კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ქლიავი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ქლიავი აღძრავს მადას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, აქვს მსუბუქი გამხსნელი და შარდმდენი ეფექტი. ამასთან ქლიავის კომპოტი ან კისელი სასარგებლოა ათეროსკლეროზის, თირკმელების დაავადებების დროს. ის აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ-სეკრეტულ ფუნქციას, ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავებიდან. ქლიავი რეკომენდებულია სისხლნაკლებობისა და გულ-სისხლძარღვების დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
  ახალი ქლიავი და მისი ჩირი (განსაკუთრებით შავი ქლიავის ჩირი), ასევე კომპოტი და წვენი მსუბუქი გამხსნელი ეფექტის გამო, რეკომენდებულია შეკრულობისა და ნაწლავის ატონიის (მოდუნება) დროს. კალიუმის ნაერთებს კი შარდმდენი ეფექტი აქვს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და მარილების გამოდევნას. ის კარგი საშუალებაა თირკმელების დაავადებისა და ჰიპერტონიის დროს. ქლიავსა და ქლიავის ჩირს ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი.
  ქლიავს ორგანიზმი ადვილად ამუშავებს, ამასთან, წმენდს კუჭს. ის ეფექტურად მოქმედებს ზედმეტი ნაღვლისგან წარმოქმნილი დაავადებებისა და მაღალი შინაგანი ტემპერატურის დროს. ქლიავი აძლიერებს ღვიძლს, წმენდს სისხლს და ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები. ამ მცენარის ნაყოფი სისხლის წარმოქმნასაც უწყობს ხელს.
  ქლიავის ფოთლებს იყენებენ პირის ღრუს სავლებად სტომატიტის დროს – 20 გრამ მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გადაწურეთ და ნაკლული ჭიქა შეავსეთ წყლით. იმავე ნაყენს თუ თმაზე გადაივლებთ, თმის ცვენის შეჩერებაში დაგეხმარებათ.
  სიმსივნის პროფილაქტიკა – შავ ქლიავს აქვს ანტისიმსივნური თვისებები. მისი ნაყოფი ორგანიზმში არსებულ კარცენოგენებსა და თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს. მის შემადგენლობაში შედის ანტიციანინი. ეს პიგმენტი უჯრედების დაბერებასა და სიმსივნის განვითარებას უშლის ხელს.
ეხმარება გულს მუშაობაში – ქლიავის ჩირი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების კომბინაციას დადებითი ზეგავლენა აქვს გულის კუნთის მუშაობაზე. ის, ასევე, ზრდის სისხლძარღვთა გამტარობას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს.
  ქლიავი არ არის რეკომენდებული პოდაგრისა და რევმატიზმის დროს. ასევე, არ არის სასურველი ქლიავის წვენის მიღება, რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას, რაც დაავადებულების ჯანმრთელობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს.
  როგორც აღვნიშნეთ, სასარგებლოა ქლიავის ჩირიც. თუმცა ის მეტად კალორიულია, ამიტომ არ არის რეკომენდებული დიაბეტიანი და  ჭარბწონიანი ადამიანებისთვის. მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ასევე მეძუძურმა დედებმა, რადგან ჩვილს, შესაძლოა, კუჭის აშლილობა და ჭვალი დაემართოს.
скачать dle 11.3