კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  მიშკა ოგუნზიხტ – ტფილისელი ებრაელი, დაჭერილი ყაჩაღობისთვის. მეტეხის ციხეში 1874 წელს გაიცნო ებრაელივე ლიბმანი, დიდი ოდენობით ძვირფასეულობისა და ბრილიანტების მოპარვის გამო დაჭერილი. აქ მან ძველი შურისძიება გაიხსენა და ლიბმანის პირით ყალბი პასპორტის კეთება რამდენიმე სხვა ებრაელს დააბრალა – კოჟუხოვს, ვიკდეროჟს და იაგა-იონა-ოღლის, სპარსულ ურიას, ტფილისში დიდი დროიდან წვრილი ნივთების დამტარებელს, შემდეგ ხახამს სპარსელ ებრაელებში. სამივე უარობდა ყალბი საბუთების გაკეთებას, ხოლო კოჟუხოვის გასამართლებლად ერთი მოწმე იხსენებდა, რომ დაჭერამდე ოგუნზიხტი ემუქრებოდა კოჟუხოვს, რომ მას ბეჭდიან თითებს მოაჭრიდა და ჯიბეში ჩაილაგებდა. ბრალი სამივეს მოეხსნა, თუმცა ყალბი პასპორტების კეთების საქმეს წერტილი არ დაესვა.
დავრიშ-ნამატულა ოღლი – მძარცველი, აისორი, აგურის ქარხნის მუშა. ის შეეყარა სხვა აისორებს, ბაბი-სიმონ ისაევს, საიადო-ავდიშ-ოღლის, საიადო-ვარდო-ოღლის, იუხან-ვარდო-ოღლის და ისაი-იუსუფ-ოღლის და მათთან ერთად ავაზაკების ბრბო შეეკრა. ისინი ვერაზე, „ხლებნაია გორკაზე“ ხვდებოდნენ გამვლელებს, ძარცვავდნენ და ხანჯლით ნიშანსაც უტოვებდნენ ხან სახეზე, ხან ხელებზე. დასჭრიდნენ და მიატოვებდნენ. ვერაზე მათ რამდენიმე სახლიც გაქურდეს და ამ ალაფსაც ჯერ აგურის ქარხანაში მალავდნენ და შემდეგ ამას მუშანულუს ბენიამინოვი ნავთლუღში ჰყიდდა. 1901 წელს მათ თვალი ვერის სომხების სასაფლაოსთან სვიმონოვის აგურის ქარხანას დაადგეს. წინასწარ გაიგეს როდის არ იყო შინ პატრონი და ჯერ საღვთო მამალი დაკლეს, მერე კი აგურხანას მიადგნენ. კარი სვიმონოვის ცოლმა გააღო და დავრიშმა შიგ შევარდნა სცადა, რაზეც ქალმა რევოლვერი მიუშვირა და მიზანში ამოიღო. ოღონდ საიადო ეცა ქალს, დანარჩენებიც მიყვნენ და დაახრჩვეს და მერე რაც რამ სიმდიდრე ნახეს, ხალიჩები, სამოვარი, ვერცხლის ფული, ხელი დაავლეს და წამოიღეს. მოკლული მეორე დღეს ორმა შეკვეთაზე მისულმა მუშტარმა აღმოაჩინა. მალე კი ბოქაულმა ჯერ ნაძარცვ ნივთებს მიაგნო, შემდეგ კი დამნაშავეებსაც. დავრიშ-ნამატული ოღლი და საიადო ავდიშ ოღლის ათი წელი კატორღა მიესაჯათ, ბაბი-სიმონ ისაევს კი მეტეხის ციხე რვა თვით.
  გასპარ ოგანეზოვი – ყალბი ფულის მომჭრელი და გამსაღებელი. მან დაასმინა ტფილისში ყალბი ფულის მომჭრელების დიდი ბანდა, რუსულ ვერცხლის ფულს, ოსმალურ მეჯიდიეს და ინგლისურ რუპიასაც კი რომ ჭრიდნენ. ოსმალური მეჯიდიე იმდენი დატრიალდა ტფილისის დუქნებსა და ბაზრებში, რომ ამბავმა ოსმალეთის კონსულ ჰუსეინ-ჰასიბ-ბეიმდე მიაღწია და იმან ცნობების შეგროვება დაიწყო და მისი აგენტი ტერ-ზახაროვისაგან შეიტყო, თუ ვინც ყიდდა ამ ყალბ ფულს. კონსულის დავალებით ტერ-ზახაროვი ახლო ურთიერთობაში შევიდა ამ ფულის გამყიდველ ოგანეზოვთან და მას გააგებინა, რომ სურვილი ჰქონდა, ეს ყალბი ფული თავადაც გაეყიდა. კონსულმა, თავის მხრივ, პოლიცმაისტერი სოკოლოვსკი ჩართო ამ საქმეში, იმან კი – ბოქაული სვიმონოვი. 1890 წლის ერთ დღეს ტერ-ზახაროვი დუქანში შეხვდა ოგანეზოვს და იმან გადასცა ყალბი 24 ვერცხლის მეჯიდიე, 5 ოქროს ლირა და 9 ინგლისური ვერცხლის რუპია. ოგანეზოვის დამქაში მაშინვე დააკავეს, ის კი გაიქცა, თუმცა დილით მიაგნეს და ის მუხლებზე დაეცა და გასცა ყველა.
  დათიკო შარაბიძე – იმერელი, ციხიდან გამოსვლისას მაშინათვე ქურდების ბანდა შეკრა, ვითომ და ლაქიებად და მზარეულებად რომ დგებოდნენ და ქურდავდნენ სახლებს. ესენი იყვნენ 1896 წლის მთავარი ბინის მძარცველები ტფილისში. იდგნენ რკინიგზის ლიანდაგთან, ელისაბედ პარეგოვას სახლში. მათთან ჩხრეკისას აღმოაჩინეს უამრავი შეკვრა გასაღებებისა, ლომები, ქლიბები. საერთოდაც, ეს მსახურები-ქურდები ტფილისის რისხვა იყვნენ. ყოველ ათწლეულში ახალი ბანდა ჩნდებოდა. სად აღარ ამოყვინთავდნენ. როგორც ბოქაულმა ზაზულევიჩმა 1897 წელს აღმოაჩინა, სარაჯევის ქარვასლაში იმერლებს მოსამსახურეთა დაქირავების კანტორაც კი გაეხსნათ, რათა მდიდარ სახლებში შეეგზავნათ და შემდეგ გაექურდათ. საბუთი ჰქონდათ ყოველთვის ყალბი, რეკომენდაცია – ცრუ. იყო ცალკე ქურდობებიც და იყო მთელი ბრბოები, საცა ერთნი ოთახებს სწავლობდნენ, გასაღებებს არგებდნენ კარებსა და ზანდუკებსა და მერე თავს გააგდებიებდნენ. ამბავს დამქაშებს მიუტანდნენ და ისინი მშვიდად სახლის მცოდნედ, შეიპარებოდნენ და აცარიელებდნენ იქაურობას.
  ზაქარია კოპინოვი – ყალბი ფულის დამხატავი. ფულის გაყალბების რამდენიმე ხერხი იყო გავრცელებული, გალვანოპლასტიკური, ლიტოგრაფიული, ქვაზე ბეჭდვა, ფოტოაპარატის მეშვეობით ბეჭდვა. კოპინოვი საღებავებით ხატავდა და ისე კოხტად გამოსდიოდა, რომ კაი ხანს ვერ იჭერდნენ. მისი დამქაში ვარძიის მონასტრის ყოფილი მორჩილი, ექვთიმე ბაკურაძე იყო, ვინც მუშტარს პოულობდა და მათ ასეთ ყაიდაზე გამზადებულ ფულს მიჰყიდდა. ასე 1887 წელს მან აბდულ ალი ბეკ სამედ ბეკს შესთავაზა ყალბი 25-მანეთიანების ყიდვა, შემდეგ ავაქ ქეშიშევს და ისიც დათანხმდა და იმავდროულად გასცა ის ბოქაულ ვოლუბუევთან. ვინაც დაავალა მას მამედ ჰუსეინ ასლან ოღლისთან ერთად ჩართულიყვნენ ამ საქმეში და მათ ბინაც კი შესთავაზეს და მამედის მეგობრის ნაჯაფ კაფაროვთან გაამართიეს საამქრო. კოპინოვი 25-მანეთიანებს ოთხ მანეთად ხატავდა, ნახატი კი საკმაოდ კარგი გამოსდიოდა. პირველი სასჯელიც ფულის გაყალბების გამო მოიხადა და ამის შემდეგ შეეკრა ბაკურაძეს, თუმცა კეშიშევის დასმენის შემდეგ ჩავარდა. მასთან აღმოაჩინეს სხვადასხვა ფერის საღებავები და ფუნჯები, ქაღალდებიც არაერთი. ბაკურაძეს ექვსი წლით კატორღა მიესაჯა და კოპინოვს ციმბირის შორეულ მხარეში გადასახლება. ამ საქმეში ვოლობუევმა წმიდა ანას მესამე ხარისხის ორდენი მიიღო და დაწინაურებული იქნა პოლიცმეისტერის თანაშემწედ ქალაქ ბათუმში.
  ისააკ ოთიაშვილი – ქურდი, მძარცველი, ძმები, დანდურაშვილების დამქაშია და მათ ერთად ჩინოვნიკი ქრისტეფორე არარატოვი გაძარცვეს, ამის გამო დაიჭირეს და სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდნენ. ციხეში მან სამკერვალოს სათავსო გატეხა, იქიდან ახალი ტანსაცმელი მოიპარა. საკანში დამალა და როცა თევზის გამყიდველები შემოვიდნენ, იმათ მოურიგდა, ეს ტანსაცმელი ჩააცვა, ზედ მათივე სამოსი გადააცვა და ციხიდან გაატანია. იმის გაყიდვით აღებული ფულით კი ღვინო შემოაგზავნია. ღვინო კამეჩის რუმბებით დაჰქონდათ, უცხოელი მოგზაურები ღორებს რომ ამსგავსებდნენ. ტფილისელი სირაჯის დუქანი ჯადოქარი ცირცვას სამყოფს წააგავდა – წერია ერთის ჩანაწერებში – ოდისევსის თანამგზავრები ღორებად რომ აქციაო, ოთიაშვილი კი 1870 წელს გარბის დანდურაშვილებთან ერთად. საკანში მათ ჭერი გამოჭრეს და ფანჯრიდან სახურავზე გადაძვრნენ, აღმოსავლეთის კედლიდან კი ტილოსაგან დაგრეხილი ოცი წყრთა სიგრძის თოკით დაეშვნენ. დანდურაშვილების მერე ბანდა შეკრეს და მთელი წელი თბილისში ყაჩაღობდნენ. ოთიაშვილმა კი ცალკე დაიწყო ქურდობა, თუმცა მალევე დაიჭირეს.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)
скачать dle 11.3