№30 ჟელატინი – ნაოჭების გასასწორებლად და თმის მოცულობისთვის
ნინო კანდელაკი ანი რევია

ჟელატინის ნიღაბი ნაოჭების გასაგლუვებლად – 2 სუფრის კოვზ ჟელატინს, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი წყალი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში, 30 წამით. რომ გაფუვდება, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი რძე და 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ნახშირი, რომელიც აფთიაქში იყიდება. ამოურიეთ და შედგით კვლავ ღუმელში 10 წამით. როდესაც ნარევი ოდნავ გაგრილდება, კარგად წაისვით სახის კანზე, კოსმეტიკური ფუნჯის გამოყენებით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 20-30 წუთით და შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი, არაჩვეულებრივად წმენდს ფორებს ჭუჭყისა და სიბინძურისგან, ჭიმავს სახის კანს და ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს ხდის. სასიამოვნო ცვლილებები უკვე პირველი პროცედურის შემდეგ იქნება თვალსაჩინო. გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში 2-ჯერ, რათა ნაოჭები ძალიან მალე გახდეს ნაკლებად შესამჩნევი.
თუ გსურთ, ზუსტად ერთ ღამეში დაუბრუნოთ თმას საოცარი მოცულობა და ბზინვარება, აუცილებლად სცადეთ ჟელატინის ნიღაბი. თმის შეთხელება და გაყოფილი ბოლოები – ეს უსიამოვნო პრობლემები ძალიან მალე წარსულში დარჩება. თმის გასაჯანსაღებლად და მისი ძირების გასაძლიერებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ორი კომპონენტი – ჟელატინი და თმის ნებისმიერი ბალზამი.
ჟელატინის თმის ნიღაბი – 4 სუფრის კოვზი ჟელატინი გაადნეთ წყლის აბაზანაზე. როდესაც გამდნარი ჟელატინი ოდნავ გაგრილდება, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ბალზამი და კარგად მოურიეთ. მიღებული ნარევით დაიმუშავეთ თავის კანი და თმა მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და ჩამოიბანეთ. თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ ჩაიტარებთ, მიანიჭებთ თქვენს თმას დამატებით მოცულობას, გაიჯანსაღებთ თავის კანსა და თმის ძირებს, დააჩქარებთ მისი ზრდის პროცესს და არც ქერტლი შეგაწუხებთ.