№31 ნესვისა და კეფირის დიეტა და კვირაში მინუს 5 კილოგრამი
ნინო კანდელაკი ანი რევია
ნესვისა და კეფირის დიეტით უპრობლემოდ დაიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს. იმავდროულად, ორგანიზმს გაწმენდთ მავნე ნივთიერებებისგან და საჭირო ვიტამინებითაც მოამარაგებთ. დიეტა საკმაოდ მარტივი დასაცავია ზაფხულის ცხელ დღეებში და თან, ეფექტური და სწრაფი შედეგიც აქვს. გთავაზობთ ერთი კვირის მენიუს:
საუზმე: 200 გრამი ნესვი და 1 ჭიქა კეფირი.
სადილი: 150 გრამი მოხარშული თევზი, ქათმის თეთრი ხორცი ან საქონლის რბილი ხორცი, 2 ნაჭერი ნესვი, 1 ჭიქა კეფირი.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, 2 ნაჭერი ნესვი.
ძილის წინ ერთი ან ორი საათით ადრე: ნესვი – რამდენიც გსურთ.
დღის განმავლობაში შეგიძლიათ, სვათ უშაქრი მწვანე ჩაი და ასევე, დიდი რაოდენობით წყალი.