კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ჭეშმარიტების გზაზე

  დაახლოებით 17 თვე (1972 წელი) ჯარში ვმსახურობდი სამხედრო ციხესიმაგრე ბოიატიოსში (წმიდა სტეფანესი), ატიკაში. იქ ბევრი პატიმარი იეღოვას მოწმე იყო. ციხის მმართველობის სხვადასხვა განყოფილებაში ჩემი სამსახურის ხასიათის გამო მრავალ მათგანთან მქონდა ურთიერთობა და მწარედ დავრწმუნდი ამ ადამიანების ფსიქიკურ არანორმალურობაში. სიბრალულს იმსახურებდნენ დაპატიმრებული ნარკომანებიც, რომლებიც სამართებლით ვენებს იჭრიდნენ და სხვადასხვა პრეპარატს იღებდნენ.
  ასე რომ, ასეთ საზოგადოებაში ცხოვრებისას, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად მივისწრაფვოდი ათონის მთისკენ, ბერთან. ეს ძლიერი სურვილი იდუმალ ძალას მმატებდა. მდუმარება შემეძლო. საათობით ვსეირნობდი ხეების ჩრდილში ან კაბინეტში, ხშირად კი სადარაჯო ჯიხურში. ვერც კი ვამჩნევდი, როგორ გადიოდა დრო. დათხოვნა არ მაინტერესებდა. წმიდა მამათა ქმნილებებით ვცხოვრობდი, ყოველ კვირას დავდიოდი წმიდა სტეფანეს ეკლესიაში და ვეზიარებოდი. დროდადრო ვიღებდი წერილებს მამა პაისისგან, რაც აუწერელ სულიერ სიხარულს მანიჭებდა და მრავალი სიძნელიდან თავის დაღწევის საშუალებას მაძლევდა ერთ-ერთ მათგანს აქ წარმოგიდგენთ:
„პატიოსანი ჯვარი, 1972 წლის 4 დეკემბერი.
მოგესალმები, საყვარელო ძმაო დიონისე!
  შენი წერილი მივიღე და დავინახე, რომ უდიდეს ბრძოლაში ხარ. იეღოვას მოწმეებს რაც შეეხება: ნუ ებრძვი და ნუ აღშფოთდები. მთელი ძალებით იზრუნე, მართლმადიდებლობით იცხოვრო და ამით მათ მეტად დაეხმარები, ვიდრე მომაბეზრებელი დარწმუნებებით. საღვთო მადლი გიძღოდეს. თუ ვინმე იეღოვას მოწმეს შეხვდები, არა საკუთარი ნებით, ილოცე და როგორც ღმერთი განგანათლებს, ისე მოიქეცი.
  ასევე მოიქეცი ნარკომანებთანაც. თუ ვინმეს დახმარების მიღება სურს, ისე უნდა მოიწყოს გულის მიმღები, რომ სხვების სიგნალების მიღება შეეძლოს. ხოლო თუ ვინმეს გულითადი მიმღები არ აქვს, ღმერთს უნდა ვევედროთ, რომ მათ ის მოუწყოს და მხოლოდ ამის მერე გავუგზავნოთ მათ უფლის ღვთაებრივი სიტყვები.
  რაც შეეხება ღვთაებრივ ევქარისტიას, როგორც შენ მწერ, ეს, რასაკვირველია, მოძღვრის საქმეა. თუ სულიერი წინაღობები არ არის, ხშირად ეზიარე, ცოტაც იმარხულე, თუმცა აქ მარხვის სიმკაცრე შენზე როდია დამოკიდებული, არამედ სასადილოს უფროსსა და მზარეულზე. თუნდაც კვირაში ორჯერ ეზიარე, თუ ხელს არაფერი გიშლის, რამეთუ წმიდა ძღვენთან ზიარება განამტკიცებს შენს ახლანდელ ცხოვრებისეულ გარემოებებში და ამ სატირალ საზოგადოებაში, სადაც ყველაფერი განსაცდელია.
  მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, ძმაო ჩემო. ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეგეწიონ. შემინდე, რომ ხშირად არ გწერ“.
ქრისტესმიერი სიყვარულით,
შენი ძმა, მონაზონი პაისი

***
  ბერმა ბრძანა: „ერთხელ გამიჩნდა აზრი, რომ შესაძლოა, არაფერს ვნიშნავ, დემონმა აღმაშფოთა და სიმშვიდე დავკარგე. ვცადე, სულიერი საშუალებები: მარხვა, მღვიძარება, მაგრამ ამაოდ. ჩონჩხს დავემსგავსე. მაშინ ერთ გამოცდილ მოძღვართან მივედი და ვუთხარი, რა დღეშიც ვიყავი. ის მომეხვია და მითხრა: ჭამე, დალიე და დაიძინე. გაუგებარი იყო: განმარტოებული ვიყავი, ისე ვმოღვაწეობდი, დემონი კი ბრძოლას არ წყვეტდა. ბერმა მითხრა, რომ პატივმოყვარე ზრახვები მქონდა. საკუთარ თავში ჩავიხედე და ვიპოვე ის, ვიხილე ის უკიდურესობები, რომლებთანაც მან მიმიყვანა. საკუთარი თავი სულ პაწაწინა, მაგრამ მაინც წმიდანად მიმაჩნდა! ახლა კი მივხვდი, რომ დემონი არ უჩვენებს იმას, რაც ჭეშმარიტად მაღალია, არამედ მდაბალთან გადარებს. ამ აღმოჩენის შემდეგ ყველაფერი დასრულდა. ხედავთ, რამდენი უბედურების მოტანა შეუძლია ადამიანისთვის მხოლოდ ერთ ზრახვას?“
მღვდელი დიონისე ტაცისი
„სქემმონაზონ პაისი ათონელის ცხოვრება და სწავლებანი“
скачать dle 11.3