თუმცა, ჩემი საქმეც ძალიან მიყვარს, შედეგიც მომწონს და ოჯახისგანაც დიდი ხელშეწყობა მაქვს. ასე რომ, ღირს.
– მეუღლემ რომ მომავლის პოლიტიკასთან დაკავშირება გადაწყვიტა, შენი რეაქცია როგორი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკოსები ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევიან?
– ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ხედვა, როგორი უნდა იყოს მისი ცხოვრება. როცა ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, რომ საკუთარი მისწრაფებები პოლიტიკასთან დაეკავშირებინა, ამის გამო, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი. პირველ რიგში, იმიტომ რომ პოლიტიკას ყოველთვის ახლავს სიბინძურე და ტალახის სროლა. მეორე იმიტომ, რომ ჟურნალისტი ვარ და ვფიქრობდი, ამის გამო შეიძლებოდა, ოჯახში უხერხულობის მომენტი შეგვქმნოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემმა მეუღლემ რაც უნდა გადაწყვიტოს, მე ყოველთვის მხარს დავუჭერ, ისე, როგორც შემეძლება, თუნდაც პოლიტიკური კარიერის აწყობაში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებული იყოს. მე ვარ წარმატებული და ვთვლი, რომ ისიც იმსახურებს წარმატებული იყოს იმ სფეროში,
რომელშიც თავად სურს. შეიძლება, რაღაც მომენტში სტრესულიც იყოს, რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ მეორე ადამიანის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცე. დარწმუნებული ვარ, ჩემი მეუღლე სადაც უნდა იყოს, ყველგან თავის ღირსება ექნება.
– მის პოლიტიკურ კარიერას რომ ნეგატივი მოჰყვეს, როგორ გაუმკლავდები ემოციურად, რამდენად ძლიერი ხარ?
– ემოციურად ძალიან ვარ დამოკიდებული ჩემს მეუღლეზე. ერთმანეთის პოზიტივი თუ ნეგატივი გვედება ხოლმე. ვერ დავიჩემებ, მე ისეთი ძლიერი ვარ, ყველაფერს გავუძლებ-მეთქი. ჩემი მისამართითაც უსვრიათ ტალახი და ძალიან რთული იყო ამის გადატანა. მაგრამ, როცა იცი, რეალურად როგორცაა საქმე, ეს სიმშვიდის საფუძველს გაძლევს. ყველაზე მეტად ადამიანს საკუთარი სინდისი ტანჯავს. მე მაქვს ჩემი მეუღლის ღირსების იმედი და აქედან გამომდინარე, მგონია, რომ თუ რამე მსგავსი მოხდება, ჩვენ მიღმა ჩაივლის.
–  ათი წლის თავზე რომანტიკისთვის თუ იცლით?
– საერთოდ, გულის მოსაგებ მანევრებს უფრო მეტად ურთიერთობის დასაწყისში აქვს ხოლმე ადგილი (იცინის). წლების განმავლობაში ეს ყველაფერი ბუნებრივად ნელდება და სხვა რამით ვცდილობთ ერთმანეთის გახარებას. სხვათა შორის, ახლახან ბათუმში ვიყავი მეგობრებთან ერთად წასული. რესტორანში შევედით საჭმელად და უცებ ყვავილები მომართვეს. ძალიან დავიბენი, არც დაბადების დღე მქონდა და არც რამე განსაკუთრებული თარიღი ყოფილა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და აღმოჩნდა, რომ ჩემს მეუღლეს გამოუგზავნია ეს თაიგული, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გულისფანცქალები უკვე გავლილი გვაქვს, იმდენად მესიამოვნა მისი ეს ჟესტი, რომ ცრემლები მომადგა. გამიახლდა ის გრძნობები, რაც ურთიერთობის დასაწყისში გვქონდა.
– შენ თუ გამოირჩევი ამ თვალსაზრისით?
– მე უკვე ზეპირად ვიცი, რა სიამოვნებს ჩემს მეუღლეს და რა არა. ძალიან ვცდილობ, ყურადღება, ერთი შეხედვით, პრიმიტიულ დეტალებშიც გამოვხატო. მაგალითად, როცა სადღაცაა წასული და ორდღიანი მგზავრობის შემდეგ შინ ბრუნდება, ვიცი, ძალიან ესიამოვნება, სახლში რომ დავხვდები, თბილ სადილს დავახვედრებ, ჩამოვუჯდები და ერთმანეთს გავუზიარებთ ამბებს. თვითონაც შეუძლია სადილის გათბობა, მაგრამ ვიცი, რომ მას ეს რიტუალი უყვარს და ვცდილობ, ყოველთვის ვასიამოვნო.
– არც ისე ცოტა ხანია, თბილისიდან საცხოვრებლად გადახვედით, რატომ?
– უკვე მესამე წელია, რაც საცხოვრებლად მცხეთაში გადმოვედით. ჩემს მეუღლეს ყოველთვის უნდოდა კერძო სახლში გვეცხოვრა, ეზოში ძაღლი გვყოლოდა, ხეები გვქონოდა, ყვავილები და ასე შემდგომ. თავიდან მე ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება, მაგრამ პრაქტიკაში მივხვდი, რომ ამ სიახლეს ბევრი დადებითი ჰქონდა. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალეთ.

скачать dle 11.3