კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 მილიციის ქართველი მაიორი და მისი მძღოლი ექვსი მკვლელობისთვის დახვრიტეს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების სახელები, მოქმედების დრო და ადგილი შეცვლილია. მათი ვინმესთან ან რამესთან მსგავსება კი შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ორმაგი მკვლელობა
  გაგანია „ზასტოის“ პერიოდი იდგა და 2 იანვარი, ეგრეთ წოდებული, ბედობის დღე თენდებოდა. იმერეთის ერთ-ერთი დიდი სოფლის საბჭოს თავმჯდომარე მურმან შენგელია უთენია მიადგა გეგეშიძეების კარ-მიდამოს და დაიძახა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. შემდეგ ჭიშკარი გააღო და ეზოში შევიდა. სწრაფი ნაბიჯებით გაიარა გზა და პირველი შოკი მაშინ მიიღო, როდესაც კავკასიური ნაგაზი „ბურა“ კიბეების ქვეშ მოკლული დაინახა. შემდეგ სახლის კარი გააღო და შეძრწუნდა – ოდის პირველ სართულზე 34 წლის ლენა კოზლოვასა და მისი 14 წლის ქალიშვილის – ოლგა გეგეშიძის ცხედრები დაინახა და არაადამიანური ყმუილი აღმოხდა. ლენა და ოლგა დედა-შვილი იყვნენ. მურმანი კი – ოლგას ბებიის ღვიძლი ძმა. ლენას მეუღლე და ოლგას მამა 36 წლის კოტე გეგეშიძე რუსეთში იყო სამუშაოდ წასული და უკვე სამი თვის განმავლობაში არ ჩანდა. მურმან შენგელია თავის ჩვენებაში წერდა: „ლენა და ოლგა ჩვენთან უნდა მოსულიყვნენ, რომ ბედობას ყველა ერთად შეხვედროდით, მაგრამ არ გამოჩნდნენ. მე საკმაოდ მთვრალი ვიყავი და ჩამეძინა. დილით კი უთენია გავიღვიძე და მათთან წავედი, რომ გამეგო, რატომ არ გამოჩნდნენ. ისინი კი დახოცილები დამხვდნენ...“
  როგორც დადგინდა, მოკლულებს ორ-ორჯერ ესროლეს – სხეულსა და თავში. ისინი არც გაუპატიურებულები იყვნენ და არც გაძარცულები. ორი ტყვიით იყო მოკლული ძაღლიც. ბალისტიკურმა კვლევამ დაადგინა, რომ გასროლები მაყუჩიანი „მაკაროვის“ სისტემის იარაღიდან იყო განხორციელებული. ისიც აშკარა იყო, რომ მოკლულები მკვლელებს იცნობდნენ, რადგან გაშლილ სუფრაზე ოთხი ჭიქა იდგა. ორში ლიმონათი ესხა და ორში – ღვინო. სავარაუდოდ, მკვლელი ორი იყო და გასროლებიც ორი იარაღიდან განხორციელდა. ეს ორმაგი მკვლელობა რაიონში პირველი შემთხვევა არ იყო, ამასთან წინა საქმეებშიც მაყუჩიანი „მაკაროვები“ ფიგურირებდა.
გაუხსნელი მკვლელობები
  ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რაიონში გახშირებული იყო მძიმე დანაშაული და წინა შვიდი ძარცვა-ყაჩაღობიდან ოთხი მკვლელობით დასრულდა და სწორედ ამ „მაკაროვებიდან“. შეიარაღებული ნიღბიანი ყაჩაღები სოფლებში სახლებში უვარდებოდნენ მდიდარ მოქალაქეებს და ძარცვავდნენ. ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კლავდნენ. სავარაუდოდ, ექვსკაციანი ბანდა მოქმედებდა, რომელსაც სათავეში ედგა ყაჩაღი რეციდივისტი პავლე გორდელაძე, მეტსახელად „პავლიკა“. ის რუსთავის კოლონიიდან იყო გაქცეული და ძებნაში იმყოფებოდა, მაგრამ მილიციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა მისი ადგილსამყოფლის შესახებ. წინა ოთხ მკვლელობას ბოლო ორიც დაემატა და არც მას უჩანდა გახსნის პირი. თუმცა, წინა მკვლელობები თუ ძარცვის მიზნით განხორციელდა, ბოლო დანაშაულის მოტივი უცნობი იყო. რაიონში ხალხი კიდევ უფრო მეტად შეაშფოთა დედა-შვილის მკვლელობამ და ამ ამბავმა ცეკას პირველ მდივნამდე, ედუარდ შევარდნაძემდეც მიაღწია. მან დაიბარა შინაგან საქმეთა მინისტრი და კატეგორიულად მოსთხოვა ამ საქმეების გახსნა. ერთი თვის ვადა მისცა და დაემუქრა, წარუმატებლობის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებდა.
ტოტალური „აბლავები“
  შევარდნაძის მუქარით შეშინებულმა მინისტრმა იმერეთის მილიციის სამმართველოს უფროსი დაიბარა და უთხრა, რომ თუკი ამ საქმეებს არ გახსნიდნენ, სამსახურიდან მოხსნიდა, თან სამი კვირის ვადა მისცა. იმერეთის მილიციის სამმართველოს უფროსმა კი რაიონის მილიციის უფროსი, პოლკოვნიკი ტიტე სვანიძე და სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი მაიორი ემზარ კუჭუხიძე იხმო. შეახურა და საქმეების გასახსნელად ორი კვირა მისცა, თან გააფრთხილა:
– კაცი არ ვიყო, თუ ორგანოებიდან ფეხი არ ამოგაკვეთინოთ, თუკი გახსნილ საქმეებს არ დამიდებთ წინ. ხოლო „პავლიკას“ კი ცოცხალს ან მკვდარს არ მომგვრით. რაც გინდათ, ის გააკეთეთ. „კრუგლასუტოჩნი“ „აბლავები“ ჩაატარეთ, მაგრამ საქმეები გახსენით. ახლა კი წადით და იმუშავეთ!
რაიონში დაბრუნებულმა მილიციისა და სამძებროს უფროსებმა მთელი პირადი შემადგენლობა ფეხზე დააყენეს. გაჩაღდა ოცდააოთხსაათიანი პატრულირება. აჩერებდნენ და ჩხრეკდნენ თითქმის ყველა მანქანას, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო. მილიციელებს პავლე გორდელაძის შეპყრობისა და მისი ალაპარაკების იმედი ჰქონდათ და ამგვარად აპირებდნენ ამ საქმის გახსნას. თუმცა, არაფერი გამოსდიოდათ და „აბლავებს“ შედეგი ვერ მოჰქონდა.
აგენტურული ინფორმაცია
  ტოტალური „აბლავების“ დაწყებიდან ერთი კვირა იყო გასული და ორკვირიანი ვადის ამოწურვამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. მილიციის უფროსი და მისი მოადგილე თბილისში იყვნენ წასული თათბირზე და უფროსის ფუნქციებს მაიორი ემზარ კუჭუხიძე ასრულებდა. საღამოს მან ოპერატიული ჯგუფი შეკრიბა და უთხრა:
– ბიჭებო, ჩემი პირადი აგენტისგან ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომ ამაღამ ოთარია ოყროშიძე და მისი „პაძელნიკები“ ახალსოფელში კუკური ქემოკლიძეს უნდა დაესხან თავს. მეორე კილომეტრზე ჩასაფრება უნდა მოვუწყოთ და თუკი დანებებაზე უარს იტყვიან, მაშინ გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებისთვის საშიშები არიან მათი ლიკვიდაცია უნდა მოვახდინოთ. ისინი თეთრი „ნოლ ტრი“ „ჟიგულით“ მოძრაობენ.
ოთარ ოყროშიძე ცნობილი ქუთაისელი ბოროტმოქმედი იყო და ისიც ძებნაში იმყოფებოდა. ამიტომ კუჭუხიძის ხელქვეითებმა სამმაგი ჩასაფრება მოაწყვეს და მზად იყვნენ, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბოროტმოქმედები დაეხოცათ.
შუაღამე სრულდებოდა, როდესაც ახალსოფელთან თეთრი „ჟიგული“ გამოჩნდა. ავტოინსპექტორის მოთხოვნას არ დაემორჩილა და სიჩქარეს მოუმატა. ორმოცდაათიოდე მეტრი რომ გაიარა, საფარიდან პირველი ემზარ კუჭუხიძე გადმოხტა და მანქანას ცეცხლი გაუხსნა. ანალოგიური გააკეთეს სხვა მილიციელებმაც და თეთრი „ჟიგული“ არხში გადაიჩეხა, ბენზინს ცეცხლი წაეკიდა და აფეთქდა. ხანძარი რომ ჩააქრეს, მანქანაში სამი დამწვარი ცხედარი აღმოჩნდა, მაგრამ მათ შორის არც ოთარ ოყროშიძე იყო და არც რომელიმე მისი „პაძელნიკი“. ასე რომ, ოპერატიულ-აგენტურული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
„პავლიკას“ ჩვენება
  მეორე დღეს თბილისიდან რაიონში ჩასულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულმა ჯგუფმა მილიციის მაიორი ემზარ კუჭუხიძე დააპატიმრა და მას მკვლელობებსა და ძარცვა-ყაჩაღობაში დასდეს ბრალი. რაიონის სამძებროს უფროსი კი ძებნილი პავლე გორდელაძის, იგივე „პავლიკას“ აღიარებითი ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. საქმე ის იყო, რომ პავლე გორდელაძეს თავის აგარაკზე სწორედ მაიორი კუჭუხიძე მალავდა და მასთან და მის სამ „პაძელნიკთან“ უშანგი ხორავასთან, აკაკი ბიწაძესთან და რომან შონიასთან ერთად ახორციელებდა ძარცვა-ყაჩაღობებს. საქმეში კუჭუხიძის მძღოლი ოლეგ სოხაძეც მონაწილეობდა. ბანდის წევრი იყო, აგრეთვე, კოტე გეგეშიძე, რომლის ცოლ-შვილიც ბედობის ღამეს სწორედ კუჭუხიძემ და სოხაძემ მოკლეს. „პავლიკა“ წერდა: „მაყუჩიანი „მაკაროვებით“ ექვსივე მკვლელობა კუჭუხიძემ და სოხაძემ  ჩაიდინეს. ოთხი მკვლელობა კი – უშუალოდ საქმის დროს, რადგან არ დაგვემორჩილნენ და მათ ტყვიები მიიღეს. დედა-შვილი შურისძიების მიზნით მოვკალით. რადგან საქმეების დროს მოპოვებული ფული – ას ოცდახუთი ათასი და ოქრო და ძვირფასი ქვები კოტესთან ინახებოდა. სამი თვის წინ კი ის „ობშჩიაკთან“ ერთად გაქრა და რომ არ გამოჩნდა, კუჭუხიძემ მისი ცოლ-შვილი დახოცა და იმედი ჰქონდა, რომ მათ დასაფლავებაზე კოტესაც მოიხელთებდა, მაგრამ კოტე არ ჩამოვიდა“.
  მაიორ კუჭუხიძეს ვერაგული გეგმა ჰქონდა ჩაფიქრებული. მან „პავლიკას“ და მის „პაძელნიკებს“ ცრუ საქმე მისცა და სისხლიანი „მაკაროვები“ გაატანა. თავის ხელქვეითებთან ერთად კი გზაზე ჩაუსაფრდა, რომ დაეხოცა. შემდგომ მანქანაში სისხლიანი იარაღები აღმოჩნდებოდა. ყველაფერს მოკლულებს დააბრალებდნენ. მოწმეები აღარ დარჩებოდნენ და მაიორი და მისი მძღოლი კი წყლიდან მშრალები ამოვიდოდნენ. თუმცა, როგორც კი ავტოინსპექტორმა მანქანას ხელი დაუქნია გასაჩერებლად, „პავლიკა“ ყველფერს მიხვდა. გაქანებული მანქანიდან გადახტა. ღამის წყვდიადში გაუჩინარდა და ცოცხალი გადარჩა...
მილიციის მაიორი ემზარ კუჭუხიძე და მისი მძღოლი – ოლეგ სოხაძე გაასამართლეს და დახვრიტეს.


скачать dle 11.3