№30 ბრძნული აზრები

სვიფტი: მოქმედებას ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ მის გარეშე ბედნიერება არ მიიღწევა.
მორტმანი: მანამ შენ არ შეეგუები იმას, ვინც ხარ სინამდვილეში, არასდროს იქნები კმაყოფილი იმით, რაც გაქვს.
ჩესტერფილდი: თუ თქვენ შეძლებთ, იპოვოთ გზა დაბრკოლებების გარეშე, სავარაუდოდ, ეს გზა არსაით მიდის.
რემარკი: ვირთხებს ორთაბრძოლა კი არ უნდა გაუმართო, უბრალოდ, უნდა გაანადგურო.
კონსტანტინე: არასდროს წამოგცდეს, რომ შენ სხვას სჯობიხარ, მაგრამ არც იმისთვის ხარ დაბადებული, რომ მუდამ სხვებს მიჰბაძო.
ტეტჩერი: ოჯახი ქალის ცხოვრების ცენტრი უნდა იყოს და არა მისი საზღვარი. მამალი შეიძლება, კარგად ყივის, მაგრამ კვერცხს მაინც დედალი დებს.
პლატონი: ბრიყვი ორი ნიშნის მიხედვით გამოიცნობა: ის ბევრს ლაპარაკობს მისთვის უსარგებლო საგნებზე და გამოთქვამს აზრს, რის შესახებაც არ ეკითხებიან.
გალაკტიონი: ძლივს შესამჩნევი სხვადასხვაობა ვერ შეცვლის ერთ მთელ არარაობას.
ჩერჩილი: დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტი საშუალო ამომრჩეველთან ხუთწუთიანი საუბარია.
კაფკა: სიყვარული ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია, მტერი მეგობრად აქციოს.
დოსტოევსკი: სამართლიანობა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა, უძლურია; ძალა, რომლის ზურგს უკან არ დგას სამართლიანობა – ტირანულია.
ლაო ძი: მე ვთხოვე ღმერთს, დაესაჯა ჩემი მტერი, მაგრამ მან მითხრა: „არა. ის შენი მეგობარი უნდა გახდეს“.
ნიცშე: ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.
ერვინ კობი: თუ ქალს მეორე ქალი მოსწონს, ის მასთან გულახდილია და თუ არ მოსწონს – ორმაგად გულახდილი.