კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 გრძნობები ენერგეტიკული მუხტია, ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და მძაფრად მოქმედებს

  იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ირგვლივ უამრავი ამოუხსნელი მოვლენა ხდება და ბევრ კითხვაზეც ამომწურავ პასუხს ვერ ვიღებთ. ზოგი ამას მეტად აქცევს ყურადღებას და უღრმავდება, ზოგიც ყურს არ უგდებს. მაგრამ, ის რაც ჩვენ გარშემო ხდება და რაზეც პასუხის გაცემა გვიჭირს, სადღაც შორს, იმქვეყნიურ სამყაროში, მართლაც მისაღები და ამოხსნილია.
  ადამიანში წინასწარმეტყველური ან ტელეპათიური ნიჭის გამძაფრება, რასაკვირველია, შესაძლებელია და ეს პერიოდი, ყველა ადამიანს უდგება. დააკვირდით, როდის გინდებათ განმარტოება, ფიქრი, საკუთარი ცხოვრების დეტალების გაანალიზება, განვლილზე ჩაღრმავება და ასე შემდეგ. ასევე, როცა სიმშვიდისკენ მიილტვით და გინდათ, განმარტოვდეთ და საკუთარ თავში ჩაიკეტოთ, სწორედ, ამ დროს დგას ის პერიოდი, როცა თქვენი ტელეპათიური, ქვეცნობიერი თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებები მძაფრდება. აზრი, სიტყვა და ფიქრი ენერგეტიკული ინსტრუმენტებია და ამით თავად ქმნის საკუთარ ტელეპათიურ თუ წინასწარმეტყველურ ფონს. მერე, ხდება ამის გაგზავნა სამყაროში და იმავე გზავნილის უკან მიღება, ინფორმაციის სახით.
  არის პერიოდები, როცა ხდება ემოციური გზავნილის სამყაროში გაგზავნა და შემდეგ მისი ადამიანისთვის დაბრუნება. ანუ, ემოციური გზავნილის ტელეპათიურად აღქმა სრულიად შესაძლებელია და ეს რეალური ფაქტია. მაგალითად, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, მიუხედავად მანძილისა, თუ ერთს რამე უჭირს, ამას მეორეც განიცდის. თუ შეყვარებული გყავთ, მასთან შეხვედრისას გული სხვანაირად ძგერს და დროებით თუ მოუხდა შორს გამგზავრება, როცა დაგეწყებათ შინაგანი შფოთვა, ფორიაქი, ვერ იპოვით ადგილს და გუნება-განწყობაც უარესობისკენ შეგეცვლებათ, დაურეკეთ და ჰკითხეთ, როგორ არის. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი რიგზე ვერ ექნება, მისი უარყოფითი, წარუმატებლობისკენ მიმართული ფიქრი სამყაროშია გაგზავნილი და მას თქვენ იმ სამყაროდან ინფორმაციის სახით ტელეპათიურად იღებთ. ეს ინფორმაცია კი იმ განცდებზე მეტყველებს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. საერთოდ, გრძნობები ენერგეტიკული მუხტია, რომელიც არსად იკარგება და უფრო მეტიც, ეს გრძნობა ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის და ზუსტად მასზე მოქმედებს ყველაზე მძაფრად და ძლიერად, ვის მიმართაც გაქვთ გრძნობები.
  არც ერთი სასიყვარულო და რომანტიკული გრძნობა თუ ურთიერთობა, არ იწყება და ვითარდება შემთხვევით. როცა ერთ ადამიანს სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხობს მეორე ადამიანი, გამოდის, რომ უკვე არსებობს უხილავი ტელეპათიური კავშირი მათ შორის და შეგრძნებებიც წინასწარმეტყველურად მოქმედებს. და, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს სასიყვარულო კავშირი, მით მეტად იზრდება ორ ადამიანს შორის ტელეპათიური თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებები და მოვლენები.
  თუ იგრძენით, რომ წამოვიდა ცუდი აზრები, აკვიატებული ფიქრები, რაღაცას ავადმყოფურად განიცდით და ვერ ხვდებით, რა არის თქვენი გუნება-განწყობის უარესობისკენ შეცვლის მიზეზი, სასწრაფოდ მიიღეთ შხაპი. რადგან, აბაზანა სწორედ ის ადგილია, სადაც უარყოფითი ზონისგან აკრეფილი ენერგიის ჩამორეცხვა ხდება და შესაბამისად, იმ ნეგატიური შეგრძნების განეიტრალება, რაც დისკომფორტს გიქმნით.
скачать dle 11.3