№31 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2002 წლის 28 ნოემბერს, ღამის 3 საათსა და 20 წუთზე. რომელ პროფესიაში მიაღწევს ის მეტ წარმატებას?
პასუხი: მისთვის წარმატებების მომტანი პროფესიებია: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, არქიტექტურა, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, საიუველირო საქმე, სცენარისტობა, დრამატურგია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1993 წლის 17 აპრილს. გთხოვთ, გვითხრათ, რა არის მისი კარმული მისია და რომელ პროფესიებში ელის წარმატებები?
პასუხი: რაც შეეხება კარმულ-კოსმიურ მისიას, მისთვის აუცილებელია ხასიათში ისეთი თვისებების გამოვლენა, როგორებიცაა: აქტიურობა, ინიციატივიანობა, ენერგიულობა. უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზატორული ნიჭი. იმავდროულად, უნდა იყოს უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების ადამიანი, ეყრდნობოდეს კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს. ასევე, შეეძლოს შუამავლის როლის შესრულება ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებს შორის. მისი კარმული მისია უცხოეთია. ამიტომ, იქ გამგზავრება და ცოდნის, კაპიტალისა და გამოცდილების დაგროვება დაეხმარება, წარმატებებს მიაღწიოს სამშობლოში. პროფესიებიდან კი მისთვის მისაღებია და კარგი: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, ავიაციის ბიზნესი, ქორეოგრაფია და იურისპრუდენცია.
კითხვა: დავიბადე 1997 წლის 16 მარტს, ღამის პირველის ნახევარზე. რომელი სპეციალობა იქნება ჩემთვის წარმატების მომტანი ცხოვრებაში?
პასუხი: პროფესიებიდან, თქვენთვის სასურველია პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, იურისპრუდენცია, სადალაქო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ტურიზმი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, პედაგოგიური მოღვაწეობა, სპორტი. ეს სფეროები წამოწიეთ წინა პლანზე.