კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ხატზე დაფიცება

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  შალვა ოგბაიძე იხსენებს: „მცხეთა-მთიანეთის პირველი გუბერნატორი ვარ და არა ერთ კურიოზს შევსწრებივარ. მთიელებსა და მოხევეებს შორის რომ დამოკიდებულებაა, გურჯაანელ-თელაველების დაპირისპირება მონაგონია... ირაკლი ბურდული რომ გამგებლად დავნიშნე, მოხევეებმა ეგრევე გამილექსეს:
– გამგებლად დანიშნა ბურდული, ყაზბეგს დაადო ურდულიო...
მაშინ სად იყო მობილური ტელეფონი და როდესაც მინდოდა, შემეტყობინებინა, რომ მცხეთაში ან კანცელარიაში თათბირი იყო, სათვალთვალო კოშკებზე ცეცხლს ვანთებდით. შემდგომ კავშირგაბმულობის მინისტრმა, ბატონმა ფრიდონ ინჯიამ ერთი ტელეფონი გამიხერხა და მთაში ის დავდგით. გამგებელს კი ვთხოვე, რომ ტელეფონთან მორიგე ჰყოლოდა, რომელიც ყოველთვის უპასუხებდა ზარს. მოკლედ, ერთხელ ვრეკავ და მორიგეს ვთხოვ, რომ გამგებელს დაუძახოს. ათი წუთის მერე მირეკავს და მეუბნება – გამგებელი ვერ ვიპოვეო. ვუთხარი, ყურმილი არ აეღო და პარალელურ ტელეფონზე პოლიციის უფროსს, კოტე შაბურიშვილს დავურეკე და მოპასუხეს ვუთხარი, პოლიციის უფროსს დაუძახე-მეთქი. იმან მიპასუხა:
– არ გახლავთ, შემთხვევის ადგილზე, გავიდაო.
– მაშინ, მოადგილეს დაუძახე, – ვუთხარი მე, მან კი მითხრა:
– არ გახლავთ,  გაღმა იყო წასული, თოვლმა ჩამოყარა და იქ ჩარჩაო.
– შენ თვითონ ვინ ხარ-მეთქი, – ვკითხე.
– დროებით დაკავებული, – მითხრა.
– მიდი, მორიგეს დაუძახე-მეთქი, – ვუთხარი და მიპასუხა:
– მორიგე არ არის, არაყზე გავგზავნეო.
– შენ თვითონ რატომ არ გარბიხარ-მეთქი და მითხრა:
– გერგეტის ხატზე დამაფიცა, რომ არ გავიქცევი და იმიტომაო“.

скачать dle 11.3