კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ მოახერხა საქართველოს ბიუჯეტმა, რომ წლევანდელი ბიუჯეტი, მსყიდველობითუნარიანობით, აღემატებოდეს წინა წლის ბიუჯეტს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თითქმის ყველა სახელმწიფოს ვალი გაიზარდა. მეორე მხრივ, დიდი დარტყმა მიადგა მთელი მსოფლიოს ეკონომიკასაც. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: თუ მსოფლიო ეკონომიკა შემცირდა და ფული არ არის, მაშინ ვისგან და საიდან იღებენ ვალს სახელმწიფოები და არის თუ არა ეს წყარო საკმარისი? – ამ ერთგვარად რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გასაცემად ეკონომიკის ექსპერტს, იოსებ არჩვაძეს მივმართეთ.
– თუ მსოფლიო ეკონომიკა გაჩერებულია, ვიღაცებს საიდან აქვთ ფული თან, გასასესხებელი?
– საგარეო ვალების ზრდა რამდენიმე კრიტერიუმით იზომება. ჯერ ერთი, აბსოლუტური მოცულობით, მეორე, თანაფართობით მთლიან შიდა პროდუქტთან და არის კიდევ ერთი მაჩვენებელი: მოსახლეობის ერთ სულზე აღებული ვალების სიდიდით. ვარაუდობენ, რომ გლობალური მასშტაბით, პანდემიის გამო 8-12 პროცენტამდე შემცირდება ეკონომიკის მოცულობა. ამავე დროს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, უპირველესად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი რეზერვების სრული მობილიზაციის ხარჯზე დამატებით გაეცა ერთი ტრილიონი დოლარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ქართული ანდაზაა, თაფლი იყოს, ბუზი ბაღდადიდან მოვაო და მსოფლიოს ასზე მეტმა ქვეყანამ მოითხოვა თანხა, რომლის ჯამური სიდიდე 3 ტრილიონ დოლარს აღემატებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ დროულად იბრძოლა და მიიღო დახმარება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, დაახლოებით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი.
– უკვე მიიღო თუ პირობა მიიღო?
– პირობა მიიღო და სიტყვიერ შეპირებას ზოგიერთ ქვეყანასთან ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე მეტი ძალა აქვს. 2020 წლის ბიუჯეტში რომ ცვლილება შევიდა და დაფინანსება გაიზარდა, განპირობებული იყო ამ საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერითაც. საქართველოს ბიუჯეტზე კიდევ ის შემიძლია, ვთქვა, რომ, მართალია, საბიუჯეტო შემოსავლები წელს გეგმიურთან შედარებით შემცირდება 1.8 მილიარდი ლარით, მაგრამ ჯამურად, რაკი მოხერხდა თანხის, სესხების მობილიზაცია 8 მილიარდ ლარზე მეტი ოდენობით, ამის ხარჯზე წლევანდელი ბიუჯეტი ცვლილებების შემდეგ, ინფლაციის გათვალისწინებითაც კი, თავისი მსყიდველობითუნარიანობით, წინა წლისას თითქმის 6 პროცენტით აღემატება. უბრალოდ, ამ თანხების დიდი ნაწილი მოხმარდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას.
– თუ სამი ტრილიონია მოთხოვნა და სავალუტო ფონდი ერთი ტრილიონის გაცემას აპირებს, სხვაობას რა ეშველება?
– ეს, ზოგადად, ასეა, მოთხოვნა უფრო მეტია ხოლმე. როდესაც საქართველოს ბიუჯეტს ადგენენ, მაშინაც სამინისტროების, სხვადასხვა უწყებების განაცხადი თავდაპირველ ვარიანტში საკმაოდ მაღალია, შემდეგ იფილტრება და შესაბამისობაში მოჰყავთ შესაძლებლობის მიხედვით. უბრალოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ დროზე მოახერხა მისაღებ თანხაზე გარანტიის მიღება. ალბათ, ამაში თავისი როლი შეასრულა წინა წლებში ბეჯითი მოსწავლის რეპუტაციამ: სავალუტი ფონდის რეკომენდაციებს ქართული მხარე ყოველთვის ზედმიწევნით ასრულებდა და რამე გაუგებრობა არ გვქონია ამ ორგანიზაციასთან. ერთ ციფრსაც გეტყვით: საუბრობენ, რომ საქართველომ უზარმაზარი ვალი აიღო და ის ჩვენი შთამომავლობის გადასახდელი იქნება. რა თქმა უნდა, გაიზარდა სახელმწიფო ვალის თანაფარდობა ქვეყნის ეკონომიკის მოცულობასთან. იყო, დაახლოებით, 45 პროცენტამდე და ახლა შეიძლება, 56 პროცენტს ასცდეს მთავრობის მიერ აღებული და ეროვნული ბანკის ვალიც. მაგრამ ცოტა ცუღლუტური შედარება რომ გავაკეთოთ: აშშ-საც აქვს ვალები და მისი სახელმწიფო ვალი ყოველ 20 საათში იმდენით იზრდება, რაც საქართველომ აიღო პანდემიის გამო. მართალია, ამერიკას სხვა მასშტაბი აქვს, სხვა წონითი კატეგორიაა, მაგრამ შედარებისთვის მაინც გამოდგება.
– ვინ მოითხოვა თანხა, ყველა სახელმწიფომ, სადაც კორონავირუსი იყო და არის გავრცელებული?
– ყველა სახელმწიფომ, ეკონომიკურად ჩამორჩენილმა, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოებმა. უფრო იოლი იქნება იმის დათვლა, რომელმა სახელმწიფოებმა არ მიმართეს სავალუტი ფონდს დახმარებისთვის. საგარეო ვალების სიდიდით, მსოფლიო ლიდერია აშშ, მსოფლიო ვალების 31 პროცენტი მოდის მის წილად. მეორე ადგილზეა იაპონია  – დაახლოებით, 17 პროცენტით, მესამეზე – ჩინეთი, 9.8 პროცენტით, მეოთხეზე – იტალია, დაახლოებით. 4 პროცენტით, მეხუთეზე – საფრანგეთი, 3.9 პროცენტით, შემდეგ – გერმანია და გაერთიანებული სამეფო, 3.5-3.5 პროცენტით. იმის თქმა, რომ, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, ის ვალებს არ იღებს, აბსოლუტურად არასწორია. პირიქით, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, ის უფრო თამამად იღებს ვალებს და ვალების სიდიდის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გაცილებით მეტი აქვთ. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვალის თანაფარდობა ამ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს უკვე ასცდა და 108 პროცენტია. კიდევ უფრო მეტი აქვს, მაგალითად, იაპონიას, 200 პროცენტს აღემატება ეს მაჩვენებელი. საქართველოს სახელმწიფო ვალი ისე დიდი არ არის, მაგრამ სახელმწიფოს გარდა ვალს იღებს კერძო სექტორიც, საბანკო სტრუქტურები, კომერციული ორგანიზაციები და მათ მიერ აღებული ვალის სიდიდე აღემატება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის სიდიდეს და ჯამში ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ქვეყნის საგადამხდელო ბალანსზე. ანუ ვალს მომსახურება უნდა. მომსახურებისთვის კი ვალუტა გაედინება ქვეყნიდან და წელს გათვალისწინებულია მილიარდ 400 მილიონი ლარის დახარჯვა ვალების მომსახურებაზე. შედარებისთვის, აშშ მხოლოდ პროცენტის სახით იხდის 575 მილიარდ ლარს, მაგრამ ეს სხვა განზომილებაა.
– მაგრამ მათი ბიუჯეტიც შესაფერისი განზომილებისაა.
– რა თქმა უნდა, აქ პირდაპირ ვერც შევადარებთ. იქ სხვა მასშტაბია, ბოლოს და ბოლოს, მოსახლეობით, აშშ საქართველოს 100-ჯერ აღემატება. არის კიდევ ერთი მაჩვენებელი: მოსახლეობის ერთ სულზე ვალების სიდიდე და შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს მაჩვენებელი არ არის კატასტროფული. უფრო მეტიც, მეზობლებთან შედარებით, მოსახლეობის ერთ სულზე შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება ჩვენი ვალები. ყოველ შემთხვევაში, პანდემიამდე ასე იყო და ბოლო მონაცემებს გავიგებთ წლის ბოლოს, თუ რამდენი სესხის აღება შეძლეს ჩვენმა მეზობლებმა, სომხეთმა, თურქეთმა, აზერბაიჯანმა. მაგრამ არ მგონია, რადიკალური ცვლილება იყოს.
– პანდემიის გამო აღებული სესხები უფრო შეღავათიანია თუ სტანდარტული, როგორსაც ჩვეულებრივ, გასცემდა სავალუტო ფონდი?
– საგარეო ვალის პროცენტი, ჩვეულებისამებრ, უფრო დაბალია, ვიდრე ქვეყნის შიგნით აღებული ვალი.
– ანუ სახელმწიფო გარედან უფრო ნაკლები პროცენტით იღებს ვალს, ვიდრე შიგნიდან?
– სახელმწიფო, მოქალაქეები და ბიზნესი ერთმანეთის კონკურენტები ვართ ქვეყნის შიგნით საკრედიტო რესურსების აღებაში. პირობითად, თუ საკრედიტო რესურსია 10 მილიარდი ლარი, რაც მეტს ისესხებს სახელმწიფო საბანკო სექტორისგან, სხვა გამსესხებელი სექტორი ჯერჯერობით არ არის ქვეყანაში, მით ნაკლები რჩება ბიზნესისა და მოსახლეობისთვის და, როდესაც მცირდება მიწოდება, ეს სხვა თანაბარ პირობებში ნიშნავს ფასის გაზრდას და ფასის გაზრდა ეს არის პროცენტის განაკვეთის ზრდა. ამდენად, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენთან საპროცენტო განაკვეთი მაღალია ბიზნეს და სამომხმარებლო სესხებზე, არის ის, რომ სახელმწიფო აქტიურადაა ჩაბმული ამ რესურსების მოზიდვაში და კონკურენციას უწევს კერძო ბიზნესსა და მოსახლეობას. 2.5-ჯერ უფრო მაღალია ქვეყნის შიგნით საკრედიტო რესურსის ფასი, ვიდრე მსოფლიო მასშტაბით მოზიდული სახსრების.
– შიდა ვალებს რისთვისღა იღებს სახელმწიფო და თან უფეო ძვირად?
– თუ სამთავრობო ვალებზე ვლაპარაკობთ, უპირვეელსად, ბიუჯეტის შესავსებად, იმ ვალდებულებების დასაფინანსებლად, რომლებიც სახელმწიფომ აიღო თავის თავზე. თუ პროცენტულად ავიღებთ: დაახლოებით, 80 პროცენტამდე ეს არის საგარეო ვალი, ხოლო 20 პროცენტზე ოდნავ მეტია საშინაო ვალი და თუ ავიღებთ პროცენტის გადასახდელ თანხას, იმ 20 პროცენტის წილი მომსახურებაში იზრდება 45 პროცენტამდე. ბანკებსაც ნაკლები პრობლემა აქვთ: სახელმწიფო არსად მირბის, გარანტირებულია გადახდა და ხალისით ასესხებენ ფულს სახელმწიფოს. თან, ურთიერთობასაც ინარჩუნებენ და კერძო მსესხებლებს ურჩევნიათ. დაახლოებით, 400 მილიონ ლარზე მეტი ვადაგადაცილებული სესხებია ბანკებში და მათი ამოღების პრობლემა მნიშვნელოვანია. ამას შემდეგ ისევ სახელმწიფო იყენებს სათავისოდ. გახსოვთ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ვადაგადაცილებული სესხების დიდი ნაწილი ჩამოიწერა.
– „ქართუმ“ გადაიხადა.
– დიახ და ბანკებმა დაკარგული სესხების 5 პროცენტამდე თანხა ამოიღეს. ამიტომ ბანკებს ურჩევნიათ ურთიერთობა სახელმწიფოსთან, რომ მიიღონ სტაბილური შემოსავალი პროცენტების სახით.
– როდესაც ნოღაიდელი იყო პრემიერ-მინისტრი, სააკაშვილის დროს, სახელმწიფოს მისგან ჰქონდა ნასესხები ფული, დეკლარაციაში წავაწყდი ამ ინფორმაციას.
- ასეთი ფაქტები აღარ ხდება. გასული საუკუნის 90-ან წლებში უფრო უარესი რამეები ხდებოდა.
დიახ. კუპონებში რომ დააბრუნეს აღებული სესხები, ლამის კაპიკებზე იაფად. სავალუტო ფონდმა რეზერვებიდან გამოყო ტრილიონი დოლარი და მსოფლიო ეკონომიკა თუ გაჩერებულია და მძიმედ მოძრაობს, რა წყაროებიდან შეივსებს?
– საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჰყავს თავისი წევრები და მათ აქვთ თავიანთი წილი, რის შესაბამისად უნდა გადაიხადონ საწევრო და შეავსონ რეზერვი.
– ეკონომიკა თუ გაჩერდა?
– არ გაჩერდება, ვლაპარაკობთ 8-12-პროცენტიან შემცირებაზე, თან, ყველაზე დიდი ვარდნის პერიოდი მოუწია მარტიდან მაისამდე, ამჟამად აშშ-ში სამუშაო ადგილები უკვე შეიქმნა, ეკონომიკა გამოცოცხლების გზაზეა და აქვს შანსი, რომ წლის მეორე ნახევარი, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არ იქნა, პირველ ნახევართან შედარებით პლუსით დაამთავროს.
– მაგრამ გარდა აშშ-ისა, სხვა სახელმწიფოებიცაა დედამიწაზე, რომლებიც პლუსში ვერ გადადიან. თუ ღარიბები უფრო დამოკიდებულები გახდებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებზე?
– ტურიზმის წილი მსოფლიო ეკონომიკაში საგრძნობლად შემცირდება. ქვეყნის ეკონომიკის პანდემიამდელ დონეს ზოგიერთი ქვეყანა 2021 წელსაც კი ვერ მიაღწევს. განსაკუთრებით ის ქვეყნები, რომლებიც ტურიზმით იკვებებოდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფაქტობრივად, 2-3 წელიწადი ისტორიაში ამოვარდება.

скачать dle 11.3