კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რა საჩუქარი აქვს ოთო აბესაძეს ყოფილი პატიმრებისთვის და რაზე ეჭვიანობს ხოლმე დეა აფციაური

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ოთო აბესაძე ციტაუ გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევრის ეგიდით, გერმანული მხარის წარდგენით, გაეროს ეკონომიკური კვლევების ექსპერტად აირჩიეს. დღეს ის სეუ-ს, კავკასიის უნივერსიტეტის, თსუ-სა და თოუ-ს პროფესორია. ასევე, გახლავთ რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. გარდა კარიერული წინსვლისა, ოთოსა და დეას ოჯახურ ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიახლეა – სამი თვის წინ ისინი გოგონას მშობლები გახდნენ. წყვილი თავის ოჯახურ ცხოვრებასა და წარმატებაზე გვესაუბრა.   
  ოთო აბესაძე: დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც გერმანიის  ციტაუ გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევარი ვარ. ის ერთ-ერთი წამნყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტია გერმანიაში და ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. პროფესორი, რომელიც იქ ჩემი კვლევის ხელმძღვანელი და კოლეგაა, სხვადასხვა კვლევაშია ჩართული, მათ შორის გაეროს ეგიდით წარმოებულ ეკონომიკურ კვლევებში. ამ ადამიანმა შემომთავაზა, როგორც უნივერსიტეტის მკვლევარს, ჩემი რეზიუმეც წარმედგინა.  უფრო კონკრეტულად, გერმანულმა მხარემ წარმადგინა, მერე გაეროში განიხილეს და ამირჩიეს. აწი რა შეკვეთებსაც მიიღებს გერმანული მხარე გაეროს ეგიდით, როგორც ერთ-ერთი ექსპერტი, ამ ყველაფრის მკვლევარი მე ვიქნები. მგონი, ამ სტატუსის მქონე პირველი ქართველი ვარ.
– ბოლო პერიოდში, არაერთ წარმატებას მიაღწიე. ციხის ამბების მერე, იფიქრებდი ამ ყველაფერზე?
– ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ძალიან მიყვარს  შრომა და ფუჭად არაფერს ველოდები. ვიანაიდან ასე კარგად აეწყო ყველაფერი, მინდა, ციხიდან გამოსულ ადამიანებს, სრულიად უსასყიდლოდ, ჩავუტარო ტრენინგები და ლექციები, რათა გახდნენ აქტიურები და არ იფიქრონ, რომ მათ არაფერი შეუძლიათ. მინდა, ადამიანებმა, რომლებიც ციხეს დატოვებენ, იფიქრონ, რომ მათი ცხოვრება ამით კი არ დამთავრებულა, არამედ პირიქით, ახლა იწყება და ამის ნათელი მაგალითი მე ვარ. ჩემს ცოდნას,
გამოცდილებას სრულიად უსასყიდლოდ გავუზიარებ მათ და ეს იქნება ჩემი საჩუქარი ყოფილი პატიმრებისთვის. ვეძებდი ორგანიზაციას, რომელიც ამ კუთხით მუშაობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ ვიპოვე. ამიტომ გადავწყვიტე, თავად დავაფუძნო რესოციალიზაციის ცენტრი.
– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება კირას დაბადების შემდეგ?
დეა: ადვილად, თუმცა დიდი პასუხისმგებლობით მოვერგე დედის ამპლუას. ალბათ, ეს იქიდან გამომდინარეც არის, რომ პატარაც აღარ ვარ – ორივე ჩამოყალიბებულები ვართ და გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა. ბარიერები და მსგავსი რამეები არ გვქონია, პირიქით, დიდ სიამოვნებას ვიღებთ ბავშვის გაზრდაში და ორივე მაქსიმალურად ვართ ჩართულები კირას  ცხოვრებაში. კირა 31 მარტს დაიბადა, ზუსტად მაშინ, როცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაიწყო და რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეს პერიოდი კარგი იყო იმ კუთხით, რომ შევძელით, დრო მხოლოდ მისთვის დაგვეთმო.
ოთო: მთელი  კარანტინის პერიოდში კირა იყო ჩემი კოლეგა, რადგან ლექციები ონლაინ ტარდებოდა, დისტანციურად მიწევდა მუშაობა და მთელი ეს დრო ხელში მეჭირა ხოლმე. ფაქტობრივად, ყველა ლექცია ერთად ჩავატარეთ და ძალიან კარგად უხსნიდა სტუდენტებს სტატისტიკისა და ეკონომიკის თემებს (იცინის).
– როგორი გოგოა კირა? როგორც ვიცი, ყველაგნ თან დაგყავთ.
დეა: ჯერჯერობით კარგი გოგოა, ღამის თენებები და მსგავსი რამეები არ გვქონია, გამონაკლის დღეებს თუ არ ჩავთვლით. ცოტა ჭირვეულობის პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მაშინ ოთო იყო ბავშვისთვის დედაც და მამაც, შესაბამისად, არ გამჭირვებია. ვცდილობ, მქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია თანამედროვე გაიდლაინების შესახებ, რადგან მგონია, რომ ასე რაღაცას არც გადავამეტებ და არც დავაკლებ. მოძველებური დამოკიდებულება მგონია, რომ ბავშვის გარეთ გაყვანა ღამე არ შეიძლება ან ორი თვე სახლში უნდა გყავდეს და ასე შემდეგ. იშვიათი გამონაკლისების გარდა, კირა ყველგან ჩვენთან ერთად დადის.
– დამხმარე გყავს?
– არა, ამ ეტაპზე დეკრეტულ შვებულებაში ვარ და ვთვლი, რომ დამატებითი დამხამარე არ გვჭირდება. თან, ოთო არის ძალიან კარგი მამა. იმდენად ბოლომდეა ამ ყველაფერში ჩემთან ერთად ჩართული და იმდენად გვერდში მიდგას, რომ ნამდვილად არ ყოფილა დამხმარეს საჭიროება. რეალურად, კირა ამ ეტაპამდე მარტო მე და ოთომ გავზარდეთ.
– ამბობენ, ბავშვი წყვილის ურთიერთობას აცივებს და ცვლისო. თქვენს შემთხვევაში როგორაა?
ოთო: ეს ყველაფერი არის მითი და ტყუილი, როგორ შეიძლება, ცოლ-ქმრის სიყვარული შვილმა გააციოს. პირიქითაა ყველაფერი – შვილი არის ყველაზე
დიდი რესურსი იმისთვის, რომ შენს  გარშემო სრული იდილია შეიქმნა. თან, როცა ბავშვს ერთად ვზრდით, ღამეებს ერთად ვათენებთ, ეს ურთიერთობის პირველი შემაკავშირებელი ფაქტორია. დეა რომ ახალი ნამშობიარები იყო, ხელს ვუწყობდი, რომ გამოეძინა და „ღამის მშობელი“ მე ვიყავი. იმ პერიოდში ჩემსა და კირას შორის დიალოგებმა მოგვცა საოცარი შედეგი. სამი თვის ბავშვი მის ასაკთან შედარებით გაცილებით მეტ რამეზე რეაგირებს.
დეა: ურთიერთობას ცვლის, ოღონდ კი არ აცივებს, არამედ უფრო მჭიდროს ხდის. თუ მანანმდე არ იყო მყარი ნიადაგი ურთიერთობაში, ბავშვის გაჩენის შემდეგ შეიძლება, წარმოიქმნას რიგი პრობლემები, მაგრამ სადაც ჯანსაღი ურთიერთობა და სიყვარულია, იქ ყველაფერი პირიქით ხდება. ჩვენს შემთხვევაში დღეს უფრო ერთნი ვართ, ვიდრე ადრე. ზოგჯერ ოთოს ვეხუმრები ხოლმე, კიდევ კარგი, ბუნებრივ კვებაზე მყავს, თორემ ჩემთან არც მოვიდოდა ბავშვი-მეთქი. კირა მამასთან იმდენად კონტაქტურია, რომ ვეჭვიანობ ხოლმე (იცინის). 21-ე საუკუნეში ის სტერეოტიპი, რომ მამა შორიდან უნდა უყურებდეს მისი შვილის ზრდა-განვითარებას, აღარ უნდა იყოს.
– ოთო, პამპერსის გამოცვლასა და ბავშვის დაბანას მარტო ახერხებ?
ოთო: კი, უპრობლემოდ. პამპერსის გამოცვლა იქნება, გართობა, დაბანა თუ სხვა რამ, ყველაფერში ყოველთვის მივიღებ მონაწილეობას. ამ მარტივი რაღაცების გარდა, ვზრუნავ ბავშვის განვითარებაზე – ეს არის ჩემი ამომავალი წერტილი.
– მგონი, კირა მამიკოს ჰგავს, ხომ? სახელი რომელმა შეურჩიეთ?
დეა: კი, მამამისის ასლია, მაგრამ ოთო მეუბნება, შენ გგავსო. ხასიათებით ორივე ემოციურები და აქტიურები ვართ, კირა ჯერჯერობით უფრო მშვიდია. სახელი ორივეს ძალიან მოგვწონდა, თან არავის არ ერქვა და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს შვილს მოუხდებოდა.

скачать dle 11.3