კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ვინ გადაუყარა ბაბი კირკიტაძეს ნახევარი გარდერობი ერთ ღამეში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ენერგიული, საყვარელი და მუდამ ხალისიანი ბაბი კირკიტაძე, ახალი შოუს – „ბაბის შოუს“ – წამყვანი ხდება. როგორც თავად ამბობს, ამისთვის მას იმიჯის ცვლილებაც მოუწევს და ბევრ საინტერესო ეთერსაც გვპირდება. მართალია, საქმეების გამო დასვენებას ვერ ახერხებს, მაგრამ ცხელ დღეებში ცხელი „სიურპრიზებით“ სულ მალე მოგველვლინება ტელეეკრანზე.
  ბაბი კირკიტაძე: ბოლო რამდენიმე წელია, ზაფხულში დასვენებას ვერ ვახერხებ. ეს სეზონი ჩემთვის უფრო მუშაობის პერიოდია და არა დასვენების. ზღვა მიყვარს, მაგრამ ჩემს ტანზე რუჯს ვერ ნახავთ. ძალიან თეთრი ვარ და ვიწვები. ბევრ ადამიანს რომ შეუძლია, მზეზე საათობით ნამდვილად ვერ დავწვები და „გავხმები“. გასვლითი გადაღებები მაქვს და ესეც მყოფნის, რომ თან საქმე ვაკეთო და თან დავისვენო. პანდემიის მერე ცოტა გამოცოცხლდა სიტუაცია და ეს ზაფხულიც ისეთივე დატვირთული იქნება, როგორც გასული. გარდა ამისა, სატელევიზიო სივრცისთვის ვამზადებთ ახალ პროექტს, რომლისთვის მუშაობასაც აგვისტოს თვეში ვიწყებთ.  ასე რომ, როცა ყველა ისვენებს, მე აქტიურად ვმუშაობ.
– ესე იგი, ეს ზაფხული საკმაოდ ცხელი ამბებით დაიწყო, გრძელდება და წინ კიდევ ბევრი საქმიანი ცხელი დღე გელის. პროექტზე კი, რომელზეც ახლა საუბრობდი, შალვა რამიშვილმა უკვე დააანონსა ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას და თქვა, რომ სულ მალე „ბაბის შოუს“ ვიხილავთ. სად გავა, ვინ არის  იდეის ავტორი და სხვა, უამრავი სატელევიზიო შოუსგან რითი იქნება განსხვავებული?
– შოუზე ლაპარაკს ჯერჯერობით ვერიდებით, მაგრამ გაგიმხელთ, რომ „ბაბის შოუ“„პოსტ ტვ-ზე“ გავა, იქნება ბევრი გართობა, ბევრი თამაში, იხილავთ საყვარელ და მონატრებულ სახეებს, ვინც ძალიან უყვარს ჩვენს საზოგადოებას. პროექტი იქნება ძალიან ფერადი და სამხიარულო. გვინდა მაყურებელმა შეიყვაროს. გეგმები და მოლოდინები დიდი გვაქვს. შალვამ იმდენი მაქო, ცოტა შემრცხვა (იცინის). ძალიან კრიტიკულია და არ მახსოვს, საქებარი სიტყვები ასე ხმამაღლა ეთქვა და ცოტა მოულოდნელი იყო, სასიამოვნოდ გაღიმებული და გაოცებული დავრჩი (იცინის). ეს შოუ ჩემი პროდიუსერისა და შალვას ერთობლივი იდეაა. სულ ვამბობ: პანდემიის პერიოდში, როცა ჩაკეტილი იყო ქალაქი და მთლიანად მსოფლიო, კიდევ კარგი, არ გავჩერებულვარ, როცა სცენაზე არ ვიდექი, პირდაპირ ეთერში ვიყავი. არ შემიძლია ერთ ადგილას ყოფნა და წარმომიდგენია, როგორ უჭირდათ სახლში გამიკეტილ ადამიანებს. თითოეულ წამყვანს კამერების წინ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვქონდა, რადგან ვიცოდით, ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, თითოეულ ოჯახში მხიარულება და პოზიტივი რომ უნდა შეგვეტანა. ასე რომ, მე პანდემიამ ვერც მუშაობაში შემიშალა ხელი, ვერც დეპრესიაში ჩამაგდო, ვერც ხასიათი შემიცვალა და ვერც წონაში მომამატებინა (იცინის).
– პრინციპში, წამყვანის ამპლუა შენთვის არ არის ახალი. მაგრამ ახალი შოუსთვის იმიჯის ცვლილებას ხომ არ გეგმავ?
– დიახ, წამყვანის ამპლუა არ იქნება ჩემთვის ახალი, მაგრამ დიდი და ხარისხიანი პროექტის წამყვანი ვხდები და ეს დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ ყველა დეტალზე ვნერვიულობ. თუმცა, ჩემ გვერდით ძალიან ნიჭიერი ადამიანები დგანან და მათი იმედი მაქვს. რაც შეეხება იმიჯს, მომიწევს შეცვლა. ისეთი ფორმატის შოუს წამყვანი ვხდები, სტილი უნდა შევიცვალო და ეს პროდიუსერის შემოთავაზებაცაა და მეც ასე ვფიქრობ, რომ ახალ შოუს ახალი იმიჯი მოუხდება. ჩემი თმის ფერს არ მინდა შევეხო, რადგან ჩემი ბუნებრივი ფერი ძალიან მომწონს და უფრო სტილის შეცვლა მომიწევს. მეტს ვერ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ სპორტული სტილი არ იქნება და მაყურებლის წინაშე განსხვავებული ბაბი წარვსდგები.
- ზოგადად, რამდენად ცვალებადი ხასიათი გაქვს და თუ გიყვარს ხშირად გარდერობის გადახალისება?
 – ჩემი გარდერობი ჩემი ეკრანზე გამოჩენისთანავე, თავისთავად, განახლდა. მაგრამ დედაჩემი არის ადამიანი, რომელიც დიდი ხანი ვერ ეგუება ერთსა და იმავე ნივთს. ამიტომ, არ არსებობს, რომ ყოველდღე, ჩემი გარდერობიდან რაიმე არ გააჩუქოს. ისე მიცარიელებს, შესაბამისად, ჩემი გარდერობი, მინდა თუ არა, მუდმივად და იძულებით განახლებადია (იცინის). ამას წინათ მირეკავს: შენი კეტები უნდა გავაჩუქო, მაინც არ გაცვია და არ გამიბრაზდეო (იცინის). ერთხელ, დილით გამოვაღე კარადა და ნახევარი გარდერობი გადაყრილი დამხვდა. მოკლედ, ჩემი ტანსაცმლის განახლებაზე დედაჩემი ზრუნავს.
– სამსახურს გადაყოლილი ხარ და პირადი ცხოვრებისთვის და გართობისთვის დრო გრჩება?
– მეგობრებთან ყოფნაა ჩემთვის გართობაც, კარგად ყოფნაც და დასვენებაც. თუმცა, ხშირად ვერ ვახერხებ. სამსახურში კი ისეთი გარემოა, ვერთობი კიდევაც და საქმესაც ვაკეთებ. ფაქტობრივად, ერთი ოჯახი ვართ. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ამ თემაზე არასოდეს ვსაუბრობ. თუმცა, გეტყვით რომ, რაც უნდა დაკავებული იყო ადამიანი, პირადი ცხოვრებისთვის დროს ყოველთვის გამონახავ. ადამიანის სიყოჩაღეზეა დამოკიდებული, რამდენად ააწყობს კარიერასაც და პირადსაც.
– შენ რამდენად ყოჩაღი გამოდექი ამ მხრივ?
– ჩემი ჩაჭრა გინდა, ხომ? (იცინის). ზოგადად, ყოჩაღი ვარ და ბევრ რამეს ვასწრებ. მოუსწრებელი არაფერია. იმერელი ვარ და გენეტიკურად ამ კუთხის ხალხის ხასიათში ზის ყველაფერის მოსწრება. თან, როცა მინდა, ადამიანს ყურადღება არ მოაკლდეს ზედმეტად, შემაწუხებლად ყურადღებიანი ვხდები. იმერული ხასიათი მაქვს იმაშიც, რომ სულ ვიღიმი და პოზიტიურ განწყობაზე ვარ. რასაკვირველია, მაქვს დარდიც, პრობლემაც და ცუდ ხასიათზეც ვარ, არ მეღიმებოდა, მაგრამ ეს ნეგატიური განწყობა სხვას არ უგრძნია. ამ ემოციის „შენიღბვა“ და მართვა შემიძლია. თან დედა სულ მასწავლიდა: შენი ემოცია სხვას არ უნდა მოახვიო თავს და კარს რომ გაიხურავ, გარეთ სხვა ადამიანი უნდა გახვიდეო. ეს გამოვიმუშავე და დიდი პრობლემაც რომ მქონდეს, ვერავინ იგებს, ჩემი ხასიათით სხვას არ ვამძმებ. რატომ უნდა გადავდო სხვას ცუდი ხასიათი? თუმცა, მყავს უახლოესი მეგობრები, სადაც ემოციის მოთოკვა არ მჭირდება და ყველაფერზე ვსაუბრობ, თუმცა, უცხო ადამიანისთვის, ჩემი შინაგანი ემოციის ამოკითხვა რთულია. მათთან ბოლომდე არ ვიხსნები და არ „ვტყდები“. თან, ზოდიაქოთი „კირჩხიბი“ ვარ და ამის ბრალია, „სახლური გოგო“ რომ ვარ და ყველაზე მშვიდად და კომფორტულად ოჯახურ გარემოში რომ ვგრძნობ თავს. უბრალოდ, დრო არ მაქვს სახლში ვიყო (იცინის).
– ეჭვიანი თუ ხარ?
–  ადრე, ბავშვობის მეგობარზე ვეჭვიანობდი. ვერ ვიტანდი სხვასთან რომ მეგობრობდა. მერე ვიმუშავე ჩემს თავზე და გამოვსწორდი (იცინის). მგონია, ეჭვიანობა დიდი დოზით არ უნდა გქონდეს. ამით, თავად ზარალდები და თუ ეჭვიანობ, ესე იგი, შენს თავში არ ხარ დარწმუნებული.
P.S. ფოტოს ავტორია გიორგი კიკუაშვილი.

скачать dle 11.3