კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 რატომ სცემა დოდო აბაშიძემ საბჭოთა კავშირის გმირი მელიტონ ქანთარია

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  იცით თუ არა, რომ კიდევ ერთი ნაღდი თბილისელი, ცნობილი მსახიობი დოდო აბაშიძე ცხოვრებისეული „კარიერის“ დასაწყისში მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ის თურმე ზემელზე პურის მაღაზიაში „მოღვაწეობდა“. აწონისას ცოტას იპარავდა და როგორც გურამ ლორთქიფანიძე იგონებს, თავის მშიერ საძმაკაცოს უნაწილებდა. ერთხელაც, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები მივიდნენ კონტროლზე, ამ საქმეს მაშინ სტუდენტებს ავალებდნენ. დოდოს სავაჭრო ობიექტში ეროსი მანჯგალაძე და ბადრი კობახიძე მოხვდნენ. ეროსი მანჯგალაძეს მიუმართავს – „პატივცემულო, მომხმარებელს რატომ ატყუებო“. შენ ვინ გკითხავსო, უთქვამს დოდოს და წაურტყია ალიყური. გავიდა რამდენიმე წელი. დოდო აბაშიძემ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. რასაკვირველია, მალე ეროსი მანჯგალაძესაც შეხვდა, რომელმაც იცნო: „თქვენ ის გიჟი მეპურე არა ხართ, ალიყური რომ მითავაზეთ? ძალიან გთხოვთ, ამ ინციდენტს ნურავის მოუყვებით“. მაგრამ დოდო აბაშიძე, როგორც ანეკდოტს, ყველგან ყვებოდა, თურმე... დღეს დოდო აბაშიძის  დღიურებში მისი ცხოვრების ძალიან საინტერესო ეპიზოდებს წაიკითხავთ. ასე კიდევ უფრო ახლოს გაგაცნობთ დიდ მსახიობს.
 „გამაქექინეთ  ნაცარი“
  თეატრშიც და კინოშიც დოდო აბაშიძის პირველი პარტნიორი მედეა ჩახავა იყო. ქალბატონი მედეა იხსენებდა, ასეთ პარტნიორზე უნდა იოცნებოს მსახიობმა. „ჭრიჭინაში“ საწვიმარი ღარის ქვეშ ცქრიალასთვის (მედეა ჩახავა) სიყვარულის ახსნის ეპიზოდში, თურმე, მთელი სამი დუბლის განმავლობაში თავზე ყინულივით ცივ წყალს ასხამდნენ, დოდო კი იძახდა, არ მცივაო. სიცივე გადაღების შემდეგ იგრძნო და მერე თავადვე ამბობდა, ამას როგორ გავუძელიო. ამ პატარა სახასიათო როლის შემდეგ დოდოს მაშინვე შესთავაზეს აბდუშაჰილის როლი
ყველასათვის საყვარელ ფილმში „ბაში-აჩუკი“. ამ როლმა მსახიობს სათავგადასავლო ფილმის „ვარსკვლავის“ სახელი მოუტანა – იგი კინოსტუდიის წამყვანი მსახიობი გახდა. კინოში, დაახლოებით, სამოცამდე როლი ითამაშა და ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ მაყურებელს ყველა ძალიან უყვარს. თვითონ კი შესრულებული როლებიდან ყველაზე მეტად ყვარყვარე მოსწონდა. ამაზე არ ლაპარაკობდა, მაგრამ თურმე ფილმის სცენარის ავტორს, რეზო ჭეიშვილს ხშირად სთხოვდა ხოლმე, გამაქექინე ნაცარიო. მერაბ კოკოჩაშვილისთვისაც არაერთხელ უთქვამს, გადაიღე რაღაც „დიდი მწვანე ველის“ (ამ ფილმში იგი სოსანას როლს თამაშობს) მსგავსი ფილმი, კარგად გამოგდისო (ავტორი თ. ოთიაშვილი).
დოდო  აბაშიძემ
შაჰის  ცოლს  აკოცა
  დოდო აბაშიძეს ერთ-ერთი პრიზი „პირველ მერცხალში“ (რეჟისორი – ნანა მჭედლიძე) შესრულებული როლისთვის თეირანის კინოფესტივალზე გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალს ირანის შაჰის ცოლი – სურიეც ესწრებოდა. დოდო აბაშიძე ერთადერთი  ადამიანი იყო  მსოფლიოში, რომელმაც გაბედა და შაჰის ცოლს აკოცა. ცერემონიის დროს დედოფალს უთქვამს, არ გეგონოთ, რომ ეს უბრალო და ჩვეულებრივი პრიზია, მასში თექვსმეტი გრამი ოქროაო. დოდოს თარჯიმნისთვის უთხოვია, რასაც გეტყვით, სიტყვა-სიტყვით უთარგმნეთო. „რაც თქვენ და თქვენმა წინაპრებმა საქართველოდან ოქრო-ვერცხლი გაიტანეთ, ახლა თექვსმეტი გრამი ოქროთი გინდათ, რომ თავიდან მომიშოროთ?!“ – ხუმრობით უთქვამს დოდოს და თან ხელზე ემთხვია, რაც პროტოკოლში არ შედიოდა. შაჰის მეუღლეს ახლოს არ უნდა მიჰკარებოდა, დოდო კი არამც თუ ხელზე ემთხვია, დიდხანს არ
გაუშვა მის ხელს ხელი, ითვლიდა, როდემდე შესძლებდა შაჰის მეუღლის ხელის ხელში გაჩერებას. ოცდარვამდე დაითვალა და დედოფალმა არც იკადრა, რომ ხელი წაერთმია, „ერთადერთი, ოდნავ შეარხია ერთი თითი და მაშინ გავუშვი ხელი“, – იხსენებდა შემდეგში თავად დოდო აბაშიძე.
წყალწაღებულთა  გადარჩენისთვის
  დოდო აბაშიძე ერთი ასეთი პრიზითაცაა დაჯილდოებული –   „წყალწაღებულთა გადარჩენისთვის“. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ იგი ელბაქიძის ხიდიდან გადახტა ტაქსის მძღოლის საშველად, რომელიც მაისის წყალდიდობისგან აზვირთებულ მტკვარს მიჰქონდა. „გენიალური რეპეტიცია“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა მაშინდელმა საკავშირო გაზეთმა „იზვესტიამ“ ამ შემთხვევის შესახებ ვრცელი ინფორმაცია. კორესპონდენტის კითხვაზე, როგორ გაბედეთ ხიდის მოაჯირიდან ადიდებულ მდინარეში გადახტომაო, დოდომ ხუმრობით უპასუხა: „კარგი რეპეტიცია გამომივიდა, გენიალურივით. სწორედ, ახლა მიღებენ „ზღვის შვილებში“, სადაც გულკეთილ მეზღვაურს ვთამაშობ და, სცენარის მიხედვით, ჩემმა გმირმა წყალწაღებული უნდა გადაარჩინოს“.
ნამდვილი  პანტერა
  საოცრად კაცთმოყვარე ადამიანი იყო, ვერ იტანდა,  ვინმეს თუ ჩაგრავდნენ. „დოდო თავისი სისუფთავით, ვაჟკაცობით, გონიერებით, სიყვარულით ჩვენი უბნის და მთელი ქალაქის საზომი იყო. – იხსენებდა შემდგომში გურამ ლორთქიფანიძე („ლორთქია“), – არაჩვეულებრივი ოჯახიშვილი გახლდათ, ჩემი უფროსი მეგობარი და ყველას გაჭირვების ტალკვესი. დოდოსგან ვისწავლეთ ყველაფერი: ქუჩაში ლაღად დადიოდა, მართალი ნაბიჯი და უდიდესი მოთმინების უნარი ჰქონდა. თავისი ინიციატივით არასოდეს უჩხუბია, მაგრამ თუ დაინახავდა, რომ ვინმეს ჩაგრავდნენ ან პირადად შეეხებოდა ვინმე, მტრისას, ჩხუბში ნამდვილი პანტერა იყო!“ ერთხელ ბატონმა გურამმა ისიც მოყვა, როგორ სცემა დოდო აბაშიძემ „ინტურისტის“ ბაღში, საზაფხულო რესტორან „ორიენტში“ საბჭოთა კავშირის გმირი მელიტონ ქანთარია. რაზე სცემა, ბატონ გურამს კონკრეტული მიზეზი არ ახსოვდა („მგონი, უზრდელად მოიქცა და დოდომ ეს ვერ აიტანა. მელიტონი ცოტა უხეში კაცი იყო“), მაგრამ დოდო ამის გამო გაციმბირებას ძლივს რომ გადაურჩა, ფაქტია. მელიტონმა დოდოს სამაგალითო გასამართლება მოითხოვა და არავის თხოვნას არ ითვალისწინებდა – ყველას უარით ისტუმრებდა. თხუთმეტი დღის განმავლობაში დოდოს გათავისუფლებას უშედეგოდ ცდილობდნენ აკაკი ხორავა, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი, ელდარ შენგელაია… საბჭოთა კავშირის „პირველი მედროშის“ დაშოშმინება, თურმე, მხოლოდ სენაკელმა „კანონიერმა ქურდმა“, „ყვავამ“ შეძლო. თავად მელიტონმაც კი გაოცებულმა უთხრა დოდოს: შენ ვინ ყოფილხარ, კაცო?! მთელი ქვეყანა კი მოვიდა ჩემთან სათხოვნელად, მაგრამ „ყვავაც“ თუ შეწუხდებოდა შენი გულისთვის და სენაკიდან ჩამოვიდოდა, არ მეგონაო…
„ფესვები“
  „ფესვები“ დოდო აბაშიძის ბოლო ფილმი იყო, თუმცა ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ფილმი ეკრანზე არ უნახავს. როდესაც კინოს სახლში ფილმის ჩვენების დროს მისი გმირი – გიორგი კვდებოდა, პარალელურად, „ლეჩკომბინატში“ ზუსტად იმავე დიაგნოზით – სისხლის ჩაქცევით დოდო აბაშიძე გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1989 წელს, მას რუსეთის კინოაკადემიის პრემია „ნიკა“ მიენიჭა.


скачать dle 11.3