კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რა ხერხებს მიმართა ჯალალედინმა ბოლნისის ბრძოლის წინ და როგორ ატყუებდა ის ქართველების სარდლობას

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  ბოლნისის ბრძოლის წინ ჯალალედინმა ისევ აჯობა ჭკუით ქართველ სარდლებს და გადაიბირა ქართველების მიერ ბრძოლისათვის დაქირავებული 20 000 ყივჩაღი.
  ჯალალედინს უკვე დიდი უპირატესობა ჰქონდა. გარნისის ბრძოლის, ლორეს ბრძოლის, ტფილისთან ბრძოლისა და ტფილისის აღების ამბებს რომ კითხულობ, არ შეიძლება, გული არ გეტკინოს  რუსუდან მეფის, მისი უვარგისი ქმრისა და მხარგრძელების უნიათობისა და გულგრილობის გამოისობით ჩვენი დიდებული სამეფოს დანგრევის გამო.
  ალა ად-დინ ათა მალიქ ჯუვეინი წერს (სპარსულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო რევაზ კიკნაძემ): „როცა ქართველთა ლაშქარმა რიგები განაწყო, სულთანმა მოციქული გაუგზავნა ივანეს, რომელიც მათი მეთაური იყო [და შეუთვალა]: „თქვენ დღეს შორიდან მოხვედით, ცხენებიც დაღლილია და ხალხიც დაქანცული. დღეს ასევე ვიდგეთ და ორივე მხრით ბრძოლას მოწყურებული ახალგაზრდები გამოვიდნენ თითო-თითოდ მოედანზე და თავდასხმისა და მოგერიების გზით შეებან ერთმანეთს, რათა ჩვენ დღეს მათ ვუცქიროთ, საქმე კი ხვალისათვის გადავდოთ“. ივანეს ეს სიტყვები მოეწონა და მამაც ახალგაზრდათა და გულოვან ვაჟკაცთაგან ასპარეზზე გამოვიდა ერთი რაინდი, რომელიც მთას ეჯიბრებოდა ახოვნებით; ამ მხრიდან კი – სულთანი მსგავსად მუნქარისა“ (მუნქარი მაჰმადიანთა ანგელოზის სახელია, მაშასადამე, ჯუვეინი ამბობს, ანგელოზივით უძლეველი სულთანი გამოვიდა საომრადო).
  ჯუვეინის მიერ ნახსენებ ივანე ათაბაგში ივანე მხარგრძელი უნდა იგულისხმებოდეს, მაგრამ, იმ დროისათვის ივანე ათაბაგ-ამირსპასალარი გარდაცვლილი იყო. შეიძლება, ბოლნისის ბრძოლაში ქართველთა ჯარს სარდლობდა ივანეს ძე ავაგი, რომელმაც მამის გარდაცვალების მერე მიიღო ათაბაგობა და ამირსპასალარობა (თითქოს, მემკვიდრეობით მხარგრძელების საკუთრება ყოფილიყოს).
მეომართა შერკინებები ერთი-ერთზე ხშირად ხდებოდა ძველ დროში. რამდენად მართალია ბოლნისის ბრძოლის წინ მეომართა შერკინება ერთი-ერთზე, ძნელი სათქმელია. არ უნდა იყოს მართალი ჯალალედინის პირადი მონაწილეობა შერკინებებში. მაგრამ, ჯუვეინი თავის თხრობებში ხშირად ცდილობს უძლეველობის შარავანდედით წარმოაჩინოს თავისი ერთმორწმუნე ჯალალედინი.
ჯუვეინი ლექსად წერს ჯალალედინზე:
  ლომივით გაქანდა ლაშქრიდან და ჰუჯირის („შაჰ-ნამეს“ ერთ-ერთი გმირი) წინ გამოცხადდა მამაცურად.
ხალხი ორივე მხრიდან შესცქეროდა მათ, სულთანმა გაჭენებულ ცხენზე თაქბირი დასძახა (ესე იგი, დაუყვირია – დიდ არს ალაჰი) და შუბი ატაკა სარტყელში, ისე, რომ ხიფთანიც გაუგლიჯა და ქამარიც. ის წყეული ცხენიდან ძირს გადმოვარდა და სული ამოხდა“.
მონღოლების მსახური, ქრისტიანებისადმი სიძულვილით სავსე მაჰმადიანი ჯუვეინი, ჩვენს წინაპრებს წყეულად მოიხსენიებს.
ჯუვეინი განაგრძობს: „ჯალალედინის მიერ მოკლულ ქართველთა ფალავანს სამი ვაჟი ჰყავდა. ისინი რიგრიგად გამოდიოდნენ ცალ-ცალკე; სულთანი მაღალი და დიადი ღმერთის ძლევამოსილებითა და ძლიერებით თითო დარტყმით ჯოჯოხეთში აგზავნიდა მათ მამის კვალდაკვალ“.
ისევ ზღაპრული სიუჟეტით ცდილობს ჯუვეინი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ჯალალედინის ქებას, თითქოს, ერთი ქართული ოჯახიდან ოთხი მეომარი მოკლა, მამა და მისი სამი ვაჟი. ჯალალედინი, შეიძლება, ცუდი მეომარი არ იყო, მაგრამ,  არმიის მეთაურის მონაწილეობა ერთი ერთზე ბრძოლაში რეალური არ უნდა იყოს, რადგან, მეფეებსა და სულთნებს ეს აკრძალული ჰქონდათ, რათა თავი და ჯარი საფრთხეში არ ჩაეგდოთ.
შემდეგ ჯუვეინი განაგრძობს: „სხვა აზნაურმა (ქართველმა), რომელიც ტანით ბისუთუნის მთას ჰგავდა და ბოძის სიმსხო შუბი ეჭირა ხელში, გამოაჭენა სპილოსოდენა ცხენი...
  სულთნის ცხენს მეტისმეტი დაღლილობისაგან მოძრაობა აღარ შეეძლო და ის-ის იყო უკანდახევის ხუნდებშიც მოხვდებოდა.
აზნაური ყოველ წამს თავს ესხმოდა, სულთანი კი მკვირცხლად იგერიებდა. ამგვარად [აზნაური] განუწყვეტლივ უტევდა და უშენდა სულთანს, მაგრამ უშედეგოდ. საქმე გაძნელდა და იქამდე მივიდა, რომ წყეული შაითანი სძლევდა მოწყალე სულთანს და შაჰი შავ დევს ჩაუვარდებოდა ხელში. ბოლოს, როცა ერთ-ერთი შეტევის დროს [აზნაური] მიუახლოვდა, სულთანი გაჭენებული ცხენიდან ჩამოხტა და ერთი შუბი ატაკა თავში აშქაბუსს („შაჰ-ნამეს“ პერსონაჟი, რომელიც როსტომმა მოკლა), მაშინ ზეცა ხელზე ეამბორა მას.
  ამ დროს მიწიერ ანგელოზთა მოწონების ხმა მაღალ ზეცას მისწვდა და ავი სულებისა და ადამიანთა ყურს ჩაესმა შეძახილი: „დიდება ალაჰს, რომელმაც გამარჯვება მიანიჭა თავის მსახურს“.
  ამ ამბების თხრობის მიზანი, როგორც აღვნიშნეთ, ჯალალედინის ბრძოლაში სიქველისა და უძლეველობის წარმოჩენის სურვილი იყო, ასევე, მაჰმადიანთა უპირატესობის მტკიცებისა ქრისტიან ქართველებზე. ამ ერთი ერთზე შეტაკებებში სულთან ჯალალედინის მიერ მონაწილეობის მიღება ძალიან საეჭვო რომაა ზემოთ აღვნიშნეთ, თუმცა, თუ ერთი ერთზე შებრძოლება მართლაც იყო ბოლნისის ბრძოლის წინ, რაც საეჭვოა, მაინც შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ჯალალედინს რაღაცაში უნდა დასჭირვებოდა ეს. ალბათ, ჯარის გადაჯგუფებაში და ჩვენი ჯარის ყურადღების მოდუნებაში. რაც კარგად გამოსდიოდა ჯალალედინს, უნიჭო მხარგრძელი სარდლების წინააღმდეგ. ჯუვეინის ზემოთ აქვს აღნიშნული, რომ ჯალალედინი კიდევ ელოდა ლაშქრის შევსებას, მას მრჩეველმა უთხრა: „ჩვენი სხვა რაზმებიც, რომლებიც სხვადასხვა მხარეს არიან, ამასობაში მოაღწევენო”.
  ჯუვეინი განაგრძობს: „ორივე მხარე გაოცებული იყო ამ ამბით, რომლის მსგავსი როსტომ ზაალის ძესაც („შაჰ-ნამეს“ გმირი) კი არ შეეძლო გაეკეთებინა, და ყოველი კაცი ამბობდა, ეს როსტომი არის, ან არადა ამომავალი მზეაო (როსტომი ძალასთან ერთად  ეშმაკურ ხერხებსაც იყენებდა – გია მამალაძე).
რაკი ის რამდენიმე კაცი, რომელთაგან თითოეული მამაცი გმირი და ლაშქრის საყრდენი იყო, ერთ წამში, ერთი მხედრის მსხვერპლი შეიქნა და ძაღლებისა და აფთართა ლუკმა გახდა, ის უბედურნი სასოწარკვეთილებამ და ძრწოლამ მოიცვა, ისლამის ლაშქარს კი გაუქრა შიში და კრთომა“.
ჯუვეინის თქმით, ჯალალედინის ლაშქარს, მიუხედავად მათ მიერ ქართველების რამდენჯერმე დამარცხებისა, მაინც შიში ჰქონდა ჩვენი წინაპრებისა, რადგან, ქართველთა ძლიერების ამბავი მთელ მაშინდელ მსოფლიოში იყო ცნობილი. იქნებ ფიქრობდნენ ჯალალედინის ხორეზმელი და სხვა ეროვნების ჯარისკაცები, ვაითუ ახლა კარგი სარდლობა ჰყავთ ქებულ ქართველ მეომრებს და დაგვამარცხონო.
  აშკარად, რაღაცით მოატყუა ჯალალედინმა ჩვენი სარდლები, რაღაც მანევრს მიმართა, მოქრთამა ყივჩაღები და მერე გაწელა დრო, მოადუნა ჩვენი წინაპრების ყურადღება. როცა ყველაფერი მოაგვარა ჯალალედინმა, შეტევაზე გადასვლის ბრძანებაც გასცა.
სამწუხაროდ, ქართულ ჯარს დავით სოსლანის მსგავსი გონიერი სარდალი აღარ ჰყავდა.

скачать dle 11.3