კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ადვილია თქვენთან ცხოვრება?

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ყველას გვაქვს ხასიათის ისეთი თვისებები, რომელთან შეგუებაც სხვა ადამიანებს უჭირთ. ტესტის საშუალებით  გაიგებთ, რამდენად ადვილია თქვენთან ცხოვრება და თავად  როგორ აღიქვამთ სხვის ნაკლს.
შეკითხვებზე უპასუხეთ „კი“ ან „არა“.
1. იცავთ თუ არა დღის განრიგს?
2. თქვენ თვითონ ალაგებთ ბინას სტუმრების წასვლის შემდეგ?
3. გაგებით მოეკიდებით, თუ თქვენი მეზობელი დიდი ზომის ძაღლს მოიყვანს?
4. შეგიძლიათ თუ არა სადილის მომზადება ან საოჯახო ნივთების შეკეთება?
5. უწევთ თუ არა დაბალ ხმაზე მუსიკას ღამის საათებში?
6. შეიძლება თუ არა, თქვენზე ითქვას, რომ ზოგიერთი მეზობლის უსიამოვნო ჩვევა ნერვებს არ გიშლით?
7. ადვილად ურთიერთობთ ბავშვებთან და მოხუცებთან?
8. შეგიძლიათ თუ არა გაამხიარულოთ ადამიანები, თუ ისინი ცუდ ხასიათზე არიან?
9. თუ მწეველი ხართ, ცდილობთ თუ არა გარშემომყოფებს ზიანი არ მიაყენოთ?
ყოველ დადებით პასუხზე ერთი ქულა დაითვალეთ.
„კი“ – 1 ქულა. რამდენი ქულა მოაგროვეთ, ნახეთ შედეგი.

შედეგები:
7 და მეტი ქულა – თქვენთან თანაცხოვრებას შეძლებს ყველაზე უხასიათო ადამიანიც კი. პატარა ყოფითი პრობლემებისგან არ ქმნით ტრაგედიებს. პირიქით, მსგავს შემთხვევებში ყოველთვის პოულობთ გამოსავალს.
5-6 ქულა – ახლობლები თითქმის ყოველთვის კარგად გრძნობენ თავს თქვენთან. თუმცა, იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ, ხანდახან ყოფითი პრობლემები წარმოიშობა. თქვენ არ შეგიძლიათ, ყოველთვის მშვიდად შეეგუოთ გარშემომყოფთა ქცევებს.
0-4 ქულა – თქვენს მეზობლებს შეგვიძლია თანავუგრძნოთ! თქვენ არა მხოლოდ ვერ ეგუებით გარშემომყოფების ზოგიერთ თვისებას, არამედ არ გსურთ, უარი თქვათ საკუთარ მავნე ჩვევებზე. ამიტომ თქვენთვის იდეალური მხოლოდ განმარტოებით ცხოვრებაა. თუმცა ვერც ამ შემთხვევაში ასცდებით კონფლიქტს, რადგან  ყველგან მარტო ვერ იქნებით.

скачать dle 11.3