კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რა გავლენას ახდენს ადამიანის ბედზე მფარველი ქვა

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  იშვიათია, სამკაული თვლებით არ იყოს შემკული და მნიშვნელოვან, ზოგჯერ კი გადამწყვეტ როლს არ ასრულებდეს სარიტუალო სცენებსა თუ თავად ადამიანის ბედში. ხშირად მიმართავენ მის მაგიურ ძალას მკითხავები თუ მედიუმები და იმის მიხედვით, რომელი ქვაა თქვენი მფარველი, გაუწყებენ: რა ინფორმაციას ფლობს ის თქვენზე, რის შესახებ გაფრთხილებთ ან რისგან გიცავთ. ეს ყველაფერი რომ თქვენთვისაც ნათელი გახდეს, ამაში დაგვეხმარება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ცირა ზ.
- დავიწყებ მთის ბროლით და გეტყვით, რომ თუ ის თქვენი ქვაა, გახსნილი, გულღია პიროვნება ხართ, რაც შეიძლება თქვენს სამუშაოს უკავშირდებოდეს, ხალხთან ურთიერთობას რომ მოიცავს. ასევე, გაქვთ კარგი ინტუიცია და ყოველთვის გრძნობთ მოახლოებულ ცვლილებებს. საერთოდ, გამჭვირვალე ქვა ძალიან ენერგიულია და რადგან ისაა თქვენი მფარველი, თქვენც საკმარისი ენერგია და უნარი გაქვთ იმისთვის, რომ ცხოვრებაში სასურველ შედეგს მიაღწიოთ ყველა მიმართულებით - კარიერიდან პირად ცხოვრებამდე. ოღონდ არ გაჩერდეთ და არც უკან მიიხედოთ, პირდაპირ თავით გადაეშვით ცხოვრების მორევში. ახლო მომავალში გელით: ახალი ნაცნობობა, მოქმედება, მოულოდნელი წინადადება. ცვლილებები თანდათან განვითარდება, ასე რომ, მშვიდად მიაყოლეთ ნაბიჯი ნაბიჯს.
- სუფთა, გამჭვირვალე ქვა და მაგალითად, შავი კრისტალი რით განსხვავდება ერთმანეთისგან?
- სწორედ შავი კრისტალია აქატი და თუ ის გერგოთ, ეს მიგანიშნებთ, რომ თქვენი ცხოვრების გარკვეული პერიოდი დამთავრდა. სიტუაციებზე მიჯაჭვული ძალიან ბევრ პირად ენერგიას ხარჯავთ იმ ადამიანებზე, თქვენთვის უკვე რომ დაკარგეს მნიშვნელობა, ანდა, რაიმეს ან ვინმეს გასამართლებლად, საკუთარ თავს თრგუნავთ. ამიტომ, შავი ქვა მიუთითებს თქვენს დეპრესიულ მდგომარეობაზე, რასაც შეიძლება უწესრიგობა და გარე სამყარო (განსაკუთრებით უახლოესი წრიდან) იწვევდეს. დროა, ხაზი გაუსვათ და განსაზღვროთ მიჯნა. ჩემი რჩევაა: არ დანებდეთ, გახსოვდეთ, ღამეს განთიადი მოსდევს. ლოგიკურია, რომ შავიდან გადავიდეთ წითელზე, რომელიც ფიზიკური ენერგიისა და მოქმედების ფერია და საოცარი თეთრი ენერგიის პრაქტიკულ რეალიზებას ახდენს. ამიტომაცაა წითელი იასპი სიმამაცისა და აგრესიის სიმბოლო. ის პირდაპირ მოგიწოდებთ, რომ მთელი გამბედაობა მოიკრიბოთ და იმ ყველაფრისთვის იბრძოლოთ, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ. წითელი გამცნობთ, რომ მოქმედებისთვის მზად ხართ, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. მოიცადეთ, უმჯობესია, მოვლენები თქვენი ჩარევის გარეშე განვითარდეს. განზე დგომა თქვენთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე საქმეში ჩარევა. რადგან წითელი ქვა ემოციური გაუწონასწორებლობის სიგნალია, შეიძლება ჭარბმა მგრძნობელობამ ხელი შეგიშალოთ შექმნილ სიტუაციაში. შეეშვით თვითგვემას და ბრაზი ჭეშმარიტი მიზეზისკენ მიმართეთ.
- რას „ამცნობს“ პატრონს ულამაზესი ვეფხვის თვალი?
- მოგეხსენებათ ვეფხვის თვალი ყავისფერი, ანუ მიწის ფერია, შესაბამისად, რეკომენდაციას გიწევთ, საკუთარ ფესვებს ჩაუღრმავდეთ. ნაცვლად იმისა, სხვის ნათქვამს, დაწერილსა თუ მოსმენილს დაუჯეროთ, უმჯობესია, ენდოთ საკუთარ ინტუიციას, თვალს, ყურს და გრძნობათა ყველა დანარჩენ  ორგანოს. მატერიალური პრობლემები შეგექმნებათ და მის გადასაჭრელად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ. საღი აზრი და მყარი საქმიანი ალღო მთებს თუ არ გადაგადგმევინებთ, გზას მაინც გაგიკაფავთ. ყავისფერი ქვა მიგანიშნებთ, რომ გთრგუნავთ: სრული გაურკვევლობა და ქაოსი ცხოვრებაში, დაგღალათ არეულობამ როგორც სამსახურში, ისე საშინაო საქმეებში. არადა, თავად აიკიდეთ ვალდებულებათა მძიმე ტვირთი და მას არავინ იყოფს თქვენთან ერთად. აიძულეთ, რომ სხვაც გაინძრეს. სიტუაციის გამოსასწორებლად, ახლა ყველაზე კარგი დროა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ - განსაკუთრებით ბიზნესსა და ფინანსებთან დაკავშირებით გელით წარმატება. შეგიძლიათ, ახლობელთა რჩევისა და დახმარების იმედიც გქონდეთ. მივადექით ყვითელ ქვას, მზისა და ურთიერთობების სიმბოლო - ოპალს. მზის სხივი ატანს ორაზროვანსა და ქარაგმულს შორისაც და ნათელს ფენს სრულ ჭეშმარიტებას, ამსხვრევს ილუზიებს. ყვითელი ქვა გკარნახობთ, რომ შემდგომი წინსვლისთვის საჭიროა ღია საუბარი - შეიძლება დაბნეული ხართ და არ იცით, სინამდვილეში რა გინდათ ან რას გრძნობთ. შეეცადეთ, დღევანდელ მოვლენებზე გადაერთოთ და წარსულზე აღარ იდარდოთ. ახლო მომავალში შეძლებთ სირთულეების დაძლევას, დასრულდება თქვენი პრობლემები და ყველა საკითხს გადაწყვეტთ.
- რას გვეტყვით უძვირფასეს ზურმუხტზე?
- მწვანე კრისტალი სიმბოლოა გულის მდგომარეობისა და ამიტომაც, თუ ზურმუხტი გარგუნათ ბედმა, ეს ნიშნავს, რომ თავით კი არა, გულით ლაპარაკობთ.  თუმცა შესანიშნავად ერკვევით სიტუაციაში, ამიტომ სხვისი რჩევებისა და ლოგიკური დასკვნების გარეშე, თამამად ენდეთ გულის კარნახს. გაითვალისწინეთ სხვების მდგომარეობაც და არც ქვედინებები დაგავიწყდეთ. კარგად შეისწავლეთ საქმის არსი და საკუთარი მოსაზრებაც დაუმატეთ ისე, რომ სხვისი ღირსება არ შელახოთ. ახლო მომავალში გელით: ჰარმონია ურთიერთობებში, უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება, ორმხრივი ხიბლი, იმედი, სიმყუდროვე, კომფორტი, შემოსავალი. რაც შეეხება ლურჯი ფერის საფირონს, ის სიმბოლოა: ჭკუის, ცოდნისა და სიბრძნის. ამიტომ თუ ის გერგოთ, გამოიყენეთ ლოგიკა, საღი აზრი და არა - ინტუიცია. ლურჯი ქვა დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში და არა მხოლოდ წმინდა მატერიალური თვალსაზრისით. ასეთ სიტუაციაში გულს არ მისცეთ საშუალება, მართოს თავი. ყოველი წვრილმანი გულდასმით გადაამოწმეთ და არ აჰყვეთ გრძნობებს. თუმცა ნურც აჩემებული პრინციპების გამო გაჯიუტდებით. დაელოდეთ კარგ ახალ ამბავს - ის უკვე გზაშია. იმედი გაამართლებს, სურვილი შესრულდება და სარგებელს მიიღებთ. დაბოლოს, ამეთვისტო - იისფერი, ინდიგო და ლილისფერი. ის სიმბოლოა ქვეცნობიერი სიბრძნის, ინტუიციისა და  ბრწყინვალების. ეს საოცარი ქვა ამყარებს კავშირს ჩვენს სულიერსა და ფიზიკურ არსს შორის. მისი ფერთა გრადაცია შინაგანი მაგიური ძალის გამოხატულებაა, რასაც შეუძლია შეამსუბუქოს და გააფერადოს ყოველდღიური ყოფა. გასცეს პასუხი თქვენს კითხვებს ცხოვრების აზრსა და მიზნებზე და გიჩვენოთ თვითდამკვიდრების გზები სულიერსა თუ შემოქმედებით „განზომილებაში“. არავის მისცეთ საშუალება, თქვენ მიერ განხორციელებული ცვლილებები დააკნინოს და სასაცილოდ აიგდოს. ლილისფერი - ინტუიციის ქვაა, წინასწარმეტყველური თვისებებით და გახსენებთ, რომ დადგა დრო, წინააღმდეგ იმ ყველაფრისა, რაც მანამდე გასწავლეს, დაუჯეროთ წინათგრძნობას - იარეთ წინ, დარწმუნებულმა არჩეული გზის სისწორეში.

скачать dle 11.3