№31 მადლობა ელიჩკასებურად
ნინო კანდელაკი რევაზ ტომარაძე
პარლამენტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე იხსენებს: „ისევე, როგორც პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატები ბიუროზეც ერთობოდნენ. კანონპროექტების განხილვა მათ დამღლელ საქმიანობად მიაჩნდათ.
ერთ დღეს ადამიანის უფლებათა დამცველმა კომიტეტმა შეიმუშავა მორიგი წინადადება. ბიუროზე ეს წინადადება ელენე თევდორაძემ წარადგინა. ბიუროს სხდომას ვიცე-სპიკერი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ბიუროს წევრები საკუთარი მანქანების თავისებურებებზე საუბრობდნენ და თევდორაძის განცხადება არც კი გაუგონიათ. მის ინიციატივას მხოლოდ ვახტანგ ყოლბაია გამოეხმაურა და წინადადება მოუწონა.
მადლიერმა თევდორაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა:
– დიდი მადლობა, ბატონო ვახტანგ, რომ მხარი დაუჭირეთ ამ ჩემისას, განაცხადა თევდორაძემ“.