№30 მოიწყვეთ კიტრით განტვირთვის დღეები, გაისუფთავეთ ორგანიზმი და გახდით მარტივად
ნინო კანდელაკი ანი რევია
კიტრი ყველაზე ეფექტური ბოსტნეულია გასახდომად. შედეგი მის შემადგენლობაში არსებული 95 პროცენტი სითხის მეშვეობით და დაბალკალორიულობის წყალობით მიიღწევა. ის შეიცავს ორგანულ მჟავასა და ვიტამინებს. კიტრის დიეტა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას, უზრუნველყოფს იოდის დღიურ ნორმას, ამცირებს თირკმელებში კენჭის გაჩენის რისკს და აჩქარებს მეტაბოლიზმს. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:
* ეს ვარიანტი განტვირთვის დღისთვის არა მარტო კიტრს, არამედ ვაშლსაც მოიცავს. დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 1 კილოგრამი ვაშლი და 1 კილოგრამი კიტრი, კანის გარეშე. ამ პროდუქტებით მოამზადეთ სალათა და შეკმაზეთ ნატურალური იოგურტით. გაყავით 5-6 ულუფად და დღის განმავლობაში მიირთვით.
* ყველაზე პოპულარულად ითვლება კეფირისა და კიტრის განტვირთვის დღე. 1 ლიტრი კეფირი და 1 კილოგრამი კიტრი 5 ულუფად დაყავით. კიტრის მიღებამდე კეფირი უნდა მიირთვათ. დღის განმავლობაში დალიეთ 1.5 ლიტრი წყალი.
* 1.5 კილოგრამ კიტრს დაუმატეთ ნახევარი კილოგრამი ხაჭო. ეს თქვენი დღიური ნორმაა, რომელიც 5 ულუფად უნდა დაყოთ. ხაჭოს შეგიძლიათ, ოხრახუში და ნიახური გაურიოთ. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ 1.5 ლიტრი წყლის დალევა.
ამოარჩიეთ ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთი და მოიწყვეთ განტვირთვის დღე კვირაში ერთხელ. განტვირთვის დღეები არა მარტო გახდომას უწყობს ხელს, არამედ ორგანიზმის გაჯანსაღებასაც