№31 ბრძნული აზრები
ფროიდი: მასა არასდროს გრძნობდა სიმართლის წყურვილს, ისინი ითხოვენ ილუზიებს, რომლის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება.
ტვენი: ვერ გავიგე, არჩევნებზე რატომ ირჩევს უმრავლესობა, როცა ჭკუა უმცირესობას აქვს.
ლაროშფუკო: დაამარცხე ზიზღი და სიძულვილი და ეცადე, იმათ დაუახლოვდე, ვისზეც უარის თქმა გსურს.
ჩერჩილი: თუ თქვენ ჯოჯოხეთის გადაკვეთა გსურთ, არ გაჩერდეთ.
რობერსი: არ დაელოდო უძრავი ქონების შეძენას. შეიძინე უძრავი ქონება და მერე დაელოდე.
მამა პეტრე: გახსოვდეს, ვისაც მხოლოდ შენი დადებითის გამო უყვარხარ, არ ჰყვარებიხარ.
ოტია იოსელიანი: სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური, უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს. თუ სიყვარული შეგიძლია და ბევრი რამ კი არა, ყველაფერი შეგიძლია, შეუძლებელიც.
ფულონი: შენ არსებობ მხოლოდ მასში, რასაც ქმნი.
ლეო ქიაჩელი: იმისთვის, რომ იყოს აზრი, საჭიროა სიბნელე, რომელიც აზროვნებას აიძულებს.
კაფკა: ის, ვინც სხვებს ადანაშაულებს, გრძელი გზის გავლა მოუწევს. ვინც თავს იდანაშაულებს, მან ნახევარი გზა უკვე გაიარა. ის კი, ვინც არავის ადანაშაულებს, ბოლომდე მივიდა.
გურჯიევი: აუცილებელია, არსება განვასხვავოთ პიროვნებისგან და ერთმანეთისგან მათი გამოყოფა ვისწავლოთ.
დოსტოევსკი: თავისუფლება იმაში კი არაა, რომ თავი არ შეიკავო, არამედ იმაში, რომ ფლობდე საკუთარ თავს.
ომარ ხაიამი: სულების მიზიდულობა გარდაიქმნება მეგობრობაში, გონებათა მიზიდულობა გარდაიქმნება პატივისცემაში, სხეულების მიზიდულობა გარდაიქმნება ვნებაში და მხოლოდ ეს ყველაფერი ერთად გარდაიქმნება სიყვარულში.
ოშო: შეეკითხე საკუთარ თავს, არსებობს თუ არა ეს პრობლემები სინამდვილეში, თუ შენ თავად ქმნი მათ?
მილტონი: ქალი ბუნების ყველაზე მისაღები შეცდომაა.
უაილდი: ქალი მამაკაცს ირჩევს მისი დიდი მომავლის გამო, ხოლო მამაკაცი ქალს ირჩევს მისი პატარა წარსულის გამო.