კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 დაუბრუნეთ ხელების ნაზ კანს სიგლუვე

ნინო კანდელაკი ანი რევია

  გარემოს მავნე ფაქტორების ზეგავლენისა და დაბერების პროცესის შედეგად ხელების კანი ნაოჭდება, უხეშდება და იბზარება. საკმაოდ ხშირია პიგმენტური ლაქების გაჩენის პრობლემაც. თუ გსურთ, თქვენი ხელების კანი იყოს ისეთივე რბილი, ნაზი და ლამაზი, როგორც ათიოდე წლის წინ, აუცილებლად სცადეთ ნატურალური საშუალებები. მათი დახმარებით, მინიმალურ ვადაში გაიახალგაზრდებთ და გაიგლუვებთ კანს, მოიშორებთ ლაქებს, დაუბრუნებთ მას ახალგაზრდობას.
  ვაშლის ძმარი – ეს პროდუქტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კანის მოსავლელად. სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებისა და სხვადასხვა შენაერთის მაღალი კონცენტრაციის ხარჯზე ვაშლის ძმარი სწრაფად არბილებს კანს, აშორებს ლაქებსა და ნაოჭებს. შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და ნუშის ან ზეითუნის ზეთი. მიღებული ნარევი დღეში 2-ჯერ კარგად შეიზილეთ კანში და არ ჩამოიბანოთ.
  ალოეს წვენი – ამ პროდუქტს განსაკუთრებით დადებითი გავლენა აქვს კანზე, რადგან ის სწრაფად აშორებს ლაქებსა და ნაოჭებს, აჩქარებს კანის დაზიანებული უჯრედების აღდგენა-რეგენერაციის პროცესს. უბრალოდ, დაიმუშავეთ ხელების კანი ალოეს წვენით ყოველ საღამოს, დაძინების წინ და დაიტოვეთ მთელი ღამით.
  ციტრუსის წვენი – მარტივად არის შესაძლებელი ხელების კანის გათეთრება, მისი ტონის გათანაბრება და ლაქების მოშორება, თუ ციტრუსების წვენით კანს დაიმუშავებთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა მხოლოდ საღამოს, დაძინების წინ.
  აბუსალათინის ზეთი – სწრაფად მოგაშორებთ ლაქებს და ნაოჭებსაც ნაკლებად შესამჩნევს გახდის. წაისვით თბილი ზეთი ხელებზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. დაიტოვეთ ის სამოქმედოდ რამდენიმე საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ პროცედურა რაც შეიძლება ხშირად, რათა სწრაფად გათავისუფლდეთ პრობლემისგან.
შეგილიათ, მალამო სახლის პირობებშიც მოამზადოთ, რომელიც ნაზს გახდის ხელის კანს, ალაგმავს ლაქებს და ნაოჭებსაც გააგლუვებს. ამისთვის დაგჭირდებათ: 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი. სამივე ინგრედიენტისგან მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მალამო მოათავსეთ თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში. აქტიურად დაიმუშავეთ ხელები ამ მალამოთი, რათა მინიმალურ ვადაში მოიშოროთ ნაოჭები, ლაქები, გარქოვანებული კანი და ბზარები. მალამოს გამოყენებამდე რეკომენდებულია, ხელებისათვის შემდეგი აბაზანის მომზადება: 1 ლიტრ თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი მარილი და მოათავსეთ მასში ხელები 10 წუთით. მალამო წაისვით მხოლოდ ამ აბაზანის მიღების შემდეგ კარგად დატენიანებულ კანზე. უკვე რამდენიმე პროცედურაში შენიშნავთ, როგორ მცირდება ნაოჭები და ლაქები ხელების კანზე.
скачать dle 11.3