კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 სიყვარულის პრობლემა

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე


  ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიყვარული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ეიფორია და დეპრესია, მღელვარება და პასიურობა, დაბნეულობა და მთების გადაგორების სურვილი ახასიათებს. ფაქტია, რომ  სიყვარულს მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. შეყვარებულისთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს ყოვლისმომცველი გრძნობა ყოველთვის დადებით ემოციებს როდი აღძრავს, მეტადრე მაშინ, როდესაც ჩვენ გვიყვარს, მას კი – არა ან ჩვენ კვლავ გვიყვარს, მას კი უკვე აღარ. ასეთ დროს ყველაზე მგზნებარე ადამიანიც კი მდგომარეობიდან გამოდის და სრულიად პარალიზდება.
როგორ მოვიქცეთ?
  2-3 დღე იდარდეთ და ცრემლები ღვარეთ, მერე კი მთელი ნეგატიური ენერგია სამსახურისკენ მიმართეთ. ეს ფროიდისეული სუბლიმაციის მეთოდია, როცა სექსუალური ენერგიის სხვა მიზნებისკენ მიმართვა ადამიანს წარუმატებლობისგან თავის დაღწევაში ეხმარება.
  მომხდარი ლოგიკურად გააცნობიერეთ, მშვიდად და ობიექტურად შეაფასეთ მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. მაგალითად, იფიქრეთ იმაზე, რომ  სიყვარული ერთგვარი ნებაყოფლობითი მონობაა – კარგავთ უამრავ დროს, ნერვებს, ძალას, ფულს, მეგობრებს, სამსახურს, სანაცვლოდ კი არცთუ ისე სასიამოვნო მოგონებებს იღებთ. უხმეთ გონებას – განა ამას იმსახურებთ?!
  დაიწყეთ იმის კეთება, რასაც მგზნებარე რომანის გამო კარგა ხანია, ვერ მოაბით თავი. ისეთ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, რომელიც არც დაგღლით და არც გაგაღიზიანებთ. წარმატების შემთხვევაში მიხვდებით, რომ სამყარო არც ისე ცუდია. უიღბლო სიყვარულიც უწინდელივით მძიმე და დამთრგუნველი აღარ მოგეჩვენებათ.
  თუ სიყვარული სრულფასოვანი შრომის საშუალებას არ გაძლევთ, მიეცით გრძნობას გასაქანი, იპოვეთ სხვა ობიექტი და დაუოკებელი ვნება მისკენ მიმართეთ. ასე დამცავი ვაქცინის დოზასაც მიიღებთ და აღარც წარსულ გრძნობაზე ფიქრი გაგაწამებთ. ოღონდ ზომიერება არ დაკარგოთ, თორემ შესაძლოა, ახალი ურთიერთობა ახალი ტანჯვის წყაროდ გექცეთ.
  უიღბლო სიყვარულს განსაკუთრებული სიმწვავით ძლიერ რომანტიკული ადამიანები განიცდიან. ისინი სხვებზე მეტად ახდენენ სიყვარულის იდეალიზებას და ყოველგვარი დაბრკოლება უდიდეს ტანჯვას აყენებთ. თუ თქვენც ასეთი ბრძანდებით, სასწრაფოდ შეიცვალეთ სამყაროს შესახებ რომანტიკული წარმოდგენა და უპასუხო სიყვარულსაც სხვა თვალით დაინახავთ.
  ნუ დაუჯერებთ ადამიანებს, რომლებიც გარწმუნებენ, რომ სიყვარული უკვდავია, რომ გულს ვერ უბრძანებ, რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება, წრფელად გიყვარდეს. ასეთი ფრაზები ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების შეგონებებს წააგავს, რომელთაც მავნე ჩვევასთან გამოთხოვება არ სურთ. სძლიეთ ემოციებს და სულ მალე იამაყებთ საკუთარი თავით.
  გამოსავალი სიყვარულის დამთავრებაა. აირჩიეთ მეგობარი, დაუჯექით პირისპირ, მოუყევით ყველაფერი – გაცნობიდან განშორებამდე, არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ გრძნობებსა და ემოციებზე, ეცადეთ, ყოველივეს ოფიციალური მოხსენების სახე მისცეთ. „მოხსენების“ მეორე ნაწილი იმ გრძნობებს დაუთმეთ, რომლებიც ამ ურთიერთობისას განიცადეთ. მესამე ნაწილში გააანალიზეთ, რას განიცდით ამ წუთას და წერტილი დასვით.
გჯეროდეთ, რომ მალე გავა ზამთარი და დადგება გაზაფხული, ისევ აყვავდება ნუში და კვლავ შეგეყრებათ სიყვარულის სენი.

ხელჩართული
  ბრძოლა

  ფიქრობთ, რომ ძლიერი კაცები გადაშენდნენ და აღარ არიან  თუ დაიმალნენ სადმე და ჩვენ ვერ ვპოულობთ? როგორები უნდა  ვიყოთ ჩვენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში  ძლიერი კაცები   მოვიზიდოთ?
  ძალიან მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ, რომელი ტიპის ქალებს მიეკუთვნებით და საიდან უნდა დაიწყოთ ცვლილებები, რომ მამაკაცის  გვერდით თქვენი ადგილი იპოვოთ და გადადგათ ნაბიჯები, რომლებიც სულ მალე უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს რეალობას.
რა სარგებლობა მოაქვს  ჩვენს  ცხოვრებაში კაცს?
რატომ გვჭირდება ასე ძალიან ერთმანეთი და რატომ ვერ ვძლებთ მათ  გარეშე, მაშინაც კი, როცა გვეჩვენება, რომ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის და ლამის ხელჩართული ბრძოლა გვაქვს გაჩაღებული.
ერთი სქესი ამტკიცებს, რომ ყველაფერი კაცების ბრალია, მეორე კი – მთელ პასუხისმგებლობას ქალებს გვაკისრებს.
ერთადერთი ჭეშმარიტება და ალბათ, პრობლემაც, ისაა, რომ ორივე მხარე მართალია.
კაცები გვედავებიან, რომ საკმარისად ტკბილები და ალერსიანები არ ვართ, ქალები საპასუხოდ ვწუწუნებთ, რომ სწორედ ისინი არ გვაძლევენ იმდენ სითბოსა და სიყვარულს, რომ დაგვატკბონ და დაგვათბონ…
 ისინი გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ გავხდით ძლიერები და აღარ გვაქვს ქალური სინაზე, ჩვენ ვუმტკიცებთ, რომ სწორედ კაცები დასუსტდნენ და ძლიერები კი დინოზავრებივით გადაშენდნენ და სწორედ ამ მიზეზით გვიწევს, ვიყოთ ძლიერები.
მოკლედ, პოლემიკა  უკვე კარგა ხანია, გრძელდება.
შევეცადოთ და ვუპასუხოთ კითხვას: როგორია ძლიერი მამაკაცი?
ძლიერი კაცის მახასიათებლებია:
* არის ძლიერი დასაყრდენი ქალისთვის;
* ზურგი, რომლის გვერდითაც თავს დაცულად გრძნობ;
* აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი;
* აქვს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი;
* აქვს ინიციატივის გამოჩენის უნარი;
* გმირია – საყვარელი ქალისთვის;
* მომთმენია;
* მიზანსწრაფულია;
* შემოქმედებითია;
* რომანტიკულია;
* ყურადღებიანია;
* თბილია და მოსიყვარულე;
* ხელგაშლილია და გულგაშლილი;
* კეთილია, უანგარო და რაც მთავარია, ერთგული.
თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქალები  ჩვენ წილ ძლიერ კაცებს თავად ვქმნით ჯერ წარმოსახვაში და შემდეგ კი – რეალობაში.
ძლიერ კაცს  აღარ უნდა  სჭირდებოდეს  კუდში დევნა და ძახილი – ე, ბიჭო, გაძლიერდიო. მამაკაცმა თავად უნდა იცოდეს, რა სიტუაციაში როგორ მოგექცეს, რომ მის გვერდით თავი მუდმივად უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნო.

скачать dle 11.3