კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ნინი გრძელიშვილი: უცხო მამაკაცი გამომეცხადა – გულში ჩამივარდი და სულ ქმრიანი და სამი შვილის დედა რომ იყო, არ დაგანებებ თავსო

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მოდელმა ნინი გრძელიშვილმა სილამაზის არაერთ საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა გამარჯვება, მათ შორის: Sest Model of Georgia, Best Model of the Yaers, Niss Tourism International... გარდა ამისა, ნინი პორტუგალიური სპორტული ჟურნალის „რეკორდის“ სახე გახდა და მისი გარეკანი დაამშვენა. მოდელი აქტიურადაა სამოდელო სფეროში ჩართული არა მხოლოდ პოდიუმზე, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო სილამაზისა და სამოდელო პროექტების ორგანიზებაშიც. რამდენად რთულია  მოდელის პროფესია და რა ხდება მის კარიერაში, ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ნინი გრძელიშვილი: პორტუგალიაში კიდევ მქონდა მიწვევა იმავე კონკურსზე და დღემდე აქტიური კონტაქტი მაქვს მათ წარმომადგენლებთან. ახლა, ქალბატონ ეკა მგალობლიშვილთან ერთად, ძირითადად, სხვადასხვა საერთაშორისო სამოდელო და სილამაზის კონკურსების ორგანიზების საკითხებში ვარ ჩართული. ჩვენი ქვეყანა წელიწადში ოთხჯერ მასპინძლობს სხვადასხვა კონკურსს და გარდა ორგანიზებისა, ინგლისურენოვანი წამყვანიც ვარ ხოლმე. სიმართლე გითხრათ, უფრო ეს მიმართულება მაინტერესებს, აქ ვიპოვე ჩემი თავი, თუმცა ისეც არ გამოდის, რომ პოდიუმს ბოლოდე ჩამოვშორდე, მაინც ვარ ხოლმე. ასევე, ვარ პედაგოგი და პატარა ბავშვებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ.
– ზოგჯერ მოდელებს პოდიუმზე უხერხული სიტუაცია ექმნებათ ხოლმე. გქონია მსგავსი შემთხვევა?
– როცა ყველა წუთი და წამი გაწერილია. ერთ-ერთ კონკურსზე უკვე საღამოს კაბებში იყო წარდგენა, რომ  შიდა საცვალი ვერ ვიპოვე. ძებნის დრო აღარ მქონდა და საცვლის გარეშე გავედი. კიდევ კარგი, კაბა გამჭვირვალე არ იყო. იმის შემდეგ კომპლექსი გამიჩნდა თუ რა არის, არ ვიცი, როცა კონკურსზე გავდივარ, პირველ რიგში, საცვლებს ვდებ ისეთ ადგილზე, სადაც დავინახავ (იცინის). ამის გარდა,  კაბის შეხსნა და კაბაზე ფეხის დაბიჯება ბევრი ყოფილა. ერთხელ ბაქოში ვიყავი მიწვეული საპატიო სტუმრად და ერთ-ერთი ჩვენების გახსნა მომიწია. ჟიურის წევრი ვიყავი, თუმცა დიზაინერმა ჩემთვის გადაინახა კაბა, რომელიც ნანახი არ მქონდა. რეალობის წინაშე როცა დავდექი, აღმოჩნდა, რომ კაბა 45 კილოგრამი იყო. მე თვითონ 55 კილოგრამი ვარ და 45-კილოგრამიანი კაბა როგორ ჩამაცვეს ან როგორ შევძელი გავლა, არ მახსოვს. კაბა ცოცხალი ვარდებით იყო შეკერილი.
– ალბათ, ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდები, შემაწუხებელია?
– ვერ ვიტყვი, რომ ამით ზედმეტად შეწუხებული ვარ, ისედაც მაქვს ხოლმე ამის სურვილი. არ მჯერა, რომ ამბობენ, არ მომწონს ყურადღების ცენტრში ყოფნაო. მეცინება ამაზე. მაგრამ ყურადღების მისაქცევად თავად არაფერს ვაკეთებ. არ მიყვარს მაკიაჟის გაკეთება, სახლიდან ისეთ ფორმაში გასვლა, ყურადღება ზედმეტად რომ მივიქციო. მე მგონი, ერთი უკიდურესობიდან, მეორე უკიდურესობაში ვვარდები – შეიძლება, საღამურითაც კი გავიდე გარეთ. სულ ამაზე მაქვს ხოლმე ჩხუბი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.
– კონკურსების ორგანიზატორი ხარ. ქასთინგებზე სასაცილო მომენტები არის ხოლმე?
– კი, ქასთინგები გამოირჩევა ხოლმე ამ კუთხით. ყოფილა, მშობელი მოსულა ქასთინგზე და ბავშვი არ მოუყვანია, უთქვამს, რომ თავად ჰგავდა (იცინის). ასევე, ერთმა დამირეკა და მითხრა ბავშვის მოყვანა მინდაო. ვკითხე ბავშვის ასაკი და მიპასუხა: 27 წლის არისო.
– პირად ურთიერთობაში რა ხდება?
– ისეთი არაფერი, საუბრად რომ ღირდეს, ძირითადად, სწავლაზე ვარ გადართული. წელს ვამთავრებ ბაკალავრს და მაგისტრატურაზე ვაბარებ, ვმუშაობ, პარალელურად, სამოდელო სფეროში ვარ და ისე გამოვიდა, რომ პირადმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. წარსულშიც არ მქონია რაიმე სერიოზული ურთიერთობა. ჩემი ასაკის გოგონებს ან ოდნავ პატარებს  რომ ყოველდღე ახალ-ახალი შეყვარებული ჰყავთ, ყველა მათი სიცოცხლე, სიყვარული და ერთადერთია, აი, ამაზე ძალიან მეცინება.
– თაყვანისმცემლები გაწუხებენ ხოლმე?
– თაყვანისმცემლები მყავს, ოღონდ ისინი, ვინც მე მინდა, რომ მყავდეს. ვფიქრობ, გოგოს თუ არ უნდა, იქ არც არაფერი იქნება. თან, ახლა კაცების მხრიდან ზედმეტი ყურადღება ისედაც ნაკლებად იგრძნობა. ერთი ორი უარის მერე აღარ მაწუხებენ. არ ვიცი, შეიძლება, ეს ჩემი ხასიათიდან გამომდინარეა, მე  მკაცრი ვარ. ვფიქრობ, იგნორი არის ის, რაც ნებისმიერ შემთხვევაში მუშაობს.
– რა გაუკეთებიათ შენს მოსახიბლავად ისეთი, რაც ყველაზე მეტად გახსოვს?
– ერთხელ ბაქოში ვიყავი რამდენიმე დღით ჩასული და ერთი მამაკაცი დაჟინებით მოითხოვდა ჩემთან შეხვედრას. საერთოდ არ ვიცნობდი ამ ადამიანს. ყოველდღე წითელ ვარდებს მიგზავნიდა სასტუმროში, იმ იმედით, რომ ვნახავდი, მაგრამ დიდად ყვავილები არ მიყვარს და ამით ვერ დამაინტერესა, ეტყობა, მეტი ფანტაზია ვეღარ ჩართო (იცინის). რამდენიმე კვირის წინ, მანქანაში დავუნახივარ სრულიად უცხო მამაკაცს, რომელიც გამომეცხადა შემდეგი ტექსტით: სულ ქმრიანი და სამი შვილის დედა რომ იყო, გულში ჩამივარდი და არ დაგანებებ თავსო. მოვატყუე, რომ მყავდა ქმარი და დავემშვიდობე. საღამოს მირეკავს და მიყვება ჩემზე ინფორმაციას: სად ვცხოვრობ, სად ვსწავლობ, ვინ ვარ, სად ვმუშაობ და ბოლოს მეუბნება: ოფიციალურად ქმარი არ გიფიქსირდებაო. სიმართლე გითხრათ, თავიდან შემეშინდა, მაგრამ მხოლოდ ზარებით შემოიფარგლებოდა და ყველგან დავბლოკე. იმედია, სადმე აღარ გადამეკვეთება.
– როგორი უნდა იყოს შენი რჩეული?
– განათლებული უნდა იყოს, ოღონდ დოქტორის ხარისხს არ ვგულისხმობ. ყველაზე დიდი პლუსი ის იქნება, თუ თეატრი ეყვარება, რადგან მე სიგიჟემდე მიყვარს და თუ ესეც არ იქნება, მაშინ მე უნდა ვუყვარდე ისე, რომ ჩემ გამო შეიყვაროს.
– როგორც ვიცი, მამასთან ურთიერთობა არ გქონდა. შეიცვალა რამე?
– არაფერი შეცვლილა, საერთოდ არ მქონია მასთან კონტაქტი და არც სადმე გადავკვეთილვართ. მისი მხრიდან არ ყოფილა ინიციატივა. ამაზე არც მწყდება გული, რადგან ეს არ არის ის თემა, რომელიც ჩემში სენტიმენტებს იწვევს. უბრალოდ, ვიცი, რომ ეს ადამიანი არის ჩემი ბიოლოგიური მამა და მორჩა. როგორც ხდება ხოლმე, სიბერეში თუ მოუნდება შვილი, მერე უკვე ეჭვი მეპარება, ჩემი მხრიდანაც ანალოგიური სურვილი იყოს.

скачать dle 11.3