კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 წარმატებული კარდიოქირურგი ოთარ რუხაძე – თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

  ექიმების ოჯახში გაიზარდა, მის ცხოვრებაში ბავშვობიდან დიდი დოზით იყო მედიცინა და  სხვა სფეროში წასვლა არც უფიქრია. დღეს თბილისის მედიცინის ინსტიტუტის (TIM) კარდიოქირურგიული დეპარტამენტის უფროსი – ბატონი ოთარ  რუხაძე წარმატებული კარდიოქირურგია, მრავალწლიანი გამოცდილებით. ყოველთვის იზიდავდა რთული შემთხევევები და ფიქრობს, რომ  ასეთი მომენტების სიმრავლემ დიდი როლი შეასრულა მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
  ოთარ რუხაძე: დედა – ქეთინო ტუხაშვილი, ბავშვთა პედიატრია და წლების განმავლობაში მუშაობდა იაშვილის სახელობის კლინიკაში. მამა – რამაზ რუხაძე ბავშვთა ზოგადი ქირურგი გახლდათ. მამის მხრიდან ყველა ექიმი იყო. მამამ კარგად იცოდა ამ პროფესიასთან დაკავშირებული სირთულეები და წინააღმდეგი იყო, რომ მეც მედიცინის სფეროში წავსულიყავი, მაგრამ ძალიან მინდოდა ქირურგი გამოვსულიყავი და სხვა არჩევანი ვერ გავაკეთე.  
– რა გზა გაიარეთ წარმატებულ კარდიოქირურგობამდე?
– თბილისის სამედიცინო აკადემიის დამთავრებისთანავე მოვხვდი ჯოენის სამედიცინო ცენტრში, იქ გადავდგი ჩემი პირველი პროფესიული ნაბიჯები, იქვე გავიარე რეზიდენტურაც  და ჩამოვყალიბდი, როგორც კარდიოქირურგი.  ვსწავლობდი და ვმუშაობდი როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა
კარდიოქირურგიაში. ჯოენში ჩემი მუშაობის 17 წლიდან ბოლო 4 წელი ვიკავებდი მოზრდილთა კარდიოქირურგიული სამსახურის უფროსის პოზიციას. კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიყავი იტალიაში.  ბოლო ორი წელია, რაც სხვადასხვა კლინიკასთან დავიწყე თანამშრომლობა. 2019 წლის აგვისტოდან ვარ თბილისის მედიცინის ინტიტუტში (TIM).  აქ ყველა პირობაა წარმატებული საქმიანობისთვის. მოგეხსენებათ, მედიცინა და მით უმეტეს, კარდიოქირურგია, გუნდური საქმეა და ჩემდა საბედნიეროდ, კლინიკა „თიმი“ დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით.
თბილისის მედიცინის ინსტიტუტში კეთდება კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული თვალსაზრისით აბსოლუტურად ყველა სახის ჩარევა, დაწყებული კვლევებით, დამთავრებული ქირურგიული
მანიპულაციებით. ვატარებთ ყველა სახის კარდიოქირურგიულ ოპერაციას გულის ტრანსპლანტაციის გარდა, რაც სამწუხაროდ, საქართველოში არ კეთდება. თუმცა,  ვცდილობთ, ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში, ვუშუამდგომლოთ ჩვენს პაციენტებს უცხოელ კოლეგებთან.
– პირველი ოპერაცია გახსოვთ?
– პირველი იყო წინა გულთა შუა ძგიდის დეფექტის დახურვის ოპერაცია, თანდაყოლილი მანკი. 6 წლის ბავშვი იყო. მაშინ რეზიდენტურის ბოლო ეტაპზე ვიყავი. რა თქმა უნდა, ვინერვიულე, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად, გართულებების გარეშე ჩაიარა.
– რომელ შეძენილ პათოლოგიებს გამოყოფთ და როგორია მათი სიმპტომები?
– მინდა, გამოვყო აღმავალი აორტის პათოლოგიები, რაც შესაძლო გართულებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პათოლოგიაა ჩვენს დარგში. ამ დროს თითოეული წუთი მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით კარგი შედეგები გვაქვს. ხშირი პათოლოგია არ არის, მაგრამ „თიმის“ გახსნიდან ჯერ ერთი წელი არ გასულა და 15 ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა, მათგან 98% წარმატებით დასრულდა. კონკრეტულად ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელია უეცარი ტკივილი გულ-მკერდის არეში, თუმცა შესაძლოა, ტკივილი განვითარდეს ზურგის, ბეჭის ან კუჭის მიდამოში, საუბარია უეცრად განვითარებულ ძალიან მწვავე ტკივილზე, რომელიც შეიძლება,
მალევე შემსუბუქდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევებში, ტკივილი გრძელდება და იწყებს მიგრირებას. ტკივილის დაწყება განპირობებულია აორტის კედლის ერთ-ერთი შრის  დისეცირებით (განშრევება/ჩახევა), ხოლო ტკივილის მიგრირება ახასიათებს აორტის განშრევების ზრდას, რაც ხშირად პაციენტის უეცარ სიკვდილს იწვევს. ასევე, შესაძლებელია ტკივილს თან ერთვოდეს გონების დაკარგვაც.  ამ პათოლოგიის დროს, რაც უფრო სწრაფად მოხდება პაციენტის დიაგნოსტირება და ქირურგიული ჩარევა, მით უფრო დიდია გადარჩენის შანსი. რაც შეეხება B ტიპის დისექციებს დაღმავალ აორტაში, ამ შემთხვევაში დღეს უკვე ქირურგიული ჩარევის გარეშე, სტენტგრაფტის გამოყენებით ხდება განშრევების დახურვა. ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს და მსგავსი ჩივილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
– ყველაზე რთული ოპერაცია თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ?
– ბევრი რთული ოპერაცია გამიკეთებია, ეს ჩვენთვის ერთგვარი გამოწვევაა, რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს და აზარტს იწვევს და ზრდისა და განვითარების უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს. მახსოვს, დამწყები კარდიოქირურგი ვიყავი, როდესაც მომიწია ერთ-ერთი ურთულესი ოპერაციის ჩატარება. პაციენტი 22 წლის, აორტის თაღის დიდი ზომის ფსევდოანევრიზმით, რომელსაც მანამდე ჩატარებული ჰქონდა ორი კარდიოქირურგიული ოპერაცია თანდაყოლილი მანკის გამო. მე და ჩემი მეგობრები, დაახლოებით, ერთი კვირა ვფიქრობდით, როგორი მიდგომა ჯობდა ოპერაციის ჩასატარებლად, რადგან ოპერაციის გარეშე პაციენტი განწირული იყო. ოპერაცია 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმატებით დასრულდა. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული გამარჯვება, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
– თქვენს პროფესიას იმდენი დრო მიაქვს, რომ ხშირად ექიმები გვიან ახერხებენ ოჯახის შექმნას, თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა? წარმოგვიდგინეთ ოჯახი.
– მე და ჩემი მეუღლე – მაია გიგინეიშვილი დავიბადეთ და გავიზარდეთ მთაწმინდაზე, მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ და ბავშვობის მეგობრობა დიდ სიყვარულში გადაგვეზარდა. 19 წლის ასაკში შევქმენით ოჯახი. ჩემი მეუღლე იურისტია და თავისი პროფესიით მუშაობს. 22 წელია, ერთად ვართ.  გვყავს 21 წლის ქალიშვილი და 15 წლის ვაჟი.
– რას უსურვებდით ჩვენს მკითხველს?
– ჯანმრთელობას და წარმატებას!

скачать dle 11.3