№30 როგორ დაიკარგა შუაგულ ევროპაში ლევან ლაზარიშვილი
მომღერალი ლევან ლაზარიშვილი ასეთ ისტორიას იხსენებს: „ბავშვობაში ლვოვიდან პრაღაში მივემგზავრებოდი. ერთ-ერთ ვაგონში კინოთეატრი იყო მოწყობილი. ფილმის სანახავად წავედი. შუა ჩვენების დროს გამოაცხადეს: ვინც პრაღაში მიემგზავრებით, თქვენს ვაგონებში დაბრუნდითო. მე ყურადღება არ მივაქციე ამ სიტყვებს და ფილმი ბოლომდე ვნახე. ფილმის ჩვენება რომ დასრულდა და ვაგონიდან უნდა გავსულიყავი, ვხედავ, ვაგონ-კინოთეატრი ჩახსნილია და ჩიხში ვდგავართ... ევროპაში ოდნავ ვიწრო რკინიგზაა და საბჭოთა ვაგონები აქ ვერ მოძრაობდნენ. ერთი სიტყვით, მესაზღვრეებმა რომ შეიტყვეს თუ რა შემემთხვა, შემსვეს ურიკაზე და ჩემი ვაგონისკენ წამიყვანეს ევროპული რელსებით. გარკვეული მანძილი რომ გავიარეთ, რას ვხედავ – ჩვენი ვაგონები 6-7 მეტრის სიმაღლეზეა აწეული და ბორბლებს უცვლიან, ჩემები კი ზემოდან კივიან – სად ხარ, ბიჭო, სად დაიკარგე ამ შუაგულ ევროპაშიო...“