№30 ბადრი ლიპარტელიანი – საიმედო მერი ლენტეხის განვითარებისთვის
ნინო კანდელაკი ინა სიმონია
ლენტეხი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რაიონია. ულამაზესი ტურისტული ზონა, გამორჩეული ბუნებითა და კულტურული ძეგლებით. ვიზიტორებისთვის მეტად საინტერესო ადგილია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უყვარს ლაშქრობა და მთამსვლელობა. მაგრამ როგორც ყველა მაღალმთიან რაიონს, მასაც აქვს გარკვეული პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაში დიდი წვლილი მიუძღვის ლენტეხის მერს, ბატონ ბადრი ლიპარტელიანს.
– ბატონო ბადრი, რა გზა გაიარეთ მერობამდე და გაგვაცანით თქვენი ოჯახი?
– დავამთავრე ლენტეხის საშუალო სკოლა, შემდეგ კი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. გავიარე კლინიკური ორდინატურა წინამძღვრიშვილის სახელობის კარდილოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ლენტეხში დაბრუნებულმა ვიმუშავე უბნის ექიმად, ლენტეხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ, ხოლო 2002 წლიდან მერად არჩევამდე ვიყავი რაიონის
მთავარი ექიმი. მყავს მეუღლე – ლალი ჯანხოთელი, პროფესიით ექიმი და სამი შვილი.
მთავარი ექიმი. მყავს მეუღლე – ლალი ჯანხოთელი, პროფესიით ექიმი და სამი შვილი.
– ძირითადი პრობლემები, რის მოგვარებასაც ყველაზე ხშირად მოითხოვენ მოქალაქეები თქვენგან.
– მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადი მოთხოვნები არის დასაქმებაზე და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ოპერაციების დაფინანსებაზე, სტიქიისგან დაზარალებული ოჯახების დახმარების თაობაზე და სხვა მსგავს პრობლემებზე.
– თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს მუნიციპალიტეტს და რა კუთხით უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?
– მუნიციპალიტეტს აქვს დიდი პოტენციალი, განვითარდეს ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ტურიზმი მრავალი მიმართულებით: ეკოტურიზმი, სამთო-სათხილამურო, საფეხმავლო და ალპინისტური მიმართულებით. ექსტრემალური სპორტის სახეობებში – კლდეზე ცოცვა, ჯომარდობა და ასე შემდეგ. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია ხელის შეწყობა ამ დარგში დასაქმებული მოსახლეობისთვის. ასევე, სასურველია მცირე გადამამუშავებელი და სამრეწველო წარმოებების დანერგვა. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის პრიორიტეტულია და აუცილებელია გაგრძელდეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. 2017 წლიდან მუნიციპალიტეტში განხორციელდა მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი: დაბის კეთილმოწყობა (ტროტუარები, ბორდიურები, გარეგანათება, ცენტრალური მოედნის კეთილმოწყობა, ქუჩებისა და წყლის სისტემების რეაბილიტაცია სოფლებში, საბავშვო ბაღებში სველი წერტილების შეკეთება). დასრულდა შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების აგება დაბასა და სოფლებში, საავტომობილო გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია ბევრ სოფელში, ასევე, მდინარეების დინების მარეგულირებელი ღონისძიებების გატარების სამუშაოები. ლენტეხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები: აშენდა კეთილმოწყობილი, თანამედროვე სტანდარტულ დონეზე აღჭურვილი მუნიციპალური საავადმყოფო. მიმდინარეობს ქუთაისი-ლენტეხი-ლასდილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგებულია 40 კილომეტრი ახალი ასფალტირებული გზა. აგრეთვე, წელს აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალგაზრდული სახლის შენობა, კაპიტალურად გარემონტდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა. 2020 წელს დაგეგმილია და მიმდინარეობს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემზაგორში მინისტადიონის მოწყობა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია, სოფლებში სტადიონების, სანიაღვრეების, გზებისა და წყალსადენების რეაბილიტაცია.
– ბატონო ბადრი, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რას გააკეთებთ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, როგორც მერი?
– უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება ლენტეხის განვითარებას და მის მოსახლეობაზე ზრუნვას. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი საქმიანობას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს, მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა. თუმცა, ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული სფერო. დაგეგმილი მაქვს პროექტების განხორციელება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, სოციალური პრობლემის მოგვარების, მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის კუთხით. ასევე, გაგრძელდება საგანმანათლებლო-კულტურული, სპორტული მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების მხარდაჭერა-განხორციელება.