კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 როგორ აღმოჩნდა გიგა კვეტენაძე შალვა რამიშვილისგან ნიკა გვარამიასთან და შეჰქმნია თუ არა მას პრობლემები მწარე კითხვების გამო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  გადაცემა „წიწაკები“ „პოსტივიდან“ „მთავარ არხზე“ გადავიდა და ძალიან მალე მისმა წამყვანმა – გიგა კვეტენაძემ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საჯარო შექებაც დაიმსახურა.
  გიგა კვეტენაძე: „პოსტივიდან“ „მთავარზე“ პირდაპირ არ აღმოვჩენილვარ. ჯერ აღმოვჩნდი „სიბლერ პროდაქშენში“, რომელიც აუთსორზე მუშაობს და საკმაოდ ბევრ კომპანიას უმზადებს რეკლამებს, გადაცემებს, პროექტებს, შოუებს და ასე შემდეგ. მე ვარ ამ პროდაქშენის ნაწილი, რომელმაც შეკრა გადაცემა „წიწაკები“ ერთ-ერთი ონლაინკაზინოსთვის და ერთი წლის განმავლობაში მის ყველა ინტერნეტპლატფორმაზე გადიოდა. შემდეგ ეს პროექტი მოეწონა ჩვენს პოტენციურ დამქირავებელს, ანუ „მთავარ არხს“ და ასე აღმოჩნდა „წიწაკები“ ამ არხზე. განსაკუთრებული სარჩული ამ ყველაფერს არ ჰქონია. უბრალოდ, კარიერულად გავიზარდე, ჩვეულებრივი ჟურნალისტიდან – საავტორო გადაცემის წამყვანობამდე.
– „პოსტივიზე“ როდის შეწყდა ეს გადაცემა და რატომ?
– გადაცემა არ შემწყდარა, უბრალოდ, მე მინდოდა, საკუთარი სპორტული შოუ მქონოდა. იყო შემოთავაზება და ამიტომაც წამოვედი. თუ ის გაინტერესებთ, „ქართული ოცნების“ მხარე ტელევიზიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარე ტელევიზიაზე როგორ აღმოვჩნდი, გეტყვით, რომ ძალიან ჩვეულებრივად, ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე. თავიდან ბოლომდე საქმიანი განწყობით და სურვილით – მქონოდა უკეთესი შოუ, უკეთეს ადგილას, უკეთესი ხელფასით.
– ზუსტად ამ რაკურსით გისვამ კითხვას, ერთი შეხედვით, შალვა რამიშვილისგან წამოხვედი ნიკა გვარამიასთან, რაც ვიღაცისთვის შეიძლება, კითხვის ნიშნებს აჩენს.
– მგონი, კარგია ბევრი კითხვის ნიშანი, არა?! როცა საკუთარი შოუ გაქვს და ცხოვრებაში რაღაცას აღწევ, „ასწორებს“.
– როგორი აღმოჩნდა „მთავარზე“ მუშაობა?
– როცა „წიწაკები“ წმინდა სპორტული პროექტი იყო, ვიცოდი, რომ ამ გადაცემას სპორტის მოყვარულები უყურებდნენ და მქონდა პასუხისმგებლობა, რომ ისეთი კითხვები დამესვა, რომლის პასუხებიც მათ აინტერესებთ. ახლა ისეთი კითხვა-პასუხია საჭირო, რომელიც ყველას უნდა აინტერესებდეს, რადგან ამ გადაცემის სტუმრები მხოლოდ სპორტსმენებით აღარ შემოიფარგლება და ამ ამბავს, მგონი, ნელ-ნელა ვუმკლავდები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა ქართულ ტელესივრცეში, რომელსაც არ ჰყავს სცენარისტები და ამიტომ არ არის მხიარული, რომელიც შეიძლება, პოლიტიკურსარჩულიან არხზე გადის, მაგრამ არც პოლიტიკურია. მინდა, ეს იყოს შოუს პრეცენდენტი, რომლისგანაც მაყურებლები რესპონდენტებისგან მწვავე კითხვებზე პასუხებს არაადეკვატურ მდგომარეობაში მოისმენენ. „გამწარებული პასუხები“ უფრო საინტერესოა, რადგან სტუმარი ამ მდგომარეობაში უფრო გულწრფელია.
– შეიძლება ითქვას, რესპონდენტები იძულებულები ხდებიან, გამწარებულზე სიმართლე ილაპარაკონ. არ გიჭირს მათი დათანხმება?
– გულწრფელად რომ ვთქვა, არც მინდა ისეთი რესპონდენტი, რომელსაც დასათანხმებლად ბევრი თხოვნა სჭირდება. ეს არის გამოწვევა და თუ გაქვს გამბედაობა, მაგ შემთხვევაში მოდიხარ „წიწაკებში“. მარტო ისეთი ტიპები მჭირდება, ვისაც ეს გამბედაობა აქვს.
– სპორტსმენები უფრო ამტანები არიან, ჩვეულებრივ მოკვდავებზე რომ გადახვედი რა ხდება, მათ უფრო არ უჭირთ?
– ვერ ვიტყვი, რომ სპორტსმენები უფრო იტანენ სიმწარეს. უბრალოდ, სპორტსმენები უფრო მეტად ითმენენ, რომ მე არ გამლახონ, რადგან ასე გავამწარე (იცინის). ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე – დაბალი, სუსტი ბიჭია, ფიზიკურად არ იყო ძლიერი, მაგრამ ყველაზე მაგრად გაუძლო სიმწარეებს. თუმცა, მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა ადამიანმა – ლაშა ტალახაძემ, ყველაზე ნაკლებად ცხარეზე მითხრა, ეს ძალიან ცხარეაო.
– ყველაზე მეტად ვინ გაამწარე, ვისი გეშინოდა, არ მცემოსო?
– ნინო ოძელაშვილი გავამწარე ყველაზე ძალიან და მართლა შემეშინდა, არ ვეცემე. იმიტომ, რომ სადაც სტუმრად იყო, ყველა გადაცემის წამყვანი დაბლა დააგდო. ჩემთან ამის ყველაზე დიდი საფრთხე არსებობდა. მაგრამ სიმწარით ისე გავთიშე ნინო, რომ აღარც ძალა ჰქონდა და აღარც საუბრის ხალისი. თუმცა, ყველაზე სასაცილო ის შოუ გამოვიდა.
– ნიკა გვარამია წერს შენზე: „ჩემი აზრით, გიგა ერთ-ერთი საუკეთესო წამყვანი და ტელეპერსონაჟია საქართველოში“. მისი არხის სახე ხარ და შენი გარეკლამება მის ინტერესშიცაა, მაგრამ, მგონი, ეს შეფასება ამაზე ცოტა მეტია. როგორ გგონია, რით დაიმსახურე?
– ნებისმიერი უფროსის შექება ძალიან „ასწორებს“ და როცა ეს უფროსი ნიკა გვარამიაა, ადამიანი, რომლის პროფესიონალიზმშიც დარწმუნებული ხარ, ეს კიდევ სხვა საკითხია. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩემი და ნიკა გვარამიას, ან ჩემი და „მთავარი არხის“ დამოკიდებულება, არცერთ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური. მაგრამ ნიკა გვარამია, როგორც პროფესიონალი, შენზე რომ ამბობს, კარგი ტიპიაო, ძალიან მაგარი გრძნობაა. ესე იგი, რაღაცისთვის მიგიღწევია ცხოვრებაში, ან ისეთ ტრამპლინზე დგახარ, რომ მიაღწევ. მაგარი მოტივაციაა, მადლობა ნიკა გვარამიას. თან, როგორც წამყვანი, ალბათ, არ ვარ ცუდი. რბილი ლ არ მაქვს, ძალიან მახინჯიც არ ვარ. ცოტა წონაში კი მოვიმატე, მაგრამ დავაგდებ ამ წონას და „ვაფშე“ მაგარი წამყვანი „გავიჩითები“ (იცინის).  
– შალვასთან როგორი ურთიერთობა გქონდა ან გაქვს და „მთავარზე“ რომ გადმოხვედი, როგორ შეხვდა ამ ამბავს?
– ჩემთვის „პოსტივიც“ და „მთავარი არხიც“ სამსახურია. მივდივარ, გადაცემას ვაკეთებ და მოვდივარ. ერთადერთი ინტერესი, რაც ახლა მაქვს, შოუს წაყვანა და სწორი მენეჯმენტია, რაშიც ადამიანებმა ფული უნდა გადამიხადონ და ამ საქმის კეთებით მაყურებელს შევუყვარდე. შალვა რამიშვილთანაც და ნიკა გვარამიასთანაც წმინდა საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებს. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დამოკიდებულებას მნიშვნელობა აქვს და მე რომ კონკრეტულად რომელიმე მხარეს ვიდგე, ამ ამბავს ყველა ძალიან სენსიტიურად აღიქვამდა. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი სამსახური სულ სხვა მიმართულებისაა და თუ საქმეს კარგად აკეთებ, შალვა რამიშვილსაც უყვარხარ და ნიკა გვარამიასაც.  
– ყველას გამმწარებელი რომ ხარ, ეგ პირად ურთიერთობებშიც აისახება?
– მანამდეც ვეკითხებოდი მწარე კითხვებს თუნდაც ახალგაცნობილ ადამიანებს. ჩემი დამოკიდებულებები გულწრფელია ხოლმე და მალე იგებენ, რომ მართლა მწარე და დამპალი ადამიანი კი არ ვარ, კეთილი და ჩვეულებრივი ვარ, უბრალოდ, შეიძლება, რაღაცები მაინტერესებდეს. ისინიც ან მპასუხობენ, ან არა, მაგრამ ცუდი ურთიერთობა არ გვიყალიბდება. რაღაც ასაკში ცხარე კითხვების გამო, ალბათ, პრობლემებიც შემქმნია, მაგრამ რომ გავიზარდე დავარეგულირე ზღვარი მწარე კითხვასა და შეურაცხყოფას შორის. როგორც კი ეს „დავამუღამე“, მას შემდეგ აღარც კონფლიქტი მქონია და აღარც ნეგატიური დამოკიდებულება მიგრძნია ჩემ მიმართ.

скачать dle 11.3